Plasmon
ორნაპროსტი / ORNAPROST

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: SIA PRIMEA
  • მწარმოებელი ქვეყანა: ლატვია
  • გამოშვების ფორმა: ტაბლეტი №30
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა:
გოგრის თესლის ექსტრაქტი (Pumpkin seed extract) 250 მგ
ჯუჯა პალმის ექსტრაქტი (Saw Palmetto extract) 160 მგ
მცენარეთა მტვრიანა (Pollen) 70 მგ
არგინინი (Arginin) 100 მგ
ვიტამინი E ( Vitamin E) 40 მგ (60IU)
თუთია (Zinc ) 20 მგ
სელენი (Selen ) 60 მკგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
დამხმარე საშუალება წინამდებარე ჯირკვლის ფიზიოლოგიური მდგომარეობის შესანარჩუნებლად  და ფუნქციის გასაუმჯობესებლად.

გოგრის თესლის ექსტრაქტი: გამოირჩევა ანტიოქსიდანტური  ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული მოქმედებით, ის მდიდარია ნუტრიენტებით, როგორიცაა ვიტამინი E, თუთია, მანგანუმი, ლინოლის მჟავა. ეს ინგრედიენტები იცავს ორგანიზმს თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისგან. გოგრის თესლში თუთიის შემცველობა მნიშვნელოვანია პროსტატის ნორმალური ფუნქციონირებისათვის, იგი ხელს უშლის პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის განვითარებას რასაც თან ახლავს შარდვის გაძნელება, გახშირება და საშარდე სისტემის ინფექციები, გოგრის თესლის ექსტრაქტი ასევე ხელს უწყობს  უკვე არსებული პრობლემების შემსუბუქებას.

ჯუჯა პალმის ექსტრაქტი :  ტრადიციულად, რეკომენდებულია პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის, შარდგამომყოფი სისტემის ინფექციების და იმპოტენციის დროს. დადგენილია, რომ ჯუჯა პალმის ზოგიერთი კომპონენტი ამცირებს პროსტატის ჰიპერპლაზიას.

მცენარეთა მტვრიანა : ყვავილოვან მცენარეთა მამრობითი სქესის ორგანო, რომელიც აუცილებელია მცენარეთა განაყოფიერებისათვის. მტვრიანა მატებს ენერგიას, ზრდის ფიზიკურ ამტანობას, ხელს უწყობს იმუნური სისტემის ფუნქციონირებას, ხელს უწყობს გახდომას, აძლიერებს გონებრივ შესაძლებლობებს, იცავს ორგანიზმს გულის დაავადებებისა და სტრესისგან. ითვლება, რომ ფუტკრის მტვრის გამოყენება პერორალურად ხელს უწყობს დაბერების პროცესის შენელებას, კანის გაახალგაზრდავებას და ახალგაზრდული ენერგიის შენარჩუნებას.

არგინინი : არგინინი ახდენს სპერმატოგენეზის პროცესის სტიმულირებას და სასქესო ორგანოების ავსებას სისხლით. სათესლე სითხე შეიცავს არგინინს, ამიტომ მას იყენებენ მამაკაცის უშვილობის მკურნალობის კომპლექსურ თერაპიაში.

ვიტამინი E   -აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აუცილებელია ქსოვილების რეგენერაციისათვის. ვიტამინ E-ს გამოხატული აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება, იცავს უჯრედებს დაზიანებისგან ანელებს რა ლიპიდების ჟანგვით პროცესებს და თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას. ვიტამინი E, აგრეთვე მონაწილეობს უჯრედშორისი ნივთიერების კოლაგენური და ელასტინური ბოჭკოების ფორმირებაში. ტოკოფეროლი ხელს უშლის სისხლის შედედების მომატებას, დადებითად მოქმედებს პერიფერიულ სისხლის მიმოქცევაზე, მონაწილეობს გონადოტროპინების წარმოქმნაში. E ვიტამინის დეფიციტი მამაკაცებში იწვევს სათესლის ეპითელიუმის ცვლილებებს.

თუთია : თუთია მონაწილეობს იმუნიტეტის ფორმირებაში და მამაკაცის სასქესო ჯირკვლების ნორმალურ ფუნქციონირებაში (წარმოადგენს მამაკაცის სასქესო ჰორმონის დიჰიდრო-ტესტოსტერონის შემადგენელ ნაწილს). სავარაუდოდ, ამიტომ მისი შემცველობა ყველაზე მაღალია სათესლის და ჯალღუზისებრი სხეულის (ეპიფიზის) ქსოვილებში, რომელიც ასევე პირდაპირ კავშირშია მამაკაცისა და ქალის სექსუალური ფუნქციის რეალიზაციასთან.

სელენი : სელენი შედის მრავალი ცილის, ლიპოსაქარიდის და ფერმენტის შემადგენლობაში. აქვს ძლიერად გამოხატული ანტიკანცეროგენული მოქმედება, უზრუნველყოფს სპერმატოზოიდების დაცვას და მოძრაობას, მის ამ თვისებას ხშირად იყენებენ მამაკაცის უშვილობის მკურნალობაში.  ყველაზე მეტად სელენი ცნობილია როგორც ხანგრძლივი სიცოცხლის მიკროელემენტი, რადგან ის არამარტო იცავს უჯრედულ მემბრანებს ჟანგბადის აგრესიული ფორმებით დაზიანებისაგან, არამედ აქტიურად ეხმარება ვიტამინ E-ს მისი ძლიერი ანტიოქსიდანტური პოტენციალის სრულად რეალიზებაში.

ჩვენებები:
მამაკაცის რეპროდუქციული ფუნქსიის გასაუმჯობესებლად (სპერმატოგენეზის დაქვეითება, აზოოსპერმია, უნაყოფობა) 
ქრონიკული პროსტატიტი (კომპლექსურ თერაპიაში).
წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია.
მამაკაცებში პოტენციის მოსამატებლად.
ზრდის ფიზიკურ ძალას, ამტანობას. ახდენს იმუნური სისტემის ნორმალიზებას.
ინფექციური დაავადებების რეაბილიტაცია და პროფილაქტიკა.

მიღების წესი და დოზირება:
ორნაპროსტი მიიღება შინაგანად, ჭამის შემდეგ 1 ტაბლეტი 1-2-ჯერ დღეში, რეკომენდებულია ხანგრძლივი გამოყენებისათვის.

გვერდითი მოქმედება:
არ გამოვლენილა.

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ.

გაფრთხილება:
არ გადააჭარბოთ დღიურ დოზას, გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს!

გამოშვების ფორმა: 
ორნაპროსტი გარსით დაფარული  ტაბლეტი  №30 .
10 ტაბლეტი ბლისტერში, 3 ბლისტერი ფურცელჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 25 c  ტემპერატურაზე, (არ ინახება მაცივარში) მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა:
მითითებულია შეფუთვაზე და ბლისტერებზე. არ გამოიყენოთ შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:
გაიცემა რეცეპტის გარეშე.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  
სასურსათო დანამატები 

სად შევიძინოთ?