Plasmon
ორანჯ-C / ORANGE-C


შემადგენლობა: ყოველი შემოუგარსავი საღეჭი ტაბლეტი შეიცავს ასკორბინის მჟავა BP 250 მგ.
ფერი: დაისისფერი ყვითელი

მოქმედების მექანიზმი:
ფიზიოლოგიური ფუნქციები:
მოქმედებს, როგორც კოფაქტორი მთელი რიგი ამიდირებისა და ჰიდროქსილირების რეაქციების დროს. 

დეფიციტის სიმპტომები:
C ვიტამინის დეფიციტისას ვითარდება სურავანდი, რომელსაც ახასიათებს ექიმოზი, პეტიქეა, ღრძილების შეშუპება და სისხლდენა ღრძილებიდან, სუბპერიოსტალური სისხლდენა, ძვლების ტკივილი შეხებისას, ჭრილობის შეხორცების გაძნელება, ანემია, კბილების მორყევა და გინგივიტი. 

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
C ვიტამინი არის ვიტამინური დანამატი.

გვერდითი ეფექტები და სპეციალური სიფრთხილის ზომები:
დიდმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს ჭარბი შარდვა, დიარეა, სხვა გასტროინტესტინალური დარღვევები და თირკმელში კალციუმის ოქსალატის კენჭების წარმოქმნა. ასკორბინის მჟავას მიერ შარდის გამჟავებამ შეიძლება გამოიწვიოს ცისტინის ან ოქსალატის კენჭების დალექვა საშარდე ტრაქტში და იმავდროულად მიღებული ზოგიერთი პრეპარატის ექსკრეციის შეცვლა. ამიტომ, C ვიტამინის ძალიან დიდი დოზების გამოყენება თავიდან უნდა იქნას აცილებული პოდაგრისადმი მიდრეკილ პაციენტებში. დღეში 1 გ-ზე მეტი ასკორბინის მჟავას მიღება არ შეიძლება ორსულობის პერიოდში, ვინაიდან ცნობილი არ არის, თუ როგორ მოქმედებს დიდი დოზები ნაყოფზე, გარდა ამისა, შეიძლება აღინიშნოს ჩვილებში სურავანდი განვითარება. 

დარღვევები ბიოქიმიურ ლაბორატორიულ ანალიზებში:
ასკორბინის მჟავამ შეიძლება გამოიწვიოს ცვლილებები სისხლში ან შარდში კრეატინინის, გლუკოზისა და შარდმჟავას განმსაზღვრელ ლაბორატორიულ ანალიზებში. ამიტომ, C ვიტამინის მიღება რეკომენდებული არ არის ამგვარი ანალიზების ჩატარების წინ. 

ზედოზირების სიმპტომები და მკურნალობა
მკურნალობა არის დამხმარე და სიმპტომატური.

უკუჩვენებები:
არ აღინიშნება

ურთიერთქმედებები:
პერორალური კონტრაცეპტივები და ესტროგენები:
C ვიტამინი ზრდის ესტროგენის შრატისმიერ დონეებს, რაც იწვევს არასასურველ რეაქციებს.

ვარფარინი:
აღინიშნება ვარფარინის ანტიკოაგულანტური ეფექტების დაქვეითება.

ლაბორატორიული ანალიზები:
C ვიტამინის დიდმა დოზებმა (> 500 მგ) შეიძლება გამოიწვიოს ცრუ უარყოფითი შედეგები შარდში გლუკოზის განმსაზღვრელ ანალიზებში, აგრეთვე ამინზე დამოკიდებული ცრუ უარყოფითი შედეგები განავალში სისხლის ფარულ არსებობაზე. 

ჩვენებები
გამოიყენება სურავანდის სამკურნალოდ, C ვიტამინის ნაკლებობის პროფილაქტიკისათვის, შარდის მჟავიანობისათვის, C ვიტამინის ნაკლებობით გამოწვეული ანემიისათვის, ანტიოქსიდანტის სახით სხვადასხვა საკვების ბუნებრივი ფერისა და არომატის შესანარჩუნებლად. კბილებზე კარიეისის განვითარების პროფილაქტისათვის, კაპილარების სიმყარისათვის.

დოზირება:
მოზრდილები:
პროფილაქტიკის მიზნით გამოყენებისას: 50-500 მგ. დღეში.
ორსულობისა და ლაქტაციის დროს: 100-150 მგ. დღეში. მკურნალობის მიზნით: 1000 მგ-მდე დღეში. სურავანდის სამკურნალოდ – 1 გ. დღეში 2-3-ჯერ. 

ბავშვები: 
30-100 მგ. დღეში. სურავანდის სამკურნალოდ – 300მგ. - 1 გმ. დღეში.

შენახვის პირობები
ინახება 25°c -მდე, სიცხის, სინათლისა და ტენისაგან დაცულ ადგილას.

მწარმოებელი:
“UMEDICA LABORATORIES PVT.LTD”
სად შევიძინოთ?