ძებნა...
შედეგი ვერ მოიძებნა
ანალგინი (ბიოპოლუსი)

აღწერა

ბრიტანეთში ნომერ პირველი კალციუმის პრეპარატი–ოსტეოქეა, შექმნილია წამყვანი ექიმების და ფარმაცევტების მიერ.

ძლიერი ძვლოვანი ქსოვილის და კბილების, გულის, კუნთების და ნერვული ქსოვილის  საჯანსაღისთვის. იგი შეიცავს CA-ის, მაგნიუმის, ვიტამინ D3-ის და თუთიას  სრულ დღიურ დოზას, რომლებსაც გადამწყვეტი  მნიშვნელობა ენიჭება ძვლოვანი სტრუქტურის განვითარებაში.

ოსტეოქეას ფორმულა ეფუძნება ბოლო 20 წლის მანძილზე ჩატარებულ უახლეს საერთაშორისო კვლევების მონაცემებს.

 

მოქმედება:

- კალციუმი აუცილებელია ძლიერი ძვლოვანი ქსოვილის განვითარებისთვის.

- ვიტამინი D3 ხელს უწყობს კალციუმის აბსორბციას ძვლებში და შესაბამისად უზრუნველყოფს ძვლების ნორმალურ ზრდა-განვითარებას.

- მაგნიუმი ხელს უწყობს პარათირეოიდული ჰორმონის გამომუშავებას, რომლის საშუალებითაც ხდება კალციუმის შეწოვა. შესაბამისად მისი შემცირებული დონე ორგანიზმში იწვევს კალციუმის შეწოვის შემცირებას.

- თუთიას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება უჯრედების დაყოფის და დნმ-ისა და რნმ-ის სინთეზის პროცესში. 

- ოსტეოქეაში შემავალი კალციუმი წარმოდგენილია კალციუმის კარბონატის სახით, რაც უზრუნველყოფს უკეთეს აბსორბციას და მაღალი კონცენტრაციის შექმნას ორგანიზმში.

 

შემადგენლობა: 2 აბი

კალციუმი 800 მგ

მაგნიუმი 300 მგ

თუთია 10 მგ

ვიტამინი D3 (400სე) 10მკგ

 

ჩვენება: 

- რაქიტის პროფილაქტიკა და მკურნალობა

- ბავშვებსა და მოზრდილებში ინტენსიური ზრდის პერიოდი

- კარიესის პროფილაქტიკა

- სხვადასხვა გენეზის ოსტეოპოროზი

- მოტეხილობების კომპლექსური მკურნალობა

- ორსულობა და ლაქტაცია

- მენოპაუზა და შემდგომი პერიოდი

 

მიღების წესი: 

ბავშვები (4-12 წ): ერთი აბი დღეში ერთხელ.

მოზრდილები: დღეში 2 აბი (ან ერთი აბი დღეში 2-ჯერ) ძირითად საკვებთან ერთად. აბი მიიღება ერთი ჭიქა წყლის ან ცივი სასმელის მიყოლებით.

არ შეიცავს:
ხელოვნურ საღებავებს, კონსერვანტებს, გლუტეინს, ლაქტოზას, ცხიმსა და შაქარს, მარილსა და საფუარს

გამოშვების ფორმა:
15 აბი ბლისტერზე, შეფუთვაში 6 ბლისტერი.

გაცემა:
ურეცეპტოდ

კომენტარები

კომენტარები ჯერ არ არის - იყავით პირველი!

დაწერეთ კომენტარი

იმპორტიორი საქართველოში

სახალხო აფთიაქი

სახალხო აფთიაქი

ავენი
სად შევიძინოთ? ნუკი