Plasmon
ოპტიბეტოლი / OPTIBETOL


შემადგენლობა

1 მლ
ბეტაქსოლოლის ჰიდროქლორიდი . . . . . . . . . 5 მგ 
დამხმარე ნივთიერებები: დინატრიუმის ვერსენატი, ნატრიუმის ქლორიდი, ბენზალკონიუმის ქლორიდის ხსნარი, ნატრიუმის ჰიდროქსიდის 10%-იანი ხსნარი (pH- ის კორექტირებისათვის), გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
კონიუნქტივალურ ტომარაში ადგილობრივი გამოყენებისას ამცირებს თვალშიდა წნევას თვალშიდა სითხის წარმოების შემცირების გზით. პრეპარატის აქტიური ნივთიერება ბეტაქსოლოლი მიეკუთვნება ეგრეთწოდებულ სელექტიურ ბეტაადრენობლოკატორებს, ამიტომ მისი დანიშვნა შეიძლება ასთმითა და ფილტვების სხვა ობსტრუქციული დაავადებებით დაავადებული პაციენტებისათვის.

ჩვენებები
- მომატებული თვალშიდა წნევა
- ღიაკუთხოვანი გლაუკომა

მიღების წესები და დოზები
ოპტიბეტოლი 0.5% მიიღება ექიმის დანიშნულებით, დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. მოზრდილებში: (მათ შორის ხანდაზმულ პაციენტებში)
კონიუნქტივალურ ტომარაში 1 წვეთი დღე-ღამეში 2-ჯერ.
ბავშვებში:
ბავშვებისათვის დანიშვნა რეკომენდებული არ არის.
მიღების წესი:
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის – პრეპარატის ჩაწვეთება ხდება კონიუნქტივალურ ტომარაში. ხსნარის დაინფიცირების თავიდან აცილების მიზნით ჩაწვეთებისას უნდა მოერიდოთ საწვეთურის თავის მოხვედრას რაიმე ზედაპირზე.
პრეპარატის ჩაწვეთებამდე აუცილებელია ხელების დაბანა. მოხსენით თავსახური და ჩაიწვეთეთ პრეპარატი თვალში (თვალებში). თუ წვეთი არ მოხვდა თვალში, ჩაიწვეთეთ შემდეგი წვეთი. დახუჭეთ თვალები, არ ამოძრავოთ და დახუჭული გქონდეთ 2 წუთის განმავლობაში, რათა მოხდეს პრეპარატის შეწოვა. შემდეგ დაიბანეთ ხელები, რათა მოიცილოთ პრეპარატის ნარჩენები და დახურეთ ფლაკონი. რეკომენდებულია პრეპარატის რეგულარული გამოყენება მკურნალობის მთელ პერიოდში.
იმ შემთხვევაში, თუ ოპტიბეტოლი 0.5% მოქმედება აღმოჩნდება ძალიან ძლიერი ან სუსტი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
პრეპარატის ოპტიბეტოლი 0.5%დოზის გამოტოვების შემთხვევაში: 
აუცილებელია დოზის რაც შეიძლება მალე მიღება. გამოტოვებული დოზა არ მიიღება, თუ მოახლოებულია შემდეგი დოზის მიღების დრო. მომდევნო დოზა მიიღება დანიშნულ დროს მკურნალობის სქემის შესაბამისად. დოზის გაორმაგება არ შეიძლება

გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებამ, ზოგიერთ პაციენტში პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი გვერდითი ეფექტები. 
ჩვეულებრივ, პრეპარატი ხასიათდება კარგი ამტანობით.
თვალის წვეთების ფორმით ბეტაქსოლოლის ადგილობრივი გამოყენებისას აღინიშნა:
ხშირად: ხანმოკლე დისკომფორტი თვალებში.
ნაკლებად ხშირად: გარდამავალი ცრემლდენა. 
იშვიათად: რქოვანას მგრძნობელობის შემცირება, ერითემა, ქავილი, რქოვანას ლაქოვანი შეფერილობა, კერატიტი, ანიზოკორია, სინათლის შიში.
ადგილობრივი გამოყენების შემდეგ ბეტაქსოლოლმა შეიძლება შეაღწიოს სისხლში და იშვიათად გამოიწვიოს ისეთი არასასურველი გვერდითი ეფექტები, რომლებიც აღინიშნება სხვა მიღების ფორმის პრეპარატის გამოყენებისას (მაგ. პერორალური მიღების ფორმის). შესაძლო გვერდითი ეფექტები: ბრადიკარდია, წინაგულის პარკუჭოვანი გამტარობის დაქვეითება, ჰიპოტენზია, გულის უკმარისობა, კიდურების გაყინვა და გალურჯება დიდი ფიზიკური დატვირთვისას, ტკივილი წვივის არეში, დაღლილობა, თავის ტკივილი, მხედველობის დაქვეითება, ჰალუცინაციები, ფსიქოზი, სტუპორი, იმპოტენცია, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, დეპრესია, ღამის კოშმარები, დისპეფსია, გულისრევა, პირღებინება, დიარეა, სუნთქვის გაძნელება, განსაკუთრებით ასთმით დაავადებულებში, გამონაყარი, ქსეროფთალმია. პრეპარატმა შეიძლება შენიღბოს ჰიპერთირეოზისა და ჰიპოგლიკემიის (სისხლში შაქრის დონის დაქვეითება) განვითარება.
ოპტიბეტოლი 0.5% გამოყენების პერიოდში ზოგიერთ პაციენტში შეიძლება განვითარდეს სხვა გვერდითი ეფექტები. არასასურველი გვერდითი ეფექტების გამოვლენისას, მათ შორის ისეთი ეფექტებისას, რომლებიც აღწერილი არ არის მოცემულ ინსტრუქციაში, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

უკუჩვენება
- ბეტაქსოლოლის და პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობისას,
- ბრადიკარდიის დროს (გულის შეკუმშვების სიხშირის შემცირებისას),
- II და III ხარისხის წინაგულ-პარკუჭოვანი გამტარობის ბლოკადისას,
- კარდიოგენური შოკის დროს,
- გულის სიმპტომატური უკმარისობისას

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
პრეპარატის დანიშვნა ორსული ქალებისათვის შეიძლება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. უცნობია აღწევს თუ არა ბეტაქსოლოლი თვალის წვეთების ფორმით დედის რძეში. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენებისას აუცილებელია სიფრთხილის ზომების დაცვა.

განსაკუთრებული მითითებები
ვინაიდან პრეპარატი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, პრეპარატის გამოყენების პერიოდში რეკომენდებული არ არის რბილი (ჰიდროფილური) კონტაქტური ლინზების გამოყენება. კონტაქტური ლინზების მოხსნა აუცილებელია პრეპარატის ჩაწვეთებამდე და მისი კვლავ გაკეთება შეიძლება მხოლოდ თხუთმეტი წუთის შემდეგ. ბენზალკონიუმის ქლორიდმა შეიძლება გამოიწვიოს თვალების გაღიზიანება და კონტაქტური ლინზების ფერის შეცვლა.
ოპტიბეტოლი 0.5% გამოყენებისას განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო:
- ბეტაადრენორეცეპტორების მაბლოკირებელ სხვა საშუალებებთან (მაგ. ისეთი საშუალებები, რომლებიც გამოიყენება ჰიპერტენზიის დროს) ერთად თვალის წვეთების ფორმით ბეტაქსოლოლის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები, მაგ. გულის შეკუმშვების სიხშირის შემცირება.
- მიუხედავად ბეტაქსოლოლის (თვალის წვეთების ფორმით) ზოგადი სუსტი მოქმედებისა ორგანიზმზე, სიფრთხილის გამოჩენა არის აუცილებელი მისი დანიშვნისას ჰიპერთირეოზისა და შაქრიანი დიაბეტის (განსაკუთრებით არასტაბილური) მქონე პაციენტებისათვის, ვინაიდან პრეპარატმა შეიძლება მოახდინოს ჰიპოგლიკემიის განვითარების შენიღბვა.
- პრეპარატის გამოყენება შეუძლიათ ასთმისა და ფილტვების სხვა ობსტრუქციული დაავადებების მქონე პაციენტებს, თუმცა ასეთ შემთხვევაში, აუცილებელია სიფრთხილის შესაბამისი ზომების მიღება.
- ბეტაქსოლოლი შეიძლება დაინიშნოს მიოტიკებთან ერთად დახურულკუთხოვანი გლაუკომის მქონე პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ დაუყოვნებლივ თერაპიას.
ზემოთ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით აუცილებელია ექიმის კონსულტაციის მიღება, თუ მსგავსი სიტუაციები წარსულში აღინიშნა.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე
პრეპარატი გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
აუცილებელია ექიმს შეატყობინოთ ყველა გამოყენებული პრეპარატის შესახებ, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების შესახებ. 
- ცალკე ბეტაქსოლოლის გამოყენება გავლენას არ ახდენს ან მცირე გავლენას ახდენს გუგებზე, თუმცა ეპინეფრინთან ერთად გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს გუგების გაფართოვება.
- იმ პაციენტების მკურნალობა, რომლებიც ერთდროულად იღებენ ბეტაქსოლოლსა და კატექოლამინების კონცენტრაციის შემამცირებელ საშუალებებს (მაგ. რეზერპინს), ასევე ფსიქოტროპულ საშუალებებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ადრენერგულ გადაცემაზე (მაგ. ზოგიერთი ანტიდეპრესანტი), უნდა ჩატარდეს ექიმის რეგულარული მეთვალყურეობით, ვინაიდან შეიძლება განვითარდეს ჰიპოტენზია და (ან) ბრადიკარდია.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება მჭიდროდ თავდახურულ ფლაკონში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. სამკურნალო საშუალება გამოიყენება ფლაკონის გახსნიდან 4 კვირის განმავლობაში.
ვარგისიანობის ვადა – 3 წელი.
არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით

სად შევიძინოთ?