ძებნა...
შედეგი ვერ მოიძებნა

ოსტევიქს ლიქუიდი

Ostevix Liquid

დაწერეთ პირველი კომენტარი
III ჯგუფი ურეცეპტოდ
ფორმა: სიროფი 250 მლ
მწარმოებელი: MARTINEZ NIETO

აქტიური ნივთიერებები:

კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

Bioxsine (გეფა)

აღწერა

ძლიერი ძვლებისთვის, შეიცავს მინერალურ ინგრედიენტებს და ვიტამინ D3-ს, რომლებიც ხელს უწყობენ ძვლების სტრუქტურისა და სიმტკიცის გაძლიერებას ყველა ასაკში.

სრული ანოტაცია

აქტიური ინგრედიენტები:

კალციუმი აუცილებელია ძვლებისა და კბილების ნორმალური მდგომარეობის შესანარჩუნებლად, ძვლის ზრდისა და განვითარებისათვის ბავშვებში. კალციუმი და ვიტამინი D ასევე აუცილებელია ბავშვებში ძვლების ნორმალური ზრდისა და განვითარებისთვის.
 

D ვიტამინი ხელს უწყობს კალციუმის და ფოსფორის ნორმალურ შეწოვასა და გამოყენებას,გარდა ამისა, სისხლში კალციუმის ნორმალური დონის შენარჩუნებას.
გარდა ამისა, D ვიტამინი ხელს უწყობს ძვლებისა და კბილების ნორმალურ შენარჩუნებას და აუცილებელია ბავშვებში ძვლების ნორმალური ფორმირებისთვის.

მაგნიუმი ხელს უწყობს ენერგიის გამომუშავების ნორმალურ მეტაბოლიზმს და ცილების სინთეზს, ამცირებს დაღლილობასა და სისუსტეს. მაგნიუმი ასევე ხელს უწყობს ძვლების ნორმალურ შენარჩუნებას და ელექტროლიტების ბალანსს.
 

თუთია ხელს უწყობს მჟავა-ტუტოვანი მეტაბოლიზმის ნორმალურ პროცესს და ძვლების შენარჩუნებას. თუთია ასევე ხელს უწყობს ცხიმოვანი მჟავების ნორმალურ მეტაბოლიზმს და ცილების გამომუშავებას და იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან.

ჩვენება
რაქიტის პროფილაქტიკა და მკურნალობა
ბავშვებსა და მოზრდილებში ინტენსიური ზრდის პერიოდი
კარიესის პროფილაქტიკა
სხვადასხვა გენეზის ოსტეოპოროზი
მოტეხილობების კომპლექსური მკურნალობა და პრევენცია
ორსულობა და ლაქტაცია
მენოპაუზა და შემდგომი პერიოდი

უკუჩვენებები

არ გამოიყენოთ მისი რომელიმე კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის ან ცნობილი ალერგიის შემთხვევაში.

სიფრთხილის ზომები

საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული მრავალფეროვანი და დაბალანსებული კვების და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელად.

არ უნდა გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.

ინახება ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.

ურთიერთქმედებები

თუ იღებთ ოსტეოვიქს ლიქუიდს, აცნობეთ ექიმს და ფარმაცევტს, თუ იღებთ სხვა მედიკამენტებს ან დანამატებს.

 

დოზირება

დოზირების ფორმა: ბოთლი

მიღების ფორმა: პერორალური

მიღების წესი 
1-2წელი 2,5 მლ დღეში 1-2-ჯერ

3-6წელი 5 მლ დღეში 2-3-ჯერ
6-12წელი 10მლ დრეში 1-2-ჯერ

მოზრდილები: 10 მლ დღეში 2 ჯერ

ორსულები და მეძუძური დედები: 10 მლ დღეში 2-ჯერ

 

არასასურველი გვერდითი მოვლენები

არ არის აღწერილი გვერდითი მოვლენები.

დოზის გადაჭარბება

დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

არ გადააჭარბოთ მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზას.

დეტალები:

აქტიური ნივთიერებები

10 მლ

%NRV

კალციუმი

300 მგ

38

მაგნიუმი

150 მგ

40

თუთია

6 მგ

60

ვიტამინი D

2.5 მკგ (100 IU)

50

NRV* = კვებითი ღირებულება

კომენტარები

კომენტარები ჯერ არ არის - იყავით პირველი!

დაწერეთ კომენტარი

იმპორტიორი საქართველოში

ზენდელ ნუტრაფარმა

ზენდელ ნუტრაფარმა

თბილისი აღმაშენებლის ხეივანი #230
ავენი
სად შევიძინოთ? ნუკი