ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო, დერმატოპროტექტორული, რეგენერაციის მასტიმულირებელი მოქმედება.
ავსებს პანტოთენ მჟავის დეფიციტს. დექსპანთენოლი გარდაიქმნება ორგანიზმში აქტიურ მეტაბოლიტად - პანტოთენის მჟავად, რომელსაც დიდი როლი ენიჭება ნივთიერებათა ცვლის პროცესში: ცილების, ნახშირწყლების, ლიპიდებისა და ფოსფოლიპიდების მეტაბოლიზმში. უზრუნველყოფს კორტიკოსტეროიდების წარმოქმნას, ახდენს ქოლინის აცეტილირებას. მონაწილეობს ეპითელიუმის და ლორწოვანი გარსების აღდგენა-რეგენერაციაში, ადგილობრივად ასტიმულირებს ფიბრობლასტებს, კოლაგენისა (ზრდის მდგრადობას) და ელასტინის ბოჭკოების წარმოქმნას, აჩქარებს მიტოზს.
-კანის სიმშრალე.
--დამწვრობა,ნაწოლები
--ტროფიკული წყლული,ჰერპესი
--ნახეთქები(ანალური),
-დერმატიტი, ალერგიული დერმატოზი.
--კანის ცუდად მიხორცებადი ტრანსპლანტანტები.
--კანის სხივური დაზიანება,ასევე იცავს კანს მზისა და ულტრა იისფერი სხივებისაგან
--პოსტ-ოპერაციული ჭრილობები და შრამები.
--აბსცესები, ფურუნკულოზი.
-- ლაქტაციის პერიოდში ძუძუს დვრილების ნახეთქებისა და სხვა ანთებითი პროცესების მკურნალობა და პროფილაქტიკა.
--ახალშობილებში გამოიყენება საფენებისაგან მიღებული კანის ჩახურვის(გამოწვა) სამკურნალოდ და პროფილაქტიკისათვის
გარეგანი მოხმარების დროს პანთენოლი გამოყენებულ უნდა იქნას დაზიანებულ ან ანთებითი პროცესის მქონე კანის მონაკვეთზე, ორჯერ ან რამოდენიმეჯერ დღე- ღამის განმავლობაში.
მეძუძური დედების სარძევე ჯირკვლების მოვლა : მალამო უნდა დატანილ იქნას ძუძუს დვრილებზე ბავშვის ყოველი ძუძუთი გამოკვების შემდეგ. შეიძლება გამოყენებული იქნას კომპრესის სახით.
თოთო ბავშვების მოვლა: მალამო გამოიყენება საფენების ყოველი გამოცვლის დროს
იშვიათ შემთხვევებში კანის ალერგიული რექცია
ჰიპერმგძნობელობა
პანთენოლი გამოიყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.