Nuk
ომეგა 3 პრემიუმი / Omega-3


პროდუქტის აღწერა და მოქმედება
„ორგანიკალის“ ომეგა-3 წარმოადგენს პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების წყაროს, რომელიც მიღებულია ნატურალური ზღვისეული წყაროდან და მოიცავს EPA-სა და DHA-ს — ორ ყველაზე აქტიურ ომეგა-3 ფორმას. EPA უწყობს ხელს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ოპტიმალურ ფუნქციონირებას და სისხლის მიკროცირკულაციის გაუმჯობესებას DHA შედის თავის ტვინისა და ბადურას სტრუქტურაში, აუმჯობესებს ნერვული სისტემისა და მხედველობის ფუნქციებს ომეგა-3 ხელს უწყობს:
ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების რეგულაციას
ანთებითი პროცესების შემცირებას
იმუნური სისტემის გაძლიერებას
ტვინის სისხლის მიმოქცევის ნორმალიზებას
ჰიპოქსიისა და წნევის ცვლილების პირობებში კანის ჯანმრთელობას


შემადგენლობა და ფორმულა
თითოეული რბილი კაფსულა შეიცავს: ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები – 600 მგ აქედან EPA – 180 მგ DHA – 150 მგ არ შეიცავს გლუტენს, ლაქტოზას, გენმოდიფიცირებულ ინგრედიენტებს, ხელოვნურ კონსერვანტებსა და საღებავებს. კაფსულა რბილი გელის ფორმატშია.


მიღების წესი და რეკომენდაციები
მიიღეთ დღეში 1 რბილი კაფსულა, საკვებთან ერთად, წყლის მიყოლებით. შესაფერისია 3 წლიდან რეგულარული მიღებისთვის.


დამატებითი მითითებები
როგორც წესი, კარგად გადაიტანება და არ იწვევს გვერდით ეფექტებს. ძალიან იშვიათად შეიძლება შეინიშნოს კუჭ-ნაწლავის მსუბუქი დისკომფორტი. არ არის რეკომენდებული თევზის ან ზღვის პროდუქტებისადმი მგრძნობელობის შემთხვევაში. შეინახეთ მშრალ და გრილ ადგილას. გაიცემა რეცეპტის გარეშე და წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ საკვებ დანამატს.

სად შევიძინოთ?