ძებნა...
შედეგი ვერ მოიძებნა

პელარია

PELARIA

დაწერეთ პირველი კომენტარი
III ჯგუფი ურეცეპტოდ
მწარმოებელი: Phytopharm Kleka (პოლონეთი)

აქტიური ნივთიერებები:

ბენეტი (აბდი იბრაჰიმი)

აღწერა

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
პელარგონიის ფესვის მშრალი ექსტრაქტი

სამკურნალო ფორმა
სიროფი, 20 მგ/2,5 მლ

შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება: 1 მლ სიროფი შეიცავს 8 მგ პელარგონიის ფესვის მშრალ ექსტრაქტს (Pelargonium sidoides DC ან/და Pelargonium reniforme Curt., radix) (4-25:1), ექსტრაგენტი: ეთანოლი 11% (მ/მ);

დამხმარე ნივთიერებები: მალტოდექსტრინი, თხევადი მალტიტი (E 965), არაკრისტალიზებადი თხევადი სორბიტოლი (E 420), კალიუმის სორბატი (E 202), ლიმონმჟავა (E 330), გასუფთავებული წყალი.

აღწერილობა
მუქი წითელი ფერის ხსნარი დამახასიათებელი სუნით.

სამკურნალო პრეპარატი შეიცავს ბუნებრივი წარმოშობის ინგრედიენტებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნალექის წარმოქმნა შენახვის პროცესში.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ხველისა და გაცივების დროს.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა:
პელარია არის მცენარეული წარმოშობის პრეპარატი, რომელიც შეიცავს სამხრეთ აფრიკული მცენარის - პელარგონიის ფესვების ექსტრაქტს (Pelargonium sidoides DC ან/და Pelargonium reniforme Curt., radix). პრეპარატს აქვს გამოხატული ანტივირუსული, ანტიბაქტერიული, იმუნომოდულაციური, მუკოლიზური, ციტოპროტექტორული მოქმედება, ეფექტურია მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციების პათოგენეზის ყველა ეტაპზე, ასევე ხელს უშლის გართულებების პროგრესირებას და განვითარებას. ფიტოექსტრაქტის კლინიკური ეფექტურობა განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი ძირითადი კომპონენტების მოქმედებით: ფლავონოიდები (კვერცეტინი, ჰალოკატექინი, კემპფეროლი და სხვ.); კუმარინები (უმკალინი, სკოპოლინი, სკოპოლეტინი და სხვ.), ასევე ფენოლის მჟავები (გალის მჟავა და სხვ.).

პრეპარატის ანტიბაქტერიული აქტივობა ვლინდება სხვადასხვა გრამდადებითი (Staphylococcus aureus, Streptococcus pneumoniae, ბეტა-ჰემოლიზური Streptococcus) და გრამუარყოფითი ბაქტერიების (Klebsiella pneumoniae, Proteus mirabilis, Pseudomonas aerugilophinosa, Haemophilus) მიმართ.

ზემოქმედება არასპეციფიკურ იმუნურ პასუხზე გამოიხატება მაკროფაგების ფაგოციტური აქტივობის სტიმულაციასა და მათგან NO გამოთავისუფლებაში, ნეიტროფილების ზედაპირზე CD11b-ადჰეზიის მოლეკულების ექსპრესიის გაზრდასა და ლეიკოციტების ქიმიოტაქსის ინჰიბირებაში. ეს მიუთითებს პრეპარატის იმუნომოდულატორულ თვისებებზე.

პრეპარატი ხელს უწყობს სასუნთქი გზების გაწმენდის მექანიზმების აქტივაციას, რაც აუმჯობესებს ბლანტი ლორწოს მოცილებას და აღმოფხვრავს პათოგენური ბაქტერიების გამრავლების პირობებს.

გარდა ამისა, ფენოლის მჟავები ასტიმულირებენ ენდოგენურ ანტივირუსულ თავდაცვის სისტემას, ხელს უწყობენ ანთების საწინააღმდეგო ინტერლეიკინების, ინტერფერონის სინთეზს, იცავენ უჯრედებს დაზიანებისგან ინფექციების დროს, რითაც დადებითად მოქმედებენ მკურნალობის პროცესზე.

ფარმაკოკინეტიკა:

პელარია არის მრავალი კომპონენტის რთული ნარევი, და ეს კომპონენტები ერთად აქტიურ ნივთიერებად განიხილება. ფარმაკოკინეტიკური მონაცემები ხელმისაწვდომი არ არის.

 

გამოყენების ჩვენებები
გაცივების სიმპტომური მკურნალობა.

ტრადიციული მცენარეული სამკურნალო საშუალება, რომელიც რეგისტრირებულია მითითებული ჩვენებებით გამოყენების მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე.

გამოიყენება მოზრდილებში, მოზარდებსა და 3 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში.

უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
პრეპარატის გამოყენებისას ქოშინის, ცხელების, ჩირქოვანი ან სისხლიანი ნახველის განვითარებისას, უნდა მიმართოთ ექიმს.

აღწერილია ჰეპატოტოქსიკურობის და ჰეპატიტის შემთხვევები, რომლებიც უკავშირდება პრეპარატის გამოყენებას. ჰეპატოტოქსიურობის ნიშნების განვითარებისას, დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ სამკურნალო პრეპარატის გამოყენება და მიმართოთ ექიმს.

ბავშვები
3 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება არ არის რეკომენდებული, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

პრეპარატი პელარია შეიცავს სორბიტოლს და მალტიტს
ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს 625,1 მგ სორბიტოლს (E 420) და 893 მგ მალტიტს (E 965) თითოეულ დოზაში (2,5 მლ). ფრუქტოზას მემკვიდრეობითი აუტანლობის მქონე პაციენტებმა არ უნდა მიიღონ ეს პრეპარატი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან
პრეპარატის ურთიერთქმედების კვლევები სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ ჩატარებულა.

გამოყენება ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში
უსაფრთხოება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს დადგენილი არ არის. არასაკმარისი მონაცემების გამო ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს გამოყენება არ არის რეკომენდებული.

არ არსებობს მონაცემები ფერტილობაზე პრეპარატის გავლენის შესახებ.

გავლენა სატრანსპორტო საშუალებების და სხვა პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარზე
სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზემოქმედების კვლევები არ ჩატარებულა.

 

გამოყენების წესი და დოზები
მოზრდილები და 12 წელზე მეტი ასაკის მოზარდები: 2,5 მლ სიროფი სამჯერ დღეში.

6-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვები: 2,5 მლ სიროფი ორჯერ დღეში.

3-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები: 0,83 მლ სიროფი სამჯერ დღეში.

არ არის რეკომენდებული 3 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება.

თირკმლის ან/და ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები:
არ არსებობს მონაცემები თირკმლის ან/და ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში გამოყენების შესახებ. პაციენტებს ურჩევენ პელარიას გამოყენებამდე გაიარონ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევთან.

გამოყენების წესი
პერორალური გამოყენებისთვის.

გამოყენებამდე შეანჯღრიეთ ფლაკონი.

შეფუთვა შეიცავს შპრიცს საჭირო რაოდენობის სიროფის გასაზომად.

გამოყენების ხანგრძლივობა
თუ სამკურნალო პრეპარატის გამოყენებისას სიმპტომები ნარჩუნდება 7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, უნდა მიმართოთ ექიმს.

გვერდითი მოქმედება
შემთხვევის სიხშირე უცნობია (სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით): პრეპარატის მიღების შემდეგ შეიძლება განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობა, ანაფილაქსიური რეაქციები, გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, ცხვირიდან სისხლდენა, დიარეა, ეპიგასტრიკული ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ღრძილების სისხლდენა, ჰეპატოტოქსიურობა და ჰეპატიტი.

გვერდითი მოვლენების განვითარებისას, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ზემოთ, უნდა მიმართოთ ექიმს.

ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

გამოშვების ფორმა
100 მლ ყავისფერი მინის ფლაკონში პოლიეთილენის ხრახნიანი თავსახურით.

1ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან და 5 მლ დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის შპრიცთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. პირველი გახსნის შემდეგ ინახება დახურულ ფლაკონში არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

კომენტარები

კომენტარები ჯერ არ არის - იყავით პირველი!

დაწერეთ კომენტარი

იმპორტიორი საქართველოში

Alpen Pharma

Alpen Pharma

მიცკევიჩის ქუჩა 27-ბ, ბიზნეს ცენტრი
ავენი
სად შევიძინოთ? ნუკი