Plasmon
ოპერილი P / Operil® P


შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდი
1 მლ ხსნარი შეიცავს ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდის 0,25 მგ.
1 შესხურება (0,05 მლ) შეიცავს 0,0125 მგ ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდს.
დამხმარე ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატ დიჰიდრატი, დინატრიუმის ჰიდროფოსფატ დიჰიდრატი, გაწმენდილი წყალი.
შეფუთვა: 10 მლ გამჭვირვალე უფერო ხსნარი სპრეი-ფლაკონში მექანიკური შესასხურებელი მოწყობილობით, მუყაოს ყუთში ინსტრუქციით.

რა არის ოპერილ® პ და რისთვის გამოიყენება იგი
ოპერილ პ შეიცავს ოქსიმეტაზოლინს, რომელიც გამოიყენება ნაზალური დეკონგესტანტის სახით (საშუალებები ცხვირის გაჭედვის წინააღმდეგ). არტერიოლების შევიწროების წყალობით, იგი ამცირებს ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპებულობას და ცხვირიდან გამონადენს. ამსუბუქებს სუნთქვას ცხვირიდან, ხსნის ცხვირის ღრუებს, ცხვირის ღრუს დანამატ წიაღებს (სინუსებს) და ევსტაქის მილს, ასევე არბილებს გაციების სიმპტომებს. ოპერილ პ იწყებს მოქმედებას რამოდენიმე წუთში, და მისი მოქმედება გრძელდება 12 საათამდე.
პრეპარატს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური მოქმედება.
ოპერილ პ ახდენს ანტივირუსულ ზემოქმედებას გარკველ ვირუსებზე, რომლებიც წარმოადგენენ რესპირატორული დაავადებების ძირითად გამომწვევებს.

გამოყენების ჩვენებები:
- მწვავე რინიტი;
- ალერგიული რინიტი;
- რინოსინუსიტი;
- შუა ყურის ანთება (ევსტაქის მილის ფუნქციონირების გასაუბჯობესებლად) (საშუალო ოტიტი).

ოპერილ® პ-ს გამოყენების დაწყემაბდე
უკუჩვენებები:
ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) ოქსიმეტაზოლინზე ან პრეპარატის ნებისმიერ სხვა დამხმარე ნივთიერებაზე ბავშვებში;
ცხვირის ლორწოვანის მშრალი ანთება ქერქებით (ცხვირის ლორწოვანის ატროფიული ანთება) ბავშვებში.

განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომები
პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის მეთვალუირეობის ქვეშ შემდეგ შემთხვევებში:
- ქრონიკული გულის უკმარისობა;
- არტერიული ჰიპერტენზია (მომატებული არტერიული წნევა);
- გულის არითმია (არარეგულარული გულისცემა);
- დახურულკუთხოვანი გლაუკომა (მომატებული შიდა თვალის წნევა); 
- პორფირია (პიგმენტური ცვლის მემკვიდრეობითი დარღვევა);
- შაქრიანი დიაბეტი;
- ჰიპერთირეოზი (ფარისებრი ჯირკვლის მომატებული აქტივობა).
პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია 2 წლამდე ასაკის ბავშვების სამკურნალოდ.
უნდა მოერიდოთ პრეპარატის ხანგრძლივ ან ჭარბი დოზით გამოყენებას.

სხვა პრეპარატების მიღება
თუ თქვენი ბავშვი ღებულობს, არც ისე დიდი ხნის წინ ღებულობდა ან, შესაძლოა, მიიღებს სხვა პრეპარატებს, ურეცეპტო პრეპარატების ჩათვლით, შაეტყობინეთ ამის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ ჭარბი დოზირების ან შიგნით მიღების შედეგად პრეპარატი აბსორბირდება, მაშინ შესაძლოა გაძლიერდეს მისი გავლენა არტერიულ წნევაზე იმ პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად ღებულობენ დეპრესიის საწინააღმდეგო პრეპარატებს (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები ან მაპროტილინი). იმ პაციენტებს, რომლებიც ღებულობენ ერთდროულად მაო-ინჰიბიტორებს დეპრესიის წინააღმდეგ, შესაძლოა, განუვითარდეს ჰიპერტონული კრიზიც კი (მომატებული არტერიული წნევა, ძლიერი თავის ტკივილი, ტკივილი მკერდის არეში, სუნთქვის უკმარისობა, შეშუპება). 
ნუ აძლევთ ბავშვს ერთდროულად ხველის და გაციების საწინააღმდეგო სხვა პრეპარატებს ექიმთან ან ფარმაცევტთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე. 

ორსულობა და ძუძუთი კვება
ნებისმიერი პრეპარატის მიღების წინ, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ორსული და მეძუძური ქალებისთვის დაუშვებელია ოპერილ პ-ს მიღება თვითმკურნალობის მიზნით.
ოპერილ პ-ს მიღება შესაძლებელია ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, მხოლოდ თუ მას ექიმი დაგინიშნავთ.
მონაცემები ადამიანის ფერტილობაზე პრეპარატის ზეგავლენის შესახებ არ არსებობს.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
რეკომენდებული დოზებით გამოყენებისას, ოპერილ პ-მ არ უნდა მოახდინოს ზეგავლენა ტრანსპორტის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

ინფორმაცია პრეპარატის დამხმარე ნივთიერებების შესახებ
პრეპარატი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელსაც გააჩნია გამაღიზიანებელი მოქმედება და შეუძლია კანისმიერი რეაქციების გამოწვევა.

როგორ უნდა გამოიყენოთ ოპერილ® პ
ოპერილ პ ნაზალური სპრეი განკუთვნილია 2-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
მოზრდილებისთვის და 7 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებისთვის გამოსადეგია პრეპარატის სხვა ფარმაცევტული ფორმები. ადგილობრივად, ცხვირში შესასხურებლად.

ჩვეულებრივი დოზა
2-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვები: 1-2 შესხურება თითოულ ცხვირის გასასვლელში 2-3-ჯერ დღეში; ამასთან, დაიცავით ნაზალური სპრეის შეყვანის ქვემოთ მოყვანილი ინსტრუქცია. პრეპარატის გამოყენება შეუძლებელია 2 წლამდე უმცროსი ბავშვების სამკურნალოდ.
ოპერილ პ-ს მაქსიმალური სადღეღამისო დოზა თითოეული ცხვირის გასასვლელისთვის შეადგენს ორ შესხურებას დღეში სამჯერ.
დამოუკიდებელი მკურნალობისას ოპერილ პ უნდა გამოიყენოთ მხოლოდ რეკომენდებული დოზებით და არა უმეტეს 5-7 დღისა.
თუ სამი დღის შემდეგ ბავშვის მდგომარეობა არ გაუმჯობესდება ან გაუარესდება, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. შეფასების შემდეგ ექიმს შეუძლია დაგინიშნოთ უფრო ხანგრძლივი მკურნალობა.
ნაზალური სპრეი განკუთვნილია მხოლოდ ერთი პაციენტის მიერ გამოსაყენებლად. რამოდენიმე პაციენტის მიერ ერთი სპრეი-ფლაკონის გამოყენება შესაძლოა გახდეს ინფექციის განვითარების ან გადაცემის მიზეზი. თითოეული გამოყენების შემდეგ საცმი უნდა გაწმინდოთ სუფთა ცხვირსახოცით.

ნაზალური სპრეის შეყვანის ინსტრუქცია
პრეპარატის სწორი გამოყენება ამცირებს გვერდითი ეფექტების რისკს და აძლიერებს პრეპარატის ეფექტურობას.
საგულდაგულოდ გამოიწმინდეთ ცხვირი.
მოხსენით დამცავი ხუფი.
ახალი ფლაკონის პირველი გამოყენების წინ გამოუშვით ჰაერში ხსნარი გარკვეული რაოდენობით საცმიდან; შეანჯღრიეთ ფლაკონი (საცმის ქვემოთ დაჭერით) რამოდენიმეჯერ, სანამ არ დაინახავთ შესასხურებულ ხსნარს.
დახარეთ თავი წინ, ისე, რომ დაინახოთ ფეხების ფრჩხილები. მარჯვენა ხელით შეიყვანეთ საცმი მარცხენა ნესტოში, მიმართეთ იგი ცხვირის გარეთა კედლისკენ. შეისუნთქეთ ცხვირიდან, დააჭირეთ საცმს ქვემოთ, პრეპარატის დოზის შესასხურებლად.
ამის შემდეგ მარცხენა ხელით შეიყვანეთ საცმი მარჯვენა ნესტოში, მიმართეთ იგი ცხვირის გარეთა კედლისკენ, და შეისხურეთ დოზა, ცხვირში შესუნთქვისას.
გამოყენების შემდეგ გაწმინდეთ საცმი სუფთა ცხვირსახოცით და დაახურეთ მას დამცაცი ხუფი.

ჭარბი დოზირება
თუ თქვენ ან თქვენმა ბავშვმა დაუდევრობის გამო დალიეთ მოცემული პრეპარატი, აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართოთ სამედიცინო დახმარებისთვის.
პრეპარატის ჭარბი დოზის გამოყენების შემდეგ შესაძლოა გაგიჩნდეთ ცხვირში წვის შეგრძნება, ცხვირის ლორწოვანის სიმშრალე და ცემინება. ჭარბი დოზა, შინაგანად პრეპარატის მიღება ან მწვავე ინტოქსიკაცია იწვევს უძილობას, თავის ტკივილს, თვალის გუგების შევიწროებას, არტერიული წნევის ცვალებადობას, ტაქიკარდიას ან ბრადიკარდიას, ჰიპოთერმიას და გონების დაკარგვას. როგორც წესი, დოზის შემცირებისას, ეს სიმპტომები ქრება 12-36 საათში.

დოზის გამოტოვება
ნუ გამოიყენებთ ორმაგ დოზას გამოტოვებული დოზის კომპენსაციისთვის.
დამატებითი კითხვებით პრეპარატის გამოყენების შესახებ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი მოქმედება
სხვა პრეპარატების მსგავსად, ოპერილ პ-მ შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველა პაციენტში არ ვლინდება.

გვერდითი ეფექტები
არც ისე ხშირი: მომატებული არტერიული წნევა (არტერიული ჰიპერტენზია), არასასიამოვნო შეგრძნება აჩქარებული ან ძლიერი გულისცემისას, შენელებული გულისცემა.
იშვიათი: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, უძილობა, აღგზნება, წარმავალი სიმშრალე და ცხვირში წვის შეგრძნება ძალიან მგრძნობიარე პაციენტებში, სიმშრალე პირში და ყელში, ცემინება.
სიხშირე დადგენილი არ არის: გულისრევა, ხანგრძლივი, ჭარბი გამოყენებისას და მაღალი დოზებით გამოყენებისას შესაძლებელია ცხვირის ლორწოვანის შეშუპების განვითარება (მედიკამენტოზური რინიტი).
უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის გამოყენება და მიმართოთ ექიმს რომელიმე ქვემოთ მოყვანილი გვერდითი ეფექტის განვითარებისას:
- მომატებული არტერიული წნევა, არასასიამოვნო შეგრძნებები აჩქარებული ან ძლიერი გულისცემისას, შენელებული გულისცემა, თავბრუსხვევა, გულისრევა, თავის ტკივილი, უძილობა, აღგზნება. 
გვერდითი ეფექტების განვითარებისას, მიმართეთ ექიმს ან ფარმავევტს. ეს ასევე განეკუთვნება შესაძლო გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ნახსენები მოცემულ ინსტრუქციაში.

შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი. ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე და ფლაკონზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქებიდან გაცემის პირობები
რეცეპტის გარეშე.

სად შევიძინოთ?