Plasmon
ოსტეო ბენე / Osteo Bene

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: Bene pharm
  • მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
  • გამოშვების ფორმა: ტაბლეტი N60
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა: 2 ტაბლეტი: კალციუმის კარბონატი 800 მგ, მაგნიუმის ოქსიდი 300 მგ, თუთიის ოქსიდი 10 მგ, ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3) 800 IU/20 მკგ.

ოსტეო ბენეს ტაბლეტები წარმოადგენს კომბინირებულ ფორმულას, რომელიც შეიცავს კალციუმის კარბონატს, ვიტამინი D3, თუთიას და მაგნიუმის ოქსიდს. ასეთი კომბინაცია უზრუნველყოფს ძვლებსა და სხვა ქსოვილებში კალციუმის ოპტიმალურ ათვისებას, რაც ხელს უშლის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებების განვითრებას, აძლიერებს ძვლებს და კბილებს, ხელს უწყობს გულის, კუნთების და ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. ამცირებს ოსტეოპოროზის და რაქიტის განვითარების რისკს. კალციუმი აუცილებელია ძლიერი ძვლოვანი ქსოვილის განვითარებისთვის.

ვიტამინი D3 ხელს უწყობს ძვლებში კალციუმის ათვისებას და შესაბამისად, უზრუნველყოფსძვლების ნორმალურ ზრდას და განვითარებას.

მაგნიუმი ხელს უწყობს პარათირეოიდული ჰორმონის გამომუშავებას, რის წყალობითაც ხდება კალციუმის ათვისება.

თუთია თამაშობს მთავარ როლს უჯრედის გაყოფის და DNA და RNA სინთეზის პროცესში. 

 

დოზირება და მიღების წესი: 4-12 წლის ბავშვებში მიიღება 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ ჭამის დროს ან ცივ სასმელთან ერთად. 12 წელზე უფროს ბავშვებში და მოზრდილებში მიიღება 2 ტაბლეტი დღეში ჭამის დროს ან ცივ სასმელთან ერთად. არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება. გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია ორსულობის ან ლაქტაციის შემთხვევაში. სასურსათო დანამატები არცვლიან ბალანსირებულ, მრავალფეროვან კვებას და ჯანსაღ ცხოვრების წესს.

დამხმარე ნივთიერებები:
მიკროკრისტალური ცელულოზა 85.5 მგ, მაგნიუმის სტეარატი 30.0 მგ, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა 20.0 მგ, კალციუმის კარბონატი 2.0 მგ.

შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, გრილ, მზის პირდაპირი სხივებისაგან დაცულ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 250 C ტემპერატურაზე.

არ შეიცავს ხელოვნურ საღებავებს, არომატიზატორებს, კონსერვანტებს, მარილს, შაქარს, გლუტენს, ლაქტოზას, თხილს, თევზს.

 

 

 
სად შევიძინოთ?