Nuk
პაპილოქეა / Papilocare


ფარმაკოლოგიური ჯგუფი: HPV-ით გამოწვეული კანისა და ლორწოვანი გარსის დაზიანებების სამკრნალო, პროფილაქტიკური საშუალება

 

ჯენერიკი - შეადარეთ ანალოგები: BioEcolia®, Coriolus versicolor, ჰიალურონის მჟავა, ბეტა გლუკან, აზიური ცენტელა, ალოე ვერა.

 

პაპილოქეაპირველი, კვლევებით დადასტურებული ეფექტურობის მქონე პრეპარატი HPV ვირუსით გამოწვეული საშვილოსნოს ყელის დაზიანებების პროფილაქტიკისა და ადიუვანტური მკურნალობისთვის. რეკომენდირებულია HPV-ით ინფიცირებული ქალებისთვის (18 წელზე უფროსი) მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა ვირუსით გამოწვეული დაზიანებები (ASCUS ან LSIL).

 

მოქმედება:
პაპილოქეა უზრუნველყოფს ლორწოვანის რეეპითელიზაციას, რეპარაციას, რეჰიდრატაციას, ანტიოქსიდანტურ დაცვასა და იმუნომოდულაციას. ასევე გააჩნია ზოგადი ანტისეპტიკური, ანტიმიკრობული, ანტიფუნგალური და ანტივირუსული ეფექტები.

 

შემადგენლობა და მოქმედება:
ჰიალურონის მჟავას ნიოსომები: აუმჯობესებს ქსოვილების ზედაპირულ ჰიდრატაციას და უზრუნველყოფს ლორწოვანის ელასტიურობას.
ბეტაგლუკანის ნიოსომები: აძლიერებს ლორწოვანის იმუნურ და ანტიოქსიდანტურ დაცვას.
ცენტელა აზიატიკას ფიტოსომები: ახდენს რეპარაციულ ზემოქმედებას ლორწოვანზე.
BioEcolia® (ალფა-ოლიგოგლუკანი): სტიმულირებს სასარგებლო ბაქტერიების ზრდას და აღადგენს ჯანმრთელი ფლორის ბალანსს საშვილოსნოს ყელისა და საშოს არეში.
ალოე ვერა: უზრუნველყოფს ლორწოვანის ჰიდრატაციას და რეგენერაციას.
Coriolus versicolor: ხელს უწყობს საშვილოსნოს ყელისა და საშოს დაზიანებების რეპარაციას. შემადგენლობაში არსებული პოლისაქარიდი გამოირჩევა იმუნომამოდულირებელი,ანტივირუსული, ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო და აღმდგენი თვისებებით. მისი ანტიოქსიდანტური და იმუნომოდულაციური ეფექტები ხშირად გამოიყენება სიმსივნის საწინააღმდეგო მკურნალობებში.
ნიმის ექსტრაქტი: ამშვიდებს გაღიზიანებულ ლორწოვანს, ხელს უწყობს დაზიანებული ქსოვილის აღდგენას და გააჩნია ანტიბაქტერიული, ანტიფუნგალური და ანტისეპტიკური მოქმედება.

 

ჩვენება:
ადამიანის პაპილომავირუსული (HPV) ინფექციის დროს:
HPV-ით გამოწვეული საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსის დაზიანებების მკურნალობა
HPV-თან დაკავშირებული ცვლილებების პრევენცია და მკურნალობა
საშვილოსნოს ყელის დისპლაზია (კიბოს წინარე მდგომარეობა)
აშვილოსნოს ყელისა და საშოს ლორწოვანი გარსის სიმშრალე
HPV ან ანთების შედეგად დაზიანებული ლორწოვანი გარსის აღდგენა
საშვილოსნოს ყელისა და საშოს არეში გაღიზიანების, ქავილისა და ანთების შემცირება

 

მკურნალობის რეჟიმი:
სრული მკურნალობის კურსი, რომელიც უზრუნველყოფს კლინიკურ კვლევებში მიღებულ შედეგებს, გულისხმობს ვაგინალური გელის გამოყენებას ექვსი თვის განმავლობაში. მკურნალობის დაწყება რეკომენდირებულია მენსტრუაციის დასრულებისთანავე, ინსტრუქციის შესაბამისად.
პირველი თვე: დღეში ერთხელ, 21 დღის განმავლობაში. მკურნალობა უნდა შეეწყვიტოს მენსტრუაციის პერიოდში.
შემდეგი 5 თვე: ყოველ მეორე დღეს, 21 დღის განმავლობაში, ასევე მენსტრუაციის დროს შესვენებით.
მენსტრუაციის პერიოდში მკურნალობის შეწყვეტა უსაფრთხოა და მიმართულია პაციენტის კომფორტის უზრუნველსაყოფად.
სასურველია პაპილოქეა® გელის გამოყენება ძილის წინ.

 

აფრთხილება:
Papilocare® ვაგინალური გელი არ გამოიყენება პაციენტებში, რომელთაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა შემადგენლობაში შემავალ რომელიმე კომპონენტზე.
ქალებში ძალიან მგრძნობიარე, ან პოსტმენოპაუზის დროს მაღალი ვაგინალური pH (pH=7)- სას შეიძლება იშვიათ შემთხვევაში (1:10,000) აღინიშნოს გაღიზიანება. ასეთ შემთხვევებში ექიმის რეკომენდაციით შეიძლება გაიზარდოს გამოყენებებს შორის ინტერვალი (ყოველ მესამე დღეს).
პაციენტებს, რომლებიც იყენებენ ვაგინალურ კონტრაცეპტივებს (მაგ., ვაგინალური რგოლი, ქალის პრეზერვატივი) პაპილოქეა®

 

გელის გამოყენებაზე არ არ არ კლინიკური მონაცემები
ორსულობის პერიოდში გამოყენება უნდა ხორციელდებოდეს სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ.

 

გვერდითი რეაქციები:
Papilocare®- აქვს მაღალი უსაფრთხოების პროფილი; სერიოზული გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება.
გამოყენებისას შეგრძნებადი დისკომფორტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

 

ინახვა: 2–25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

 

შეფუთვა: 5.0 მლ ერთდოზიანი ტუბი, #7 ერთ ყუთში.

 

სად შევიძინოთ?