შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერებები
დიმეტიკონი. . . . . . . . . . .3.000გრ
გვაიაზულენი. . . . . . . . . 0,004გრ
დამხმარე ნივთიერებები:
სორბიტოლი, კარაგენატი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პიტნის ზეთი, გამოხდილი წყალი
კომბინირებული პრეპარატი. ფლობს ანთების საწინააღმდეგო ეფექტს, აქვეითებს მარილმჟავას სეკრეციას კუჭში, ამცირებს აირწარმოქმნას ნაწლავებში.
გვაიაზულენი_ფლობს გამოხატულ ანთების საწინააღმდეგო ეფექტს, ამცირებს ალერგიულ რეაქციებს, აძლიერებს რეგენერაციის პროცესს, ავლენს ანტიოქსიდანტურ მოქმედებას.
მასტოციტებიდან, კუჭის ლორწოვანი გარსის უჯრედებიდან, ჰისტამინის გამოთავისუფლების მაინჰიბირებელი ეფექტის გამო, მჟავას სეკრეცია ფერხდება.
დიმეტიკონი_ჰიდროფობური პოლიმერული ნივთიერება დაბალი ზედაპირული დაჭიმულობით, ამცირებს აირწარმოქმნას ნაწლავებში და საჭმლის მომნელებელი არხის კედლებს ფარავს დამცავი გარსით.
გასტრალგია, გერდ (გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება) 0-1 ხარისხი. კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობა. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დარღვევები, გამოხატული მომატებული აირწარმოქმნით, ბოყინით, გულძმარვით, გულისრევით, შეკრულობით, დიარეით ან მათი მონაცვლეობით. მუცლის ღრუს ორგანოების მომზადება რენტგენოლოგიური, ულტრაბგერითი ან ინსტრუმენტული გამოკვლევისთვის.
შინაგანი მიღებისათვის. 1 საშე 2-3 ჯერ დღეში ჭამის წინ (მკურნალობის კურსი განისაზღვრება ინდივიდუალურად), ან ტკივილის წარმოქმნის შემთხვევეაში. მუცლის ღრუს ორგანოების მომზადება გამოკვლევისათვის _ 1საშე 2-3 ჯერ გამოკვლევის წინა დღეებში და 1საშე დილით გამოკვლევის დღეს.
იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია ალერგიული რეაქციები, ტკილივი და მუცლის შებერილობა.
პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, კაფსულა_ბავშვთა ასაკი 14 წელი, გელი შინაგანი მიღებისათვის 18 წელი.
შესაძლებელია გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.
პეპსანი არ შეიცავს შაქარს და ამიტომ არ არის უკუნაჩვენები დიაბეტით დაავადებულ პირებში
შესაძლებელია გვერდითი მოვლენების გაძლიერება.
არ არის გამოვლენილი.
არა უმეტეს 25oC ტემპერატურისა, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობა 2წელი. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.
რეცეპტით