აქტიური ნივთიერებები (1 კაფსულა):
თითოეული კაფსულა შეიცავს 300 მგ. ავოკადოსა და სოიოს მარცვლის გაუსაპნებად ექსტრაქტს, რომელიც შეესაბამება გაუსაპნებადი ავოკადოს ზეთის 100 მგ-ს და სოიოს გაუსაპნებადი ზეთის 200 მგ-ს.
დამატებითი ინგრედიენტები:
გაუწყლოვანებული კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი (Aerosil 200), ბუტილჰიდროქსიტოლუენი (E 321).
კაფსულა: პოლისორბატი 80, ჟელატინი,ტიტანიუმის დიოქსიდი (E 171), ეთიროზინი (E 127), რკინის ყვითელი ოქსიდი (E 172).
პიასკლედინი მიეკუთვნება ახალი კლასის “SISADOA” პრეპარატების ჯგუფს (სნმპოა-სიმპტომატიკური ნელი მოქმედების პრეპარატი ოსტეოართროზების დროს),რომლებიც ხასიათდებიან დაგვიანებული მოქმედებით. მკურნალობის დასაწყისში შესაძლოა საჭირო გახდეს პიასკლედინის დანიშვნა NSAID-|თან და/ან სხვა ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებთან კომბინაციაში, რომელთა მიღების სიხშირე მცირდება ან იხსნება პიასკლედინის ხანგრძლივად გამოყენების დროს.
პიასკლედინის ჩვენებები :
• მუხლის სახსრის ართროზი (გონართროზი)
• მენჯ-ბარძაყის სახსრის ართროზი (კოკსართროზი)
• საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის ართროზი
• ტერფის სახსრების ართროზი
• ხერხემლის ართროზი (სპონდილოართროზი)
• მტევნის სახსრების ართროზი
• იდაყვის სახსრის ართროზი
• მკერდ-ლავიწთაშორისი სახსრის ოსტეოართროზი
• სახსრის ტრავმა
• ხანგრძლივი პროფესიური ზეწოლა სხვადასხვა სახსრებზე
• პერიოდონტიტის ადიუვანტური თერაპია
ოსტეოართროზი წარმოადგენს სახსრების დეგენერაციული დაავადების ძირითად ნოზოლოგიურ ფორმას, რომელიც ხასიათდება ქრონიკული პროგრესირებადი მიმდინარეობით.
ოსტეოართროზის პათოგენეზში მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ანაბოლური და კატაბოლური პროცესების დარღვევას, პირველ რიგში სასახრე ხრტილში.პათოლოგიური პროცესი ლოკალიზდება სასახრე ხრტილში, სინოვიალურ გარსში, სახსარშიდა იოგებში და სახსრის ირგვლივმდებარე კუნთებში.
ეს ყველაფერი იწვევს მარეციდივირებელი სინოვიტის განვითარებას; ხრტილის დეგრადაციას, მისი მოცულობის შემცირებას;სასახრე კაფსულის სკლეროზს; მენისკის დეგენერაციას; პერიარტიკულურ კუნთოვან ატროფიას
დოზირების რეჟიმი:
მკურნალობის სქემა:
• პიასკლედინი - 1 კაფს დღეში კვების დროს და დააყოლეთ დიდი რაოდენობით (ერთი დიდი ფინჯანი)წყალი.
• მკურბალობის კურსი შეადგენს 3-6 თვეს.
• განმეორებითი კურსის ჩატარება რეკომენდირებულია 5-6 თვის შემდეგ.
თუ დაგავიწყდათ პიასკლედინის მიღება, არ მიიღოთ ორმაგი დოზა დავიწყებული დოზის ასანაზღაურებლად. თუკი იმაზე მეტი პიასკლედინი გამოიყენეთ ვიდრე საჭიროა,Dაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს
• იშვიათად რეგურგიტაცია არასასიამოვნო სუნით, რომლის თავიდან აცილება შესაძლებელია კაფსულის კვების დროს მიღებისას.
• იშვიათ შემთხვევაში ალერგიული რეაქცია
• ძალიან იშვიათ შემთხვევაში ღვიძლის ფუნქციის დარღვევები
• ასტროინტესტინალური მოვლენები: იშვიათად დიარეა და ეპიგასტრალური ტკივილი.
ამჟამად არ არსებობს საკმარისი მონაცემები ორსულობის დროს პიასკლედინის გამოყენების შესახებ.
ავტომობილისა და სხვა მანქანების მართვა:
პიასკლედინი არ ახდენს გავლენას ავტომობილისა და სხვა ტიპის მანქანების მართვის უნარზე.
ეს სამედიცინო პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს
შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას
არ გამოიყენოთ პიასკლედინი შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.