შემადგენლობა
შემოგარსული ტაბლეტები 10 მგ შიგნით მისაღებად
თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ აქტიურ ინგრედიენტს – ცეტირიზინის ჰიდროქლორიდს;
დამხმარე ნივთიერებები: სილიციუმის კოლოიდურ უწყლო ორჟანგს, მაგნიუმის სტეარატს, ლაქტოზას მონოჰიდრატს და მიკროკრისტალურ ცელულოზას. გარსი შედგება ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზისაგან, ტიტანის ორჟანგისაგან, მაკროგოლი 400-საგან და ყვითელი არიავეტ სანსეტისაგან.
- მუდმივი ალერგიული რინიტი
- სეზონური ალერგიული რინიტი და კონიუნქტივიტი
- ქავილი
- ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციება
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები: ჩვეულებრივი დოზა – 1 შემოგარსული ტაბლეტი დღეში, სასურველია ღამით.
6-12 წლამდე ასაკის ბავშვები:ჩვეულებრივი დოზა – 1/2 ტაბლეტი ორჯერ დღეში (ნახევარი - დილით, ნახევარი- საღამოს); ან ერთი მთლიანი ტაბლეტი საღამოს.
ხანდაზმული ავადმყოფები: ასეთი ავადმყოფებისათვის რეკომენდებულია დოზის შემცირება (იხ. განსაკუთრებული მითითებები).
ავადმყოფებს თირკმლის უკმარისობით უნიშნავენ რეკომენდებული დოზის ნახევარს.
- დოზაზე დამოკიდებული სედატიური ეფექტი;
- დაღლილობის შეგრძნება;
- თავის ტკივილი;
- თავბრუსხვევა;
- პირის სიმშრალე;
- ღებინება და კუჭ-ნაწლავის მხრიდან სხვა სიმპტომები;
- შფოთვა (მოძრაობითი აქტივობის მომატება);
ზემოაღნიშნული გვერდითი ეფექტების ინტენსივობის შემცირება შეიძლება სადღეღამისო დოზის ორ ჯერზე გაყოფით.
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (სისხლძარღვების შეშუპება, გამონაყარი) წარმოიქმნება იშვიათად ( < 2%).
- ჰიპერმგრძნობელობა ცეტირიზინის ან პრეპარატის ნებისმიერი შემადგენელი კომპონენტის მიმართ.
- ძუძუთი კვება, რადგან ცეტირიზინი აღწევს დედის რძეში. ბუნებრივ კვებაზე მყოფ ჩვილებში სავარაუდო გვერდითი ეფექტების რისკი აღემატება შესაძლო სარგებელს დედისათვის და ამგვარად, ლაქტაციის დროს ცეტირიზინს არ ნიშნავენ. ორსულობა წარმოადგენს შედარებით უკუჩვენებას. მონაცემები ადამიანზე კონტროლირებადი კვლევების შესახებ არ არსებობს, რის გამოც, ორსული ქალებისათვის პრეპარატი რეკომენდებული არ არის.
ორ წლამდე ბავშვებს ცეტირიზინი არანაირი ფორმით არ ენიშნებათ (ამ ასაკობრივ ჯგუფში პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის). შემოგარსული ტაბლეტების ბავშვებში გამოყენება შეიძლება 6 წლისა და უფროს ასაკში. არსებობს ცეტირიზინის ხსნარი შინაგანი მიღებისათვის, რომელიც რეკომენდებულია 2-დან 6 წლამდე ბავშვების სამკურნალოდ.
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის განვითარების შემთხვევაში, ცეტირიზინით მკურნალობას დაუყოვნებლივ წყვეტენ.
ავადმყოფებში თირკმლის უკმარისობით, ნივთიერების შენელებული გამოყოფის გამო, პრეპარატს შეუძლია კუმულირება. ასეთი ავადმყოფებისათვის ცეტირიზინის დანიშვნისას ჩვეულებრივი, უფროსებისათვის რეკომენდებული დოზებით, შესაძლოა გამოვლინდეს გვერდითი ეფექტები, დაკავშირებული ქოლინომაბლოკირებელ და ცნს-ზე მოქმედებასთან. ასეთი ავადმყოფებისათვის რეკომენდებულია ცეტირიზინის დოზის შემცირება.
ხანდაზმულ ავადმყოფებში აღინიშნება ჰიპერმგრძნობელობა ქოლინომაბლოკირებელი გვერდითი ეფექტების მიმართ (მაგალითად, პირის სიმშრალე, შარდის შეკავება), თუ ასეთი სიმპტომები ავადმყოფისათვის მიუღებელი ხდება და ძლიერდება, პარლაზინით მკურნალობა უნდა შეწყდეს. გამოხატული ქოლინომაბლოკირებელი ან ცნს-ის დამთრგუნველი მოქმედება პარლაზინის ჩვეულებრივი დოზებით დანიშვნისას, როგორც წესი, არ წარმოიქმნება. მაგრამ, ცეტირიზინის კუმულაციის რისკი იზრდება (შესაძლებელია, თირკმელების ფუნქციის პროგრესირებადი შემცირების გამო ხანდაზმულ ავადმყოფებში).
შემოგარსული ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას. ავადმყოფებს, რომლებსაც აღენიშნებათ ლაქტოზას აუტანლობა, ამის შესახებ დროულად ატყობინებენ. ისევე, როგორც სხვა ანტიჰისტამინური საშუალებების შემთხვევაში, ეროლინით მკურნალობა უნდა შეწყდეს სამი დღით ადრე პრიკის სინჯის ჩატარებამდე (ცრუ რეაქციის არიდების მიზნით).
პარლაზინით მკურნალობის დროს ალკოჰოლური სასმელის მიღება კატეგორიულად აკრძალულია.
სიმპტომები: დაღლილობისა და ძილიანობს შეგრძნება წარმოადგენს პრეპარატის ჭარბი დოზის ყველაზე ხშირ სიმპტომს. შფოთვა და გაღიზიანებადობა, რომელსაც მოსდევს ძილიანობა, ახასიათებს ცეტირიზინის ჭარბი დოზის შემთხვევებს ბავშვებში.
მკურნალობა: მასიური ჭარბი დოზის მიღებისას გამოწვეულ უნდა იქნას გულისრევა, ასევე დაინიშნოს სიმპტომატური და შემანარჩუნებელი მკურნალობა. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. ჰემოდიალიზი არაეფექტურია.
შესაძლო ურთიერთქმედება ქვემოჩამოთვლილი პრეპარატებიდან ნებისმიერთან აღმოჩენილი არ არის: დიაზეპამი, ციმეტიდინი, აზიტრომიცინი, პსევდოეფედრინი, კეტოკონაზოლი, ერითრომიცინი, თეოფილინი (მცირე დოზებით).
პრეპარატი ინახება 15-25oC ტემპერატურაზე, მშრალ და სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე!
ვარგისიანობის ვადა 4 წელი; პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
ფარმაცევტული პროდუქტის III ჯგუფი(რეცეპტის გარეშე)