სამკურნალო ფორმა
თვალის წვეთები
შემადგენლობა
პრეპარატის 1 მლ შეიცავს:
ადამიანის რეკომბინანტური ინტერფერონი ალფა-2ბ არა უმცირეს 10000 მე, დიფენჰიდრამინის ჰიდროქლორიდი (დიმედროლი) 1.0 მგ.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტივირუსული კომბინირებული საშუალება.
ციტოკინი + H1 ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორი)
აღწერა
გამჭვირვალე უფერო ან სუსტი მოყვითალო შეფერილობის ხსნარი.
ათქ კოდი
S01AD05
ფარმაკოლოგიური მოქმედება
ოფთალმოფერონი წარმოადგენს კომბინირებულ სამკურნალო საშაულებას, რომელიც შეიცავს შემადგენლობაში ანტივირუსულ და იმუნომამოდულირებელ საშუალებას, ინტერფერონი ალფა-2ბ ადამიანის რეკომბინანტური და ანტიჰისტამინურ საშუალებას - დიფენჰიდრამინს.
ფარმაკოკინეტიკა
ადგილობრივი გამოყენებისას პრეპარატი არ ექვემდებარება სისტემურ აბსორბციას. მოქმედი ნივთიერებების კონცენტრაცია როლელიც მიიღწევა სისიხლში, მნიშვნელოვნად დაბალია აღოჩენის ზღვარზე (ინტერფერონ ალფა -2ბ განსაზღვრის ზღვარი არის 1-2 მე/მლ) და არ გააჩნია კლინიკური მნიშვნელობა. დიფენჰიდრამინის ადგილობრივი გამოყენებისას თვალის სხვადასხვა ქსოვილებში შეღწევის შესახებ მონაცემები არ არსებობს.
ფარმაკოდინამიკა
ადმიანის ალფა-2ბ რეკომბინანტური ინტერფერონი ხასიათდება ფართო ანტივიირუსული, იმუნომამოდულირებელი, ანტიპროლიფეერაციული მოქმედებით.
დიფენჰიდრამინი - H1-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორი ავლენს ანტიალერგიული მოქმედებას, ამცირებს კონიუნქტივის შეშუპება და ქავილს.
ჩვენება
• ადენოვირუსული, ჰემორაგიული (ენტეროვირუსული), ჰერპესული, კონიუნქტივიტი;
• ადენოვირუსული, ჰერპესული (ვეზიკულური, წერტილოვანი, მერქნისებური, რუკისებრი) კერატიტები
• ჰერპესული სტრომული კერატიტი რქოვანას დაწყლულები ან მის გარეშე.
• ადენოვირუსული და ჰერპესული კერატოკონიუნქტივიტი
• ჰერპესული უვეიტი
• ჰერპესული კერატოუვეიტი (დაწყლულებით ან მის გარეშე)
• “მშრალი” თვალის სინდრომი
• ტრანსპლანტატის დაავდების პროფილაქტიკა და კერატოპლასტიკის შემდგომი ჰერპესული რეციდივის პროფილაქტიკა
• რქოვანას ექსიმერლაზერული რეფრაქციული ქირურგიის შემდგომი გართულების პროფილაქტიკა და მკურნალობა
უკუჩვენება
პრეპარატის კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა
პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს
პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს შეიძლება მხოლოდ მკურნალი ექიმის დანიშნულებით თუ მოსალოდნელი ეფექტი აჭარბებს ნაყოფის ან ახალშობილის გართულებების განვითარების რისკს.
მიღების წესები და დოზირება
თვალის ვირუსული დაავადებების დროს მოზრდილებში და ბავშვებში დაავადების მწვავე სტადიაზე პრეპარატს აწვეთებენ კონიოუნქტურ პარკში 1-2 წვეთს 6-8-ჯერ დღეში. ანთებითი პროცესისი კუპირების მიზინით ჩაწვეთების სიხშრე იზრდება ღეში 2-3-მდე დღეში, დაავდების სიმპოტმების გაქრობამდე.
“მშრალი” თვალის სინდრომის დროს პრეპარატს იყენებენ ყოველდღიურად, 1-2 წვეთს დღეში 2-ჯერ, 25-30 დღის განმავლობაში, დაავდების სიმპტომების გაქრობამდე.
რქოვანას ექსიმერლაზერული ქირურგიის შემდგომი გართულებების პროფილაქტიკის და მკურნალობისთვის, პრეპარატს იყენებენ ყოველდღე, 1-2 წვეთს დღეში 2-ჯერ, ოპერაციის დღიდან დაწყებული, 10 დღის განმავლობაში.
ტრანსპლანტატის დაავადების პროფილაქტიკისთვის და ჰერპესული კერატიტის რეციდივის ასაცილებლად კერატოპლასტიკის შემდეგ აწვეთებენ 1-2 წვეთ პრეპარატს ოპერირებულ თვალში 3-4-ჯერ დღეში ოპერაციის შემდეგ პირველი ორი კვირის განმავლობაში.
გვერდითი მოქმედება
აღნიშნული არ არის
ჭარბი დოზირება
პრეპარატის ჭარბი დოზირების შემთხვევები აღნიშნული არ არის
ურთიერთქმედება სახვა სამკურნალო საშუალებებთან
პრეპარატი შეთავსებადია და კარგად ეწყობა თვალისთვის განკუთვნილ ანთების საწინააღმდეგო, ანტიბაქტერიულ, კორტიკოსტეროიდულ, რეპარაციულ პრეპარატებთან – რქოვანას რეგენერაციის სტიმულატორებს და ცრემლის შემცვლელი თერაპიის პრეპარატებს.
განსაკუთრებული მითითებები
პაციენტებმა, რომლებიც იყენებენ კონტაქტურ ლინზებს, პრეპარატი უნდა ჩაიწვეთონ მხოლოდ მოხსნილ მდგომარეოაბაში და მათი დაყენება უნდა მოხდეს პრეპარატის ჩაწვეთებიდან 15-20 წუთის შემდეგ.
ინსტილაციის შემდეგ შესაძლებელია არამკაფიო მხედველობა, ამიტომ სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა უნდა განხორციელდეს პრეაპარატის ჩაწვეთებიდან რამდენიმე წუთში.
გამოშვების ფორმა
თვალის წვეთები. 5 ან 10 მლ პლასტმასის ფლაკონში წვეთოვანი დოზატორით. ყოველ ფლაკონს გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად ათავსებენ მუყაოს კოლოფში.
ვარგისიანობის ვადა
2 წელი. გახსნილი ფლაკონი ინახება არაუმეტეს 30 დღის განმავლობაში.
გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები
2-8°C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გაცემის პირობები
რეცეპტის გარეშე.