ორნისიდი ვაგინალური ტაბლეტები / ORNISID VAGINAL TABLETS
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ornidazole
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პროტოზოების საწინააღმდეგო საშუალებები → ნიტროიმიდაზოლის წარმოებულები → ადგილობრივი გამოყენებისათვის
- მწარმოებელი კომპანია: ABDI IBRAHIM Ilac San ve Tic A.S.
- მწარმოებელი ქვეყანა: თურქეთი
- გამოშვების ფორმა: 500მგ ვაგინალური ტაბლეტი #3
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ორნისიდი ფორტე
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.
ორნიდაზოლი. . . . . . 500 მგ
ორნისიდი ვაგინალური ტაბლეტები: შეფუთვაში 3 ც.
1 ტაბ.
ორნიდაზოლი. . . . . . 500 მგ
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ანტიმიკრობული და ანტიპროტოზოული პრეპარატი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ორნიდაზოლის ლიპოფილური მოლეკულა პასიური დიფუზიის საშუალებით აღწევს მიკროორგანიზმების კედელში და დნმ-ის სინთეზის დათრგუნვის გზით იწვევს ბაქტერიებისა და პროტოზოების სიკვდილს.
ორნიდაზოლი ეფექტურია ისეთ გამომწვევებთან მიმართებაში, როგორიცაა Entamoeba histolytica, Giardia lamblia (Giardia intestinalis), ბაქტეროიდებისა და კლოსტრიდიების ზოგიერთი შტამი, ფუზობაქტერიები, ასევე აქტიურია პათოგენური ანაერობების მიმართ, როგორც in vivo, ისე in vitro.
ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან; 1.5 გ პერორალური დოზის მიღებიდან 2 საათის შემდეგ პლაზმური კონცენტრაციის პიკი შეადგენს 30 მკგ/მლ. 24 საათის შემდეგ ეს კონცენტრაცია შეადგენს 9 მკგ/მლ, ხოლო 48 საათის შემდეგ მცირდება 2.5 მკგ/მლ-მდე. პრეპარატი კარგად ნაწილდება ორგანიზმის ქსოვილებსა და სითხეებში, მათ შორის ზურგის ტვინის სითხეში. მეტაბოლიზმს განიცდის ღვიძლში. პირველი 5 დღის განმავლობაში მიღებული დოზის 85% ორგანიზმიდან გამოიყოფა კონიუგატებისა და მეტაბოლიტების სახით. პრეპარატის 63% გამოიყოფა შარდით, ხოლო 22% - განავალთან ერთად. ორნიდაზოლისა და მისი მეტაბოლიტების ნაღველთან ერთად გამოყოფას შეიძლება ჰქონდეს არსებითი მნიშვნელობა. პლაზმის ცილებთან შეკავშირების მაჩვენებელი შეადგენს 15%-ზე ნაკლებს, ხოლო ნახევარგამოყოფის პერიოდი 12-14 საათს.
ჩვენებები
გამოიყენება პროტოზოული და ანაერობული ინფექციების მკურნალობა-პროფილაქტიკისათვის:
- ტრიქომონიაზი: Trichomonas vaginalis-ის მიერ გამოწვეული შარდ-სასქესო სისტემის ინფექცია ქალებსა და მამაკაცებში;
- ამებიაზი: გასტროინტესტინური ინფექცია (ამებური დიზენტერიის ჩათვლით), ღვიძლის აბსცესი და ამებიაზის სხვა არანაწლავური ფორმები (გამომწვევი Entamoeba histolitica);
- გიარდიოზი (ლამბლიოზი).
ანაერობული ინფექციები: სეპტიცემია, მენინგიტი, პერიტონიტი, პოსტოპერაციული ჭრილობის ინფექციები, მშობიარობის შემდგომი სეპტიცემია და აბორტის შემდგომი სეფსისი და ენდომეტრიტი, გამოწვეული ანაერობული ფლორით.
გამოიყენება პროფილაქტიკისათვის მსხვილ ნაწლავზე ოპერაციების, გინეკოლოგიური და სხვა ტიპის ოპერაციების დროს.
დოზირების რეჟიმი
პრეპარატი ინიშნება ჭამის შემდეგ. თუ ექიმის მხრიდან არ არსებობს განსაკუთრებული მითითება, მაშინ პრეპარატი ინიშნება შემდეგი წესით:
ტრიქომონიაზის დროს
- ერთჯერადი მკურნალობა: საღამოს 1500 მგ ან 100 მგ პერორალურად და 1 ვაგინალური ტაბლეტი ძილის წინ.
- 5 დღიანი კურსი: 1000 მგ/დღეში პერორალურად და 1 ვაგინალური ტაბლეტი ძილის წინ.
რეინფექციის პროფილაქტიკის მიზნით ამ პერიოდის განმავლობაში საჭიროა პარტნიორმაც გაიაროს იდენტური
მკურნალობის კურსი.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა:
ერთჯერადი მკურნალობა:
I მეთოდი: ექვსი 250 მგ ან სამი 500 მგ პერორალური ტაბლეტი;
II მეთოდი: ოთხი 250 მგ ან ორი 500 მგ პერორალური ტაბლეტი და 1 ვაგინალური ტაბლეტი.
5-დღიანი მკურნალობის კურსი:
I მეთოდი: ორი 250 მგ ან ერთი 500 მგ პერორალური ტაბლეტი დილით; ორი 250 მგ ან ერთი 500 მგ პერორალური ტაბლეტი საღამოს და 1 ვაგინალური ტაბლეტი ძილის წინ.
II მეთოდი: ორი 250 მგ ან ერთი 500 მგ პერორალური ტაბლეტი დილით; ორი 250 მგ ან ერთი 500 მგ პერორალური ტაბლეტი საღამოს.
ბავშვებში პრეპარატის დღე-ღამური დოზა შეადგენს 25 მგ/კგ წონაზე.
ამებიაზის დროს
ამებური დიზენტერიით დაავადებული პაციენტებისათვის რეკომენდებულია მკურნალობის სამდღიანი კურსი.
ამებიაზის ყველა სხვა დანარჩენი ფორმების დროს მკურნალობის კურსი შეადგენს 5-10 დღეს.
დღე-ღამური დოზები:
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა |
ბავშვები წონითკგ |
ბავშვები წონითკგ |
3 დღე |
საღამოს 1500 მგ |
ერთჯერადად / |
5-10 |
მგ 2- |
ერთჯერადად / |
გიარდიოზის (ლამბლიოზის) დროს
დღე-ღამური დოზები:
მკურნალობის ხანგრძლივობა |
ბავშვები >35კგ |
ბავშვები წონით <35 |
დღე |
ერთჯერადად საღამოს
1500 მგ/დღეში |
ერთჯერადადმგკგ |
დღე |
მგ 2- |
ერთჯერადადმგკგ |
ანაერობული ინფექციები:
- ანაერობული ინფექციის მკურნალობა: 500 მგ დილით და 500 მგ საღამოს 5-10 დღის განმავლობაში.
საბავშვო დოზა: 20-30 მგ/კგ წონაზე;
- ანაერობული ინფექციის პროფილაქტიკა: ანაერობული ინფექციის პროფილაქტიკის მიზნით ოპერაციის წინ ინიშნება 500-1000 მგ, ხოლო ოპერაციის შემდეგ ყოველ 12 საათში 500 მგ 1-5 დღის განმავლობაში.
|
ინფექცია |
|
ინფექცია |
პროფილაქტიკა |
|
დოზა |
მგ |
მგ |
დოზა |
24 სთ-ში ერთხელ 1000მგ ან 12 საათში ერთხელ 500მგ |
24 საათში ერთხელ 1000მგ ან 12 საათში ერთხელ 500მგ |
ხანგრძლივობა |
დღეში |
დღეში |
გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დისკომფორტი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება გამოვლინდეს სენსორული და სენსორულ-მამოძრავებელი ნეიროპათიის ნიშნები; ტრემორი; კოორდინაციის დარღვევა, გონების დაბინდვა და კანისმხრივი რეაქციები.
არასასურველი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
უკუჩვენებები
პრეპარატის ან მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციის დარღვევა.
განსაკუთრებული მითითებები
პაციენტებში, რომლებსაც მკურნალობამდე აღენიშნებათ სისხლის ფორმულის დარღვევები, აუცილებელია ლეიკოციტების მონიტორინგი მკურნალობამდე და მის შემდეგ. ორნიდაზოლის მკურნალობის ფონზე შესაძლებელია პერიფერიული და ცენტრალური ნერვული სისტემების არსებული დაავადებების გამწვავება. აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა ნეიროპათიის, ატაქსიის, ვერტიგოსა და ცნობიერების დარღვევის განვითარების შემთხვევაში.
ჰემოდილიაზი ამცირებს ორნიდაზოლის ნახევარგამოყოფის პერიოდს, ამიტომ დამატებითი დოზის დანიშვნა შესაძლოა გახდეს საჭირო.
ჩატარებული კვლევებით არ იქნა გამოვლენილი პრეპარატის ტერატოგენული და ემბრიოტოქსიკური ეფექტები, მაგრამ მიუხედავად ამისა, მისი მიღება ორსულობის პირველ ტრიმესტრში დასაშვებია მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში. პრეპარატის რძესთან ერთად გამოყოფის შესაძლებლობის გამო მეძუძურ დედებში ორნიდაზოლი ინიშნება სიფრთხილით.
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირებისას შესაძლებელია გამოვლინდეს ზემოთაღნიშნული გვერდითი მოვლენები შედარებით გამოხატული სიმპტომებით. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. კრუნჩხვების დროს რეკომენდებულია დიაზეპამის გამოყენება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
სხვა ნიტრო-იმიდაზოლებისაგან განსხვავებით ორნიდაზოლი არ აბლოკირებს ალდეჰიდდეჰიდროგენაზას, ამიტომ არ არის ალკოჰოლის აუტანლობის რისკი. ორნიდაზოლის 5-ნიტროიმიდაზოლის სხვა წარმოებულებთან თანადროული მიღებისას შეიძლება განვითარდეს პერიფერიული ნევრიტები, დეპრესია, ეპილეპტიფორმული კრუნჩხვები.
შენახვის პირობები და ვადა
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 30oC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა - 2 წელი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.