შემადგენლობა
მოცვის მშრალი ექსტრაქტი, ლუთეინი, სოიოს მარცვლის ზეთი
აღწერილობა
ყავისფერი, ოვალური ფორმის რბილი კაფსულა.
ფარმაკოლოგიური თვისებები
მოცვის ექსტრაქტი მდიდარია C, P, B ჯგუფის ვიტამინებით და კაროტინებით. შეიცავს ბიოფლავონოიდებს: აქვს ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ამაგრებს თვალის კაპილარის კედლებს, ამცირებს მის განვლადობას, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას თვალის ბადურა გარსში, ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას, ამცირებს სისხლჩაქცევებს და იშემიის ზონებს. აუმჯობესებს ბადურისა და მხედველობის ნერვის ტროფიკას. იცავს ბადურა გარსს თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისგან (ანტიოქსიდანტური მოქმედება). ხელს უწყობს ბადურის რეგენერაციას. ახდენს ბადურის პიგმენტის - როდოპსინის სინთეზს, აუმჯობესებს მის მგრძნობელობას სინათლის ინტენსივობის ცვლილებებზე. ზრდის სიმკვეთრეს დაბალი განათების დროს. ამცირებს თვალის გადაღლას ხანგძლივი მუშაობისას.
ლუთეინი კაროტინოიდია - წარმოადგენს ბადურის მთავარი პიგმენტს: იცავს ყვითელ ხალს ულტრაიისფერი სხივებისა და თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან. ხელს უშლის მაკულის დეგენერაციას (უხშირესი მიზეზი მოხუცებულთა სიბრმავის). აბრკოლებს კატარაქტის განვითარებას.
სოიოს მარცვლის ზეთი - E ვიტამინის ბუნებრივი წყარო.
ჩვენება
გლაუკომა, კატარაქტა, უვეიტი, დიაბეტური რეტინოპათია, პროგრესირებადი ახლომხედველობა და შორსმხედველობა, ჰემერალოპია (ქათმის სიბრმავე), მიოპია, პიგმენტური რეტინიტი, ქსეროფთალმია, კერატომალაცია, ქუთუთოების ეგზემატოზური დაზიანება. კომპიუტერთან მუშაობისას და კითხვის დროს წარმოქმნილი მხედველობითი დაღლილობის სინდრომი.
მიღების წესი და დოზირება
5 წლიდან 1 კაფსულა ერთხელ დღეში.
12 წლიდან 1 კაფსულა 2 ჯერ დღეში.
მკურლობის კურსის ხანგრძლივობა 1 თვე.
გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია გვერდითი მოვლენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (ყაბზობის სახით) ან ერთეულ შემთხვევაში პრეპარატის კომპონენტების მიმართ ალერგიული რეაქციის გამოვლენა.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი.
სიფრთხილე და განსაკუთრებული მითითებები
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის ეფექტურობა და უსაფრთხოება დადგენილი არ არის. ოფთავიტი არ გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
სიფრთხილით ინიშნება სისხლდენებისადმი მიდრეკილ პირებში, ბრონქული ასთმის, შაქრიანი დიაბეტის დროს.
შენახვის პირობები
გრილ, მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, +250C- მდე ტემპერატურის პირობებში.
ვარგისანობის ვადა
3 წელი.
ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატი არ გამოიყენება!
გაცემის წესი
გაიცემა ურეცეპტოდ.