რას შეიცავს პარაცეტამოლ სოფარმა ტაბლეტები
- აქტიურ ნივთიერებას: პარაცეტამოლს 500მგ.
- სხვა შემადგენელ ნაწილებს: პოვიდონ K 30, ლაქტოზას მონოჰიდრატს, ხორბლის სახამებელს, მაგნიუმის სტეარატს, ტალკს.
პარაცეტამოლ სოფარმა ტაბლეტების აღწერილობა და შეფუთვის შემცველობა
ბრტყელი ტაბლეტები, თეთრი, ვარდისფერი შეფერილობით, უსუნო, სწორი მრგვალი ფორმის, გამყოფი ჭდით და 13 მმ დიამეტრით. ტაბლეტები შეიძლება გაიყოს ორ თანაბარ ნაწილად. 10 (ათი) ტაბლეტი ბლისტერში მყარი, გამჭვირვალე პვქ ფირისა და ალუმინის ფოლგისაგან; 2 (ორი) ბლისტერი მუყაოს ყუთში ჩანართ-ფურცელთან ერთად.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი
რას წარმოადგენს პარაცეტამოლ სოფარმა და რისთვის გამოიყენება.
პარაცეტამოლ სოფარმა ტაბლეტები შეიცავს აქტიურ ნივთიერებას პარაცეტამოლს, რომელსაც გააჩნია გამოხატული ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება. მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია პროსტაგლანდინების (ორგანული ნივთიერებების) სინთეზის დათრგუნვასთან თავის და ზურგის ტვინში. პრეპარატს სამკურნალოდ გამოიყენებენ სუსტიდან საშუალომდე გამოხატული თავის ტკივილის, შაკიკის, ნევრალგიის, კბილის ტკივილის, ყელის ანთების, ყურის ტკივილის დროს, რევმატიული ტკივილების, ოპერაციისა და ტრავმის შემდგომი სუსტი ან ზომიერად გამოხატული ტკივილების სიმპტომატური შემსუბუქების დროს, სიცხის აწევის შემთხვევაში.
პარაცეტამოლ სოფარმას მიღების წინ
ნუ მიიღებთ პარაცეტამოლ სოფარმა ტაბლეტებს
- თუ თქვენ გაქვთ ალერგია (ავლენთ ჰიპერმგრძნობელობას) აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დანარჩენი შემადგენელი ნაწილის მიმართ.
- თუ თქვენ გაწუხებთ ღვიძლის მძიმე დაავადებები.
დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილე პარაცეტამოლ სოფარმა ტაბლეტების გამოყენებისას
- შეატყობინეთ ექიმს, თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის ან თირკმელების მძიმე დაავადება;
- ეცადეთ არ გამოიყენოთ პარაცეტამოლის შემცველი სხვა წამლები (განსაკუთრებულად კომბინაციაში), რომ თავიდან აიცილოთ შესაძლო ჭარბი დოზირება და მოწამვლა;
- სიფრთხილით გამოიყენეთ ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს.
სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება
გთხოვთ მიაწოდოთ ინფორმაცია თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ ღებულობთ ან უახლოეს წარსულში ღებულობდით სხვა სამკურნალო პრეპარატებს, ურეცეპტოდ გაცემულის ჩათვლით.
შეზღუდულად გამოყენების და რეკომენდირებული სქემით მიღების შემთხვევაში არ აღინიშნება კლინიკურად მნიშვნელოვანი სამკურნალწამლო ურთიერთქმედება.
შეატყობინეთ ექიმს, თუ თქვენ ღებულობთ:
- კუმარინის ტიპის ანტიკოაგულანტებს (სამკურნალო პრეპარატებს, რომლებიც ამცირებენ სისხლის შედედებას);
- ასპირინს და სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს (ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით);
- ღებინების საწინააღმდეგო სამკურნალო პრეპარატებს (მეტოკლოპრამიდი, დომპერიდონი);
- ანტი-ეპილეპტიურ სამკურნალო პრეპარატებს (ფენიტოინი, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი);
- ანტიბაქტერიულ სამკურნალო პრეპარატებს (იზონიაზიდი, რიფამპიცინი, ქლორამფენიკოლი);
- ქლორესტინამინს (ქოლესტერინის მაღალი დონისათვის) და ანტაციდურ სანკურნალო პრეპარატებს (რომლებიც მოქმედებენ კუჭის მჟავიანობაზე).
თუ ექიმი დანიშნავს შარდმჟავას ან სისხლში შაქრის გამოკვლევას, თქვენ უნდა შეატყობინოთ მას, რომ ღებულობთ პარაცეტამოლს.
პარაცეტამოლ სოფარმას მიღება საკვებ პროდუქტებთან და სასმელთან ერთად
პარაცეტამოლით მკურნალობისას არ არის რეკომენდირებული ალკოჰოლის გამოყენება ღვიძლის დაზიანების მომატებული რისკის გამო.
ორსულობა და ძუძუთი კვება
მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის გამოყენების წინ.
პარაცეტამოლის გამოყენება არ არის რეკომენდირებული ორსულობის პირველ სამ თვეს. მისი გამოყენება შეიძლება ექიმის დანიშნულებით ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში.
ძუძუთი კვების დროს პრეპარატის გამოყენება შეიძლება სადღეღამისო დოზისა და მკურნალობის კურსის ხანგრძლივობის საგულდაგულო დაცვის შემთხვევაში.
სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვა
არ არსებობს მონაცემები ნეგატიური ზემოქმედების შესახებ აქტიურ ყურადღებაზე, სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია პარაცეტამოლ სოფარმა ტაბლეტების ზოგიერთი შემადგენელი ნაწილის შესახებ
- სამკურნაო პრეპარატი შეიცავს ხორბლის სახამებელს, რომელიც უხდება ცელიაკიით (გლუტენური ენტეროპათიით) დაავადებულ ადამიანებს. პაციენტებმა, რომლებსაც გააჩნიათ ალერგია ხორბალზე (არა ცელიაკია) არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.
- პრეპარატი შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს. თუ ექიმმა გითხრათ, რომ თქვენ გაქვთ აუტანლობა შაქრის ზოგიერთი სახეობის მიმართ, ჩაიტარეთ კონსულტაცია მასთან იმის თაობაზე, თუ როგორ მიიღოთ ეს პრეპარატი.
როგორ მივიღოთ პარაცეტამოლ სოფარმა
მიიღეთ პარაცეტამოლ სოფარმა ტაბლეტები ისე, როგორც ეს აღწერილია მოცემულ ჩანართ-ფურცელში. თუ თქვენ არ ხართ რაიმეში დარწმუნებული, შეეკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
პარაცეტამოლ სოფარმა ტაბლეტები მიიღება პერორალურად.
რეკომენდირებული დოზა:
მოზრდილები და 12 წელზე ზევით ასაკის ბავშვები: 1-2 ტაბლეტი (500-1000 მგ) 3-4 ჯერ დღეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 4000 მგ (8 ტაბლეტი).
6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები: 1/2–1 ტაბლეტი (250 – 500 მგ) 3-4 ჯერ დღეში. აუცილებლობის შემთხვევაში, ტაბლეტების მიღება შეიძლება ყოველ 4 საათში, მაგრამ არაუმეტეს 4 დოზისა 24 საათის განმავლობაში.
მკურნალობის კურსი ექიმის კონსულტაციის გარეშე არ უნდა გაგრძელდეს 3 დღეზე მეტ ხანს.
თუ თქვენ მიიღეთ პარაცეტამოლი სოფარმა ტაბლეტების საჭიროზე მეტი დოზა
თუ თქვენ მიიღეთ საჭიროზე მეტი დოზა, შეიძლება აღინიშნოს ნარკოტიკული სიმთვრალის პირველი ნიშნები (პარაცეტამოლის 20 ტაბლეტზე მეტი დოზების შემთხვევაში მოზრდილებში და 150 მგ/კგ სხეულის წონაზე ბავშვებში) – ტკივილი მუცლის არეში, გულის რევა, ღებინება, მადის უქონლობა, მოუსვენრობა, ზოგადი სისუსტე.
სამკურნალო პრეპარატის მაღალი დოზის მიღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ ჩაიტარეთ კონსულტაცია ექიმთან, თუნდაც თავს კარგად გრძნობდეთ.
თუ თქვენ გამოტოვეთ პარაცეტამოლი სოფარმა ტაბლეტების მიღება
ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.
თუ თქვენ გაქვთ ამ სამკურნალო პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვები, შეეკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი მოქმედებები
როგორც ყველა სამკურნალო პრეპარატებმა, პარაცეტამოლ სოფარმა ტაბლეტებმა შეიძლება გამოიწვიონ გვერდითი მოქმედება, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ ვლინდება ყველა პაციენტში.
აღწერილია სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირების, ლეიკოციტების რაოდენობის შემცირების რამოდენიმე შემთხვევა, აგრანულოციტოზი (მწვავე დაავადებას ახასიათებს ძლიერი ციება, კანის დაზიანება, ასევე სისხლში მარცვლოვანი თეთრი უჯრედების შემცირება), ანემია (უჩვეულო დაღლილობა ან სისუსტე, და სიფერმქთალე). იშვიათ შემთხვევებში აღინიშნება ჰიპერმგრძნობელობის გამოვლინება, უფრო ხშირად კანის მხრიდან – ქავილი და სხვადასხვა სახის გამონაყარი, ჭინჭრის ციება. სასუნთქი სისტემის მხრიდან: ძალიან იშვიათად – სუნთქვის გაძნელება განწყობილ პაციენტებში, ასპირინის და სხვა არასტეროიუდულ ანთების საწინააღმდეგი საშუალებების მიმართ გამოვლენილი ალერგიით. იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია მსუბუქი გამოვლინებები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან (გულის რევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, დიარეა). მაღალი დოზების შემთხვევაში შესაძლებელია ღვიძლის ფუნქციის დარღვევა. მაღალი დოზების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლში დაზიანება (ტოქსიური ჰეპატიტი), ამასთან ადრეული სიმპტომები – გულისრევა, ღებინება, ოფლიანობა და ზოგადად შეუძლოდ ყოფნა.
თუ ნებისმიერი გვერდითი მოქმედება იღებს სერიოზულ სახეს ან თქვენ აღგენიშნებათ სხვა სიმპტომები, რომლებიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართ-ფურცელში, გთხოვთ შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენ ექიმს ან ფარმაცევტს.
როგორ ინახება პარაცეტამოლი სოფარმა
ორიგინალურ შეფუთვაში, მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25ºჩ ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ნუ გამოიყენებთ პარაცეტამოლ სოფარმა ტაბლეტებს შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
ვარგისიანობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.
არ არის რეკომენდირებული სამკურანლო პრეპარატების გადაგდება კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ გაანადგუროთ უსარგებლო სამკურნალო პრეპარატები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის III ჯგუფი (გაცემის რეჟიმი: რეცეპტის გარეშე)