Plasmon
ოსტეოქეა სუსპენზია / Osteocare Suspension


ბრიტანეთში ნომერ პირველი კალციუმის პრეპარატი – ოსტეოქეა, შექმნილია წამყვანი ექიმების და ფარმაცევტების მიერ ძლიერი ძვლოვანი ქსოვილის და კბილების, გულის, კუნთების და ნერვული ქსოვილის საჯანსაღისთვის. იგი შეიცავს ჩა-ის, მაგნიუმის, ვიტამინ D3-ის და თუთიას სრულ დღიურ დოზას, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება ძვლოვანი სტრუქტურის განვითარებაში.

ოსტეოქეას ფორმულა ეფუძნება ბოლო 20 წლის მანძილზე ჩატარებულ უახლეს საერთაშორისო კვლევების მონაცემებს.

 

მოქმედება:

• კალციუმი აუცილებელია ძლიერი ძვლოვანი ქსოვილის განვითარებისთვის.

• ვიტამინი D3 ხელს უწყობს კალციუმის აბსორბციას ძვლებში და შესაბამისად უზრუნველყოფს ძვლების ნორმალურ ზრდა-განვითარებას.

• მაგნიუმი ხელს უწყობს პარათირეოიდული ჰორმონის გამომუშავებას, რომლის საშუალებითაც ხდება კალციუმის შეწოვა. შესაბამისად მისი შემცირებული დონე ორგანიზმში იწვევს კალციუმის შეწოვის შემცირებას.

• თუთიას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება უჯრედების დაყოფის და დნმ-ისა და რნმ-ის სინთეზის პროცესში. 

• ოსტეოქეაში შემავალი კალციუმი წარმოდგენილია კალციუმის კარბონატის სახით, რაც უზრუნველყოფს უკეთეს აბსორბციას და მაღალი კონცენტრაციის შექმნას ორგანიზმში.

 

შემადგენლობა: 2 ჩაის კოვზი (10მლ)

კალციუმი 300 მგ

მაგნიუმი 150 მგ

თუთია 6 მგ

ვიტამინი D3 (150 სე) 3,8 მკგ

 

ჩვენება: 

• რაქიტის პროფილაქტიკა და მკურნალობა

• ბავშვებსა და მოზრდილებში ინტენსიური ზრდის პერიოდი

• კარიესის პროფილაქტიკა

• სხვადასხვა გენეზის ოსტეოპოროზი

• მოტეხილობების კომპლექსური მკურნალობა

• ორსულობა და ლაქტაცია

• მენოპაუზა და შემდგომი პერიოდი

 

 

მიღების წესი:

1-2წ. 1 ჩაის კოვზი დღეში 2-ჯერ

3-12წ. 2ჩაის კოვზი დღეში 2-3 ჯერ

მოზრდილები: 2 ჩაის კოვზი დღეში 2-ჯერ

ორსულები და მეძუძური დედები: 2 ჩაის კოვზი დღეში 2-ჯერ 

 

არ შეიცავს: ხელოვნურ საღებავებს, ალკოჰოლს, ლაქტოზას, ცხიმსა და შაქარს, მარილსა და საფუარს

გამოშვების ფორმა: 200 მლ-იანი მუქი ფერის პოლიეთილენის ბოთლი

გაცემა: ურეცეპტოდ

სად შევიძინოთ?