Plasmon
ოკოუბასან D2 წვეთები (ნატუროპათი) / Okoubasan D2 (Naturopath)

  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
  • მწარმოებელი კომპანია: SANUM
  • მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
  • გამოშვების ფორმა: წვეთები 10 მლ და 30 მლ
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა
1 მლ შეიცავს: Okoubaka aubrevillei D2-ის 1 მლ ხსნარს HAB-ის 4ა სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch), გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა.
დამხმარე ნივთიერება: გამოხდილი წყალი
 
ჩვენება
Okoubasan D2 საჭმლის მომნელებელი სისტემის სამკურნალო
პრეპარატია. აღნიშნულ დაავადებებს მიეკუთვნება:
– საკვები პროდუქტების აუტანლობა
– საკვებისმიერი მოწამვლების შემდგომი მწვავე დიარეა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციები
– პროფილაქტიკურად, კლიმატისა და კვების შეცვლასთან ასოცირებული მოვლენები, მაგალითად, 
  შორეული მოგზაურობების დროს
 
თვისებები
Okoubasan შედგება ძირითადად დასავლეთ აფრიკაში მზარდი Okoubaka aubrevillei-ს ტოტების გამომშრალი ქერქისაგან. ხალხურ მედიცინაში ფქვილივით დაფქვილი ქერქი, როგორც მოწამვლის საწინააღმდეგო საშუალება, ინიშნებოდა დასალევად. მაგალითად, ამ ადგილობრივ საშუალებას იყენებდნენ ბელადების დეგუსტატორების დასაცავად. დღეისთვის, Okoubaka aubrevillei გამოიყენება ანტიდოტის სახით საკვები პროდუქტით მოწამვლების
და ინფექციური დაავადებების დროს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დრენაჟისათვის. ეს მცენარე, მასში შემავალი მთრიმლავი ნივთიერებების, კატექინების და ფენოლკარბონის მჟავების წყალობით, ტიპიური მთრიმლავი თვისებების წამალია, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის ფაგოციტურ აქტივობას.
 
მიღების წესი და დოზირება
მწვავე მდგომარეობების დროს მიიღება 5 წვეთი ყოველ ნახევარ საათში (2 საათის განმავლობაში), არაუმეტეს 6-ჯერ დღეში. მიმდინარეობის ქრონიკული ფორმების დროს მიიღება 5 წვეთი დღეში 1-3-ჯერ.
 
გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის
 
უკუჩვენებები
ალკოჰოლიზმის და ღვიძლის დაავადებების დროს Okoubasan წვეთების მიღება, სპირტის შემცველობის გამო, მხოლოდ ექიმის კონსულტაციის შემდეგაა შესაძლებელი მითითება ეს პრეპარატი შეიცავს 
70 მოც. % სპირტს (ეთანოლს)
 
გამოშვების ფორმები
წვეთები 10 მლ და 30 მლ მოცულობის საწვეთურიან ფლაკონში
სად შევიძინოთ?