Nuk
ნოვასანი / NOVASAN

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: PRIMEA Limited
  • მწარმოებელი ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
  • გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #30
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

ვიტამინების, მინერალების და მიკროელემენტების  ბალანსირებული კომპლექსი.
ნოვასანი  სპეციალურად  შექმნილია ყველა ორგანიზმისთვის, რომელთაც აღენიშნებათ ვიტამინების, მინერალების და მიკროელემენტების  დეფიციტი. პრეპარატის შემადგენლობაში  ვიტამინები, მინერალები და მიკროელემენტები წარმოდგენილია ბიოლოგიურად აქტიური, ადვილად ასათვისებელი ნაერთების სახით. შემადგენლობა დაბალანსებულია  ვიტამინების, მინერალების და მიკროელემენტების დეფიციტის  მქონე ორგანიზმის მოთხოვნის შესაბამისად. ანტიოქსიდანტური მოქმედების მქონე კომპონენტები (ვიტამინი A, C, E, მიკროელემენტი სელენი) ხელს უშლის დაბერების პროცესებს, ათეროსკლეროზის  განვითარებას, იცავს უჯრედებს  დამაზიანებელი  გარემო ზემოქმედებისგან. B ჯგუფის  ვიტამინების მომატებული  რაოდენობა  აძლიერებს  ნერვულ სისტემას და აუმჯობესებს  მის ფუნქციონირებას. თუთია არა მხოლოდ იცავს ორგანიზმს თავისუფალი  რადიკალების ზემოქმედებისგან, ის აგრეთვე აუცილებელია სასქესო ჰორმონების  სინთეზისათვის და წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) ნორმალური ფუნქციონირებისათვის. პრეპარატი  დამზადებულია  ფარმაცევტული წარმოებისათვის აუცილებელი  ყველა  მოთხოვნის დაცვით, რაც იძლევა მისი მაღალი ხარისხის გარანტიას.

შემაგენლობა:
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა), კალციუმი (კალციუმის კარბონატი), ემულგატორი დიკალციუმ ფოსფატი, მაგნიუმი (მაგნიუმის ოქსიდი), მარცვლოვანი სახამებელი, ვიტამინი E (dl-ალფა ტოკოფეროლი), სტეარინის მჟავა, კალიუმი (კალიუმის იოდიდი), სტაბილიზატორი  ნატრიკარბოქსიმეთილცელულოზა განივი ბმებით, რკინა (რკინის ფუმარატი), ემულგატორი მიკროკრისტალური ცელულოზა, თუთია (თუთიის ოქსიდი), ნიაცინი (ნიკოტინამიდი), ემულგატორი სილიციუმის დიოქსიდი, ვიტამინი A (რეტინოლ პალმიტატი), პანტოტენის მჟავა (კალციუმის D-პანტოტენატი), მაგნიუმის სტეარატი, ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი), ვიტამინი B1 (თიამინის მონონიტრატი), ფოლიუმის მჟავა (პტეროილმონოგლუტამინის მჟავა), მანგანუმი (მანგანუმის სულფატი), საღებავი ტიტანის დიოქსიდი და ყვითელიმზის ჩასვლა” FCF, ვიტამინი B2 (რიბოფლავინი), სპილენძი (სპილენძის სულფატი), სელენი (ნატრიუმის სელენატი), მოლიბდენი (ნატრიუმის მოლიბდატი), ბიოტინი (D-ბიოტინი), ვიტამინი B12 (ციანკობალამინი), ვიტამინი K (ფიტომენადიონი), ვიტამინი D (ქოლეკალციფეროლი).

 

სუფთა რაოდენობა 1 ტაბლეტში  – 

 

      ONE TABLET CONTAINS

 

RDA*,%

 

    ONE TABLET CONTAINS

 

RDA*,%

Retinol palmitat

  800 µg

      100

   Calcium

120 mg

        15

Thiamine

5 mg

      450

 Magnesium

100 mg

        27

Riboflavin

4 mg

      285

Potassium

40 mg

      2.15

Pyridoxine hydrochloride

6 mg

      429

Iron

27 mg

      193

Cyanocobalamin

20 µg

     800

Zinc

25 mg

      250

Pantothenic acid

10 mg

     167

Manganese

4 mg

      200

Folic acid

400 µg

     200

Copper

2 mg

      200

Nicotinamide

20 mg

     125

Iodine

150 µg

      100

Biotin

70 µg

     140

Selenium

150 µg

      275

Alpha tocopherol

40 mg

     335

Molybdenum

90 µg

      180

Vitamin K

50 µg

     67

 

Mg- მილიგრამი
µ
g- მიკროგრამი
* RDA - რეკომენდებული სადღეღამისო ნორმა

 

 

Cholecalciferol

10 µg

     200

Vitamin C

120 mg

     150

ჩვენებები:
პრეპარატის მიღება რეკომენდებულია:
· ვიტამინების, მინერალების და მიკროელემენტების დეფიციტის სამკურნალოდ და საპროფილაქტიკოდ. აგრეთვე მდგომარეობების დროს, როდესაც გაზრდილია ორგანიზმის მოთხოვნა ვიტამინებზე, მინერალებსა და მიკროელემენტებზე.
· ავიტამინოზებისა და ჰიპოვიტამინოზების საპროფილაქტიკოდ, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ვიტამინებისა და მინერალების უკმარისობის დროს. აგრეთვე რეკომენდებულია პრეპარატის მიღება სავარაუდო ორსულობამდე.
· სასქესო სისტემის ფუნქციის დაქვეითება. უნაყოფობა.
· იმუნური სისტემის ფუნქციის დაქვეითება, სომატური და ინფექციური დაავადებების გადატანის, ქირურგიული ჩარევების შემდგომ რეაბილიტაციის პერიოდში.
· მხედველობის ორგანოს დაავადებები.
· გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები.
· ქრონიკული დაღლილობის სინდრომი. სტრესის, ასთენიური და ნევროზული მდგომარეობების პროფილაქტიკა. სხვადასხვა ეტიოლოგიის პოლინევრიტები, ნევრალგია.
· სხვადასხვა გენეზის დერმატიტები და დერმატოზები.
· ონკოლოგიური დაავადებების აქტიური პროფილაქტიკა ქიმიო და სხივური თერაპიის კურსების დროს.
· სახსრების და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებების დროს.
· ნაადრევი დაბერების თავიდან ასაცილებლად.
· სპორტსმენებში გაძლიერებული ფიზიკური დატვირთვის დროს.


გამოყენების წესი და დოზები:

ნოვასანი მიიღება პერორალურად, 1 ჭიქა  წყლის მიყოლებით 1 ტაბლეტი 1 ან 2 ჯერ დღეში. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას. ნოვასანი არ წარმოადგენს საკვების შემცვლელს.

განსაკუთრებული მითითებანი:

პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ ალერგიის არსებობის შემთხვევაში რჩევისათვის მიმართეთ ექიმს.

გვერდითი მოქმედება:  ძალიან იშვიათად გვხვდება დისპეფსიური მოვლენები, თავის ტკივილი, თავბრუს ხვევა, ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენება:  ბავშვთა ასაკი 6 წლამდე. ჰიპერმგრძნობელობა.

გამოყენება ორსულობისა დალაქტაციის პერიოდში:
ნოვასანის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

ჭარბი დოზირება: ჭარბი დოზირების შემთხვევები აღწერილი არაა, ჭარბი დოზირების განვითარება ნაკლებად სავარაუდოა.

გამოშვების ფორმა: ნოვასანი. 15 ტაბლეტი ბლისტერში, 2 ბლისტერი ფურცელჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:  შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. არა უმეტეს 25OC ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე და ბლისტერზე. არ გამოიყენოთ შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობა: გაიცემა რეცეპტის გარეშე. 

სად შევიძინოთ?