ფიტომინი / Phytomin
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: იმუნოლოგია → იმუნომოდულატორები → იმუნომასტიმულირებელი საშუალებები → ფიტოპრეპარატები
- გამოშვების ფორმა: კაფსულა #20
- გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
შემადგენლობა
გ/1 კაფს
გააქტივებული კლინოპტილოლითი – 0,3გ
ალოეს მშრალი ექსტრაქტი -- 0,05გ
ძირტკბილას (Gლყცყრრჰიზა გლაბრა) მშრალი ექსტრაქტი -- 0,05გ
ფარმაკოლოგიური თვისებები
,,ფიტომინი’’ წარმოადგენს პირდაპირი მოქმედების ოქსირედუქტორულ პრეპარატს და ასტიმულირებს ორგანიზმის ენდოგენურ ანტიოქსიდანტურ სისტემას. მის შემადგენლობაში შემავალი გააქტივებული ბუნებრივი მინერალი ცეოლითი (კლინოპტილოლითი) უშუალოდ მოქმედებს უჯრედის მემბრანაზე როგორც ელექტრონების ზედაპირულ-აქტიური დონორი.
ჩვენებები
- ორგანიზმის იმუნური სიტემის ფუნქციური მდგომარეობის დაქვეითება და გადაღლილობა;
- ინტოქსიკაცია, მათ შორის საკვებით, მძიმე მეტალებითა და შხამ-ქიმიკატებით მოწამვლა;
- ალერგიული დაავადებები;
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება, ჰეპატიტები.
- ქალთა და მამაკაცთა წინა და კლიმაქტერული პერიოდის ნერვული ცვლილებები და შრომისუნარიანობის დაქვეითება;
- აუმჯობესებს სტანდარტული მკურნალობის შედეგებს;
- რეკომენდებულია, როგორც დამხმარე საშუალება მძიმე და ქრონიკული დაავადებებისას რეაბილიტაციისთვის;
მიღების წესები და დოზები
პერორულად: მოზრდილებში 1-2 კაფსულა 2-3-ჯერ დღეში საკვების მიღების შემდეგ;
ბავშვებში: თითო კაფსულა 2-3-ჯერ დღეში საკვების მიღების შემდეგ;
მოწამვლისას – 4-4 კაფსულა 3-4- ჯერ დღეში.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ.
შენახვის პირობები და ვადები
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
შენახვის პირობები: ინახება 18-25oC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
აფთიაქში გაცემის წესი
ურეცეპტოდ.