შემადგენლობა
1 სანთელი შეიცავს: 330 მგ Candida parapsilosis D3 HAB-ის მე-6 სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა)
დამხმარე ნივთიერებები: 1.8 გ მყარი ცხიმი, ლაქტოზა
ჩვენება
– ნაწლავების ყველა მიკოზი, განსაკუთრებით კანდიდოზები და მათი შედეგები დერმატომიკოზების,
გენიტალური მიკოზების სახით
– პირისა და ხახის ყველა ბაქტერიული და ვირუსული დაავადება, აფთები, ბანალური ბუშტუკოვანი გამონაყარი, კბილის გრანულომა
– ლიმფადენიტი, ცისტიტი, გასტროენტერიტი და გარე ოტიტი
– ღვიძლის და ნაღვლის ბუშტის პათოლოგიები
– ინიშნება პრეპარატ Fortakehl-ის ორკვირიანი მკურნალობის შემდეგ სიმბიოზის აღსადგენად
თვისებები
Pefrakehl მიიღება საფუარა სოკოს Candida parapsilosis-საგან. იზოპათიის პრინციპის მიხედვით,პრეპარატს შეუძლია სიმბიოზის აღდგენა მცენარეულ ორგანიზმებს (რომლებსაც მიეკუთვნება ეს სფუარა სოკო) და ძუძუმწოვრების ორგანიზმს შორის. წამალს შეუძლია გამოიწვიოს რეაქციები, მაგრამ მათი დათრგუნვა
მიზანშეწონილი არ არის. რამოდენიმე დღის შემდეგ ისინი ქრება და დაავადებასთან დაკავშირებით გვმატებს ოპტიმიზმს , რომ დავადებას მოვარჩენთ.
მიღების წესი და დოზირება
გამოიყენება თითო სანთელი დღეში ერთხელ, ძილის წინ
გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის
უკუჩვენებები
ცნობილი არ არის
მითითება
Candida parapsilosis წარმოადგენს, ასევე, კომბინირებული პრეპარატ Exmykehl-ის მოქმედ ნივთიერებას.
შეიცავს ლაქტოზას.
გამოშვების ფორმები
შეფუთვაშია 10 სანთელი