Plasmon
ოსტეოგენონი / Osteogenon


მწარმოებელი: Pierre Fabre Medicament Production, საფრანგეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სისტემური ოსტეოპოროზის დროს გამოსაყენებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 40 .

1 ტაბ.

ოსეინი .......................................

291 მგ

*არაკოლაგენური პეპტიდები
/ცილები ოსტეოკალცინი ..................


75 მგ

*კოლაგენი, ტიპი I.........................

216 მგ

ჰიდროქსიაპატიტი ..........................

444 მგ

*კალციუმი ..................................

178 მგ

*ფოსფორი ...................................

82 მგ

 

შემავსებლები - 95 მგ:

*მიკროელემენტები, გლუკოზამინოგლიკანები, ნუკლინის მჟავას წარმოებულები, პროტეოგლიკანები.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ოსტეოგენონი წარმოადგენს ეფექტურ საშუალებას ძვლის ფიზიოლოგიური რემოდულირებისათვის. ოსტეოგენონი შეიცავს ძვლოვანი ქსოვილის სინთეზისათვის აუცილებელ კომპონენტებს. მას ახასიათებს ორმაგი მოქმედების მექანიზმი ძვლოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმზე: ხელს უწყობს ოსტეობლასტების პროლიფერაციას და ოსტეოკლასტების ინჰიბირებას.

კალციუმი წარმოდგენილია პრეპარატში ჰიდროქსიაპატიტის სახით (ფოსფორთან მიმართებაში 2:1), რაც განაპირობებს საუკეთესო შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, რის საფუძველზეც ხდება პარათჰორმონის ძვლოვანი რეზორბციის შემცირება.

ფოსფორი მონაწილეობს ჰიდროქსიაპატიტის კრისტალიზაციაში, ხელს უწყობს კალციუმის ფიქსაციას ძვლოვან ქსოვილში და აფერხებს მის გამოყოფას თირკმელებით.

ოსეინი პრეპარატის ორგანული კომპონენტია, რომელიც შეიცავს ძვლოვანი ქსოვილის რემოდულირებისთვის საჭირო რეგულატორებს (β ზრდის  ტრანსფორმაციულ ფაქტორს, I და II ტიპის ინსულინისმაგვარ ზრდის ფაქტორებს, ოსტეოკალცინს, ოლაგენის I ტიპს), რომლებიც ააქტიურებენ ძვალწარმოქმნის პროცესს და აინჰიბირებენ რეზორბციას.

β ზრდის ტრანსფორმაციული ფაქტორი ზრდის ოსტეობლასტების რაოდენობასა და მათ აქტივობას, ხელს უწყობს კოლაგენის გამომუშავებას და ასევე ოსტეოკლასტების წინამორბედთა ინჰიბირებას.

I და II ტიპის ინსულინისმაგვარი ზრდის ფაქტორები ასტიმულირებენ კოლაგენისა და ოსტეოკალცინის სინთეზს.

ოსტეოკალცინი განაპირობებს ძვლოვანი ქსოვილის კრისტალიზაციას, კოლაგენის I ტიპი განაპირობეს ძვლოვანი მატრიქსის ფორმირებას.

 

ჩვენებები:

პირველადი ოსტეოპოროზი: პრე-, პერი-, პოსტ-მენოპაუზალური ოსტეოპოროზი; სენილური (მოხუცებულობის), იუვენილური, იდიოპათიური ოსტეოპოროზი;

მეორადი ოსტეოპოროზი, გამოწვეული: კორტიკოსტეროიდული მკურნალობით, ჰეპარინოთერაპიით, იმობილიზაციით, რევმატოიდული ართრიტით, თირკმლისა და ღვიძლის პათოლოგიით, პარათირეოიდული ჯირკვლების დისფუნქციით, არასრულყოფილი ოსტეოგენეზით;

- ძვლოვანი ქსოვილის კონსოლიდაციის გაუმჯობესება

- ძვლოვანი კოჟრის ხარისხის გაუმჯობესება;

- კალციუმისა და ფოსფორის ბალანსის რეგულირება ბავშვებში, მოზარდების მინერალური მხარდაჭერა;

- ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში წელის ტკივილების, პარესთეზიებისა და კუნთოვანი სპაზმის, თმის ცვენის, ფრჩხილებისა და კბილების დაზიანების შემცირება.

 

მიღების წესი და დოზირება:

ყველა სახის ოსტეოპოროზის მკურნალობა და პროფილაქტიკა: 2 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში.

ტრავმატოლოგიაში მოტეხილობების დროს: 2 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში.

გინეკოლოგია და პედიატრია: 1 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში.

 

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატს ახასიათებს კარგი ამტანობა, ხანგრძლივი მიღების დროსაც კი.

კლინიკურმა პრაქტიკამ დაადასტურა, ოსტეოგენონის გვერდითი მოვლენების არარსებობა. ამის გამო ოსტეოგენონი შეიძლება დაინიშნოს ხანგრძლივად, აგრეთვე ორსულობის პერიოდშიც.

შესაძლებელია კომბინაცია სხვადასხვა ჯგუფის ანტიოსტეოპოროზულ პრეპარატებთან.

 

უკუჩვენებები:

* ჰიპერკალციემია და გამოხატული ჰიპერკალციურია.

 

განსაკუთრებული მითითებები:

შარდ კენჭოვანი დაავადებებისადმი მიდრეკილ პაციენტებში აუცილებელია პრეპარატის დოზირების რეჟიმის კორექცია.

პაციენტების თირკმლის ფუნქციის დარღვევებით პრეპარატის ხანგრძლივად მაღალი დოზებით გამოყენება რეკომენდებული არ არის.

პრეპარატის შემადგენლობაში შედის ნატრიუმის ქლორიდის უმნიშვნელო რაოდენობა, ამიტომ ოსტეოგენონის გამოყენება დასაშვებია არტერიული ჰიპერტონიით დაავადებულებში.

 

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ოსტეოგენონი აფერხებს რკინისა და ტეტრაციკლინის პრეპარატების შეწოვას, ამიტომ მათი ერთდროული დანიშვნის შემთხვევაში მიღებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს არანაკლები 4 საათისა.

 

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300ჩ ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

 

ვარგისიანობის ვადა: 4 წელი.

 

სად შევიძინოთ?