შემადგენლობა: თითოეული შემოუგარსავი ტაბლეტი შეიცავს: პარაცეტამოლი BP 500 მგ.
ექსციპიენტები q.s.
ჩვენებები:
სიმპტომატური მკურნალობა ტკვილებისას, მაგ:
• თავის ტკივილი, შაკიკი;
• დენტალური ნევრალგია, ნეკნთაშორისი ტკივილი, სახის ტკივილი, პერიოდული ტკივილები;
• რევმატული ტკივილი, ტორტიკოლისი, წელკავი, იშიაზი;
• კუნთების, სახსრების, წელის ტკვილი;
• პოსტ ოპერაციული ტკივილი ყურის, ცხვირის, ყელზე ჩატარებული ოპერაციებისას;
• კბილის ტკივილი;
• სიმპტომატური მკურნალობა ციებისას, მაგ. გრიპის ან ინფექციური დაავადებების დროს;
უკუჩვენებები: ანალგეზური საშუალებებით გამოწვეული ნეფროპათია.
გაფრთხილება და სფრთხლის ზომები:
• არ გადააჭარბოთ დანიშნულ დოზას. შემთხვევით ჭარბი დოზის მიღებისას მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის;
• ნუ მიიღებს პარაცეტამოლს ექიმის რჩევის გარეშე დიდხანს;
• პარაცეტამოლი დიდი სიფრთხილით უნდა მიეცეს ღვიძლსა და თირკმლის დაავადების მქონე პაციენტებს.
გვერდითი ეფექტები:
• პარაცეტამოლი იშვიათად იწვევს გვერდით ეფექტს, რომელიც როგორც წესი, მსუბუქი ხასიათისაა.
• კანზე გამონაყარი და სხვა ჰიპერმგრძნობიარე რეაქციები იშვიათად ვლინდება.
იდენტიფიკაცია: თეთრი, შემოუგარსავი მრგვალი ტაბლეტი, ამოტვიფრული წარწერით ”PARACETAMOL 500”.
დოზა და მიღების წესი:
მოზრდილთათვის (15 წლის და მეტი ასაკის):
1-2 ტაბლეტი თითოეულ მიღებაზე, 1-3-ჯერ 24 საათის განმავლობაში, მინიმუმ 4-საათიანი ინტერვალით დოზებს შორის. ტაბლეტი გადაყლაპეთ წყლს დაყოლებით.
ჭარბი დოზით გამოწვეული სიმპტომები:
პარაცეტამოლის ჭარბმა დოზამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის მწვავე დაზიანება, ზოგჯერ კი მწვავე რენალური ტუბულარული ნეკროზი;
შედეგები შეიძლება ძალზე სერიოზული აღმოჩნდეს თერაპიულ და ტოქსიკური დოზების ვიწრო ფარგლების გამო;
ჭარბი დოზის მიღების შემდეგ 24 საათში წარმოშობილი სიმპტომებია: პირღებინება ლეთარგია და ოფლიანობა;
შენახვის წესი: ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე. ოთახის ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა: 3 წელი
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გაცემის წესი ურეცეპტოდ).
მწარმოებელი:
UMEDIKA LABORATORIES PVT. LTD