Plasmon
ოსტეომაქსი / osteomax


საღეჭი კალციუმის ტაბლეტები კოლაგენით.

იდეალურია მათთვის ვისაც არ უყვარს ან არ შეუძლია ტაბლეტის გადაყლაპვა. 

შემადგენლობა:

 

1 ტაბლეტი შეიცავს

NRV*

2  ტაბლეტი შეიცავს

NRV*

კალციუმი

400 მგ

50%

800 მგ

100%

კოლაგენი

20 მგ

 

40 მგ

 

თუთია

7.5 მგ

75%

15 მგ

150%

სპილენძიi

1000 მკგ

100%

2000 მკგ

200%

K2 ვიტამინი

25 მკგ

33%

50 მკგ

67%

D3 ვიტამინი

25 მკგ (1000 სე)

500%

50 მკგ (2000 სე)

1000%


NRV* საკვები ნივთიერებების რეფერენს მაჩვენებლები

 

კალციუმი არის საშენი მასალა ადამიანის ძვლებისა და კბილებისათვის. ორგანიზმის კალციუმის 99% თავმოყრილია ძვლებსა და კბილებში. ადამიანის ორგანიზმი კალციუმს არ გამოიმუშავებს, მისი მოპოვება მხოლოდ საკვებიდან არის შესაძლებელი. კალციუმზე ყველაზე დიდი მოთხოვნილება აქვთ მოზარდებს (ძვლების სწრაფი ზრდის გამო), 50 წელს გადაცილებულ ქალებს და >70 წლის კაცებს. თუ ორგანიზმი საკმარისი რაოდენობით ვერ იღებს კალციუმს საკვებიდან, ის იწყებს მის “სესხებას” ძვლებიდან. 

D3 ვიტამინი მნიშვნელოვანია კალციუმის ნორმალური შეწოვისა და სისხლში მისი დონის შენარჩუნებისათვის. 

K ვიტამინი ხელს უწყობს კალციუმის მოლეკულებს ზუსტად მოხვდეს ძვლის ქსოვილში. 

D3 ვიტამინი K ვიტამინთან ხელს უწყობს ძვლების ნორმალური მდგომარეობის შენარჩუნებას.  

თუთია მონაწილეობს ძვლის ქსოვილის წარმოქმნისა და მინერალიზაციის ხელშემწყობ პროცესებში. ძვლის ქსოვილში შესვლისას თუთია სხვა მინერალებს (მაგ. მაგნიუმი და ფოსფორი) იზიდავს. მაშასადამე, ის ასევე მნიშვნელოვანი ძვლების ნორმალური მდგომარეობის შესანარჩუნებლად. 

რა არის კოლაგენი?

კოლაგენი არის ორგანიზმის ყველაზე მნიშვნელოვანი ცილა, რომელიც კანის 70%-ს, სახსრების ხრტილის 53%-ს, ძვლების 27%-ს, ღრძილების 60% და სისხლძარღვების უმეტეს ნაწილს შეადგენს. მკვლევარები აცხადებენ, რომ 25 წლის ასაკიდან, კოლაგენის დონე ორგანიზმში იწყებს შემცირებას, აქედან გამომდინარე, ხელსაყრელია მისი დამატებით გამოყენება. 

რატომ არის სპილენძი მნიშვნელოვანი?

სპილენძი ხელს უწყობს ნორმალური შემაერთებელი ქსოვილის შენარჩუნებას. შემაერთებელი ქსოვილის ერთ-ერთი ტიპი არის ხრტილოვანი სახსრის ქსოვილი, რომელიც მნიშვნელოვანი სახსრების ნორმალური ფუნქციონირებისათვის. 

რატომ კალციუმის კარბონატი?

სამეცნიერო კვლევები ცხადყოფენ, რომ კალციუმის სხვადასხვა მარილების (კარბონატი, ციტრატი, ლაქტატი, გლუკონატი) შეწოვა ორგანიზმში თითქმის იდენტურია. მიუხედავად ამისა, კალციუმის კარბონატის მარილებს აქვთ სუფთა კალციუმის ყველაზე მაღალი დონე, ამიტომ ნაკლები ტაბლეტის მოხმარებაა საჭირო. გარდა ამისა, კალციუმის მარილების შეწოვა მნიშვნელოვნად იზრდება მისი საკვებთან ერთად მოხმარებისას. 

 

რატომ საღეჭი ტაბლეტები?

საღეჭი ტაბლეტი უფრო სწრაფად შეიწოვება ორგანიზმით, ვინაიდან საჭმლის მომნელებელი ტრაქტი უკვე მცირე ნაწილაკებს ღებულობს. გარდა ამისა, საღეჭი ფორმა უფრო მოსახერხებელია მათთვის, ვისაც უძნელდება ტაბლეტების ან კაფსულების გადაყლაპვა. 

 

ოსტეომაქსი რეკომენდებულია:

ბავშვები 12 წლის ზემოთ

ბავშვებსა და მოზარდებში ორგანიზმის განვითარების პროცესები ძალიან აქტიურია. ძვლები იზრდება, ძლიერდება და მკვრივდება 30 წლამდე. ოსტეომაქსის კომპონენტები უზრუნველყოფენ ძვლებისა და კბილების ნორმალურ მდგომარეობას, კალციუმის ნორმალურ შეწოვას, ნერვული სისტემის აქტივობას და შემაერთებელი ქსოვილის ნორმალურ განვითარებას. 

ქალები მენოპაუზის პერიოდში და მის შემდეგ

მენოპაუზის დროს, ქალის ორგანიზმში მრავალი ცვლილება მიმდინარეობს: მომატებული გაღიზიანება, ხასიათის ცვლილებები, შენელებული მეტაბოლიზმი და ძვლის მასის დაკარგვა. ოსტეომაქსის კომპონენტები ხელს უწყობენ ნორმალური ნერვული სისტემის აქტივობის, ენერგიის მეტაბოლიზმის და ძვლების ნორმალური მდგომარეობის შენარჩუნებას.   

ხანდაზმული მამაკაცები

კუნთების სიძლიერის და სახრსების მობილობის დაქვეითების და წონასწორობის დაკარგვის გამო, ხანდაზმული ასაკის პირებს აქვთ მოძრაობის პრობლემები. 

ოსტეომაქსის კომპონენტები ხელს უწყობენ ძვლებისა და შემაერთებელი ქსოვილის ნორმალური მდგომარეობის შენარჩუნებას. 

 

რა არის ოსტეომაქსის კომპონენტების სასარგებლო თვისებები?

თუთია ხელს უწყობს:

- იმუნური სისტემის ნორმალურ აქტივობის და

- კანის, ფრჩხილებისა და თმების ნორმალური მდგომარეობის შენარჩუნებას. 

D3 ვიტამინი და კალციუმის ხელს უწყობს კუნთების ნორმალური ფუნქციის შენარჩუნებას. 

K ვიტამინ და კალციუმი ხელს უწყობს სისხლის ნორმალური კოაგულაციის შენარჩუნებას. 

სპილენძი ხელს უწყობს:

- ნერვული სისტემის აქტივობისა

- ენერგიის მეტაბოლიზმის შენარჩუნებას

- უჯრედების დაცვას

 

დოზირება: 1 ტაბლეტი ორჯერ დღეში

 

არ შეიძლება რეკომენდებული დოზის გადაჭარბება. შეინახეთ არაუმეტეს 250ჩ ტემპერატურის პირობებში. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. მრავალფეროვანი, ბალანსირებული დიეტა და ცხოვრების ჯანსაღი წესი მნიშვნელოვანია. 

სად შევიძინოთ?