Plasmon
ომეზი კაფსულები / OMEZEE Capsules


შემადგენლობა

ომეპრაზოლი 20 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები
ომეპრაზოლი წარმოადგენს H+-K+-AT- ფაზის ენზიმური სისტემის ინჰიბიტორს. იგი თრგუნავს H+-K+-AT- ფაზის აქტივობას კუჭის ლორწოვანი გარსის პარიეტალური უჯრედების მემბრანებში და ამით აბლოკირებს კუჭის წვენის სეკრეციას. ვინაიდან, ეს ფერმენტული სისტემა განიხილება, როგორც კუჭის ლორწოვანის `პროტონული ტუმბო~, ომეპრაზოლი წარმოადგენს კუჭის წვენის სეკრეციის ინჰიბიტორს, რომელიც თრგუნავს ამ უკანასკნელის გამოყოფის ბოლო საფეხურს. ომეპრაზოლი იწვევს რა, მარილმჟავას წარმოქმნის ბოლო სტადიის ინჰიბირებას, ამით აქვეითებს ბაზალური და სტიმულირებული სეკრეციის დონეს.
20 მგ. პრეპარატის მიღებისას, კუჭის წვენის სეკრეციის დათრგუნვა ხდება სწრაფად და გრძელდება დაახლოებით 24 სთ-ის განმავლობაში.

ფარმაკოკინეტიკა
პერორალურად მიღებისას, უზმოზე, პრეპარატი სწრაფად შეიწოვება ორგანიზმის მიერ. მაქსიმალურ კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში აღწევს 0.5-3.5 სთ-ის შემდეგ. პრეპარატის ჭამის შემდეგ მიღებისას, აბსორბციის პროცესი უფრო ხანგრძლივია.
ომეპრაზოლის ნახევრად გამოყოფის პერიოდი შეადგენს 0.5-1 სთ-ს. პრეპარატს ახასიათებს სისხლის პლაზმის ცილებთან მნიშვნელოვანი (დაახლოებით 95%) შეკავშირების უნარი.
აბსორბციის შემდეგ, ომეპრაზოლი თითქმის მთლიანად მეტაბოლიზირდება ღვიძლში და სწრაფად გამოიყოფა ძირითადად თირკმელების საშუალებით. პრეპარატი სწრაფად, 4 სთ-ის განმავლობაში ვრცელდება კუჭის ლორწოვან გარსში, ღვიძლში და ნაღვლის ბუშტში. 48 სთ-ის შემდეგ ომეპრაზოლი რჩება მხოლოდ კუჭის ლორწოვან გარსში. პრეპარატის შეღწევადობა ჰემატოენცეფალურ ბარიერში შეზღუდულია.
პერორალური მიღებისას პრეპარატის დოზის ძირითადი ნაწილი (77%) გამოიყოფა შარდთან ერთად, მინიმუმ 6 მეტაბოლიტის სახით. აქედან 2 იდენტიფიცირდება ფეკალურ მასებში, რაც მეტყველებს ნაღველში მეტაბოლიტების მნიშვნელოვან ექსტრაქციაზე.
პლაზმაში აღმოჩენილია ისეთი 3 მეტაბოლიტი, როგორიცაა: ომეპრაზოლის სულფიდური და სულფონური წარმოებულები. ეს მეტაბოლიტები ხასიათდებიან სუსტი ანტისეკრეტორული აქტივობით.
აქტიურ მეტაბოლიტს წარმოადგენს ომეპრაზოლის სულფონი.
ჰეპატიტიან ავადმყოფებში, პრეპარატის ნახევრად დაშლის პერიოდის ხანგრძლივობა პლაზმაში იზრდება 3 საათამდე, ჯანმრთელ ადამიანებთან (0.5-1 სთ) შედარებით.
თირკმელების ქრონიკული უკმარისობით დაავადებულ ავადმყოფებში, ადგილი აქვს ექსკრეციის გახანგრძლივებას. ვინაიდან ომეპრაზოლის მეტაბოლიტები ძირითადად გამოიყოფა შარდთან ერთად, მათი გამოყოფის სიჩქარე ფერხდება კრეატინინის კლირენსის შემცირების პროპორციულად, ხოლო კონცენტრაცია იზრდება.

ჩვენებები
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება (გამწვავების ფაზაში), კუჭის კეთილთვისებიანი წყლული, რეციდიული წყლული, ქირურგიული ოპერაციის შემდგომი წყლული;
გასტრიტი;
მომატებული მჟავიანობა და კუჭის გაღიზიანება;
რეფლუქს-ეგზოფაგი (გამწვავების ფაზაში);
სისხლდენები კუჭიდან და 12-გოჯა ნაწლავიდან;
ლორწოვანი გარსის მწვავე სტრესული წყლულები:
ასპირაციის სინდრომი;
ზოლინგერ-ელისონის სინდრომი (გასტრინომა).

მიღების წესები და დოზები
კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებებისა და რეფლუქს-ეზოფაგიტის დროს ინიშნება 20 მგ ერთჯერადად. კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 4 კვირას. ცალკეულ შემთხვევებში 8 კვირას.
ზოლინგერ-ელისონის სინდრომის დროს საწყისი დოზაა 60 მგ ერთჯერადად, შემდგომში, ეფექტის მიხედვით შესაძლებელია მისი კორექცია 20-120 მგ/დღეში განაწილებული 2 მიღებაზე. მძიმე შემთხვევებში, შესაძლებელია დოზის გაზრდა 360 მგ-მდე დღე-ღამეში 3 მიღებაზე. 
ომეპრაზოლის მოქმედება იწყება 4 დღის შემდეგ. სასურველია მისი მიღება ჭამამდე ან ჭამის დროს, ამ დროს დემონსტრირდება პრეპარატის მაქსიმალური ეფექტურობა.

გვერდითი მოვლენები
იშვიათად: გულისრევა, ღებინება, დიარეა, მეტეორიზმი, ტკივილები მუცლის არეში, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ქავილი, უძილობა. არსებობს მონაცემები: ღვიძლის ფუნქციის მოშლის, თრომბოპენიის, ლეიკოპენიის, კუნთებისა და სახსრების ტკივილების, აგრესიული და დეპრესიული რეაქციების.

უკუჩვენება
პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
ორსულობა და ლაქტაცია.

განსაკუთრებული მითითებები
ომეპრაზოლით მკურნალობის დაწყებამდე, საჭიროა ავთვისებიანი პროცესის არსებობის გამორიცხვა, რადგანაც მოსალოდნელია სიმპტომატიკის შენიღბვა და დიაგნოსტიკის გაძნელება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ომეპრაზოლი აძლიერებს ორგანიზმიდან დიაზეპამის, ფენიტოინის და ვარფარინის გამოყოფის პერიოდს. ეს პრეპარატები ღვიძლში მიმდინარე ჟანგვითი პროცესების შედეგად გარდაიქმნებიან ფერმენტული სისტემის ციტოქრომ P-450 იზოფორმებად.

შენახვის პირობები და ვადები
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი
შენახვის პირობები: მშრალ და გრილ ადგილას. 
მოარიდეთ ბავშვებს!

აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტით

სად შევიძინოთ?