შემადგენლობა
1 გ კრემი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ნატამიცინი 20 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ცეტილეთერული ბოჭკო, დეცილოლეატი (ცეტიოლ V), ნატრიუმის ლაურილსულფატი, პროპილენგლიკოლი, პროპილპარაჰიდროქსი-ბენზოატი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, ცეტოსტეარილის სპირტი, სტერილური წყალი.
ნატამიცინი - პრეპარატის მოქმედი ნივთიერება წარმოადგენს ფუნგიციდური მოქმედების სოკოს საწინააღმდეგო პოლიენურ ანტიბიოტიკებს. ნატამიცინი აკავშირებს უჯრედის მემბრანის სტეროლებს, არღვევს რა მის მთლიანობას და ფუნქციას, რაც იწვევს მიკროორგანზიმების სიკვდილს. ნატამიცინის მიმართ მგრძნობიარეა პათოგენური საფუარა სოკოების უმრავლესობა, განსაკუთრებით Candidia albicans, ზოგიერთი უმარტივესი (T. vaginalis). ნაკლებად მგრძნობიარეა დერმატოფიტები. ნატამიცინის მიმართ რეზისტენტობა საფუარის სოკოებს შორის კლინიკურ პრაქტიკაში არ გვხვდება.
გარეგანი ადგილობრივი გამოყენებისას პრაქტიკულად არ შეიწოვება დაუზიანებელი კანიდან და ლორწოვანი გარსებიდან.
კანის და ლორწოვანი გარსების სოკოვანი დაავადებები, რომლებიც გამოწვეულია პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე გამომწვევებით, მათ შორის:
• ვულვიტი, ვულვოვაგინიტი, ბალანოპოსტიტი, რომლებიც გამოწვეულია უმთავრესად Canida სოკოებით.
• კანის ფრჩხილების კანდიდოზი
• სოკოებით პირველადად გამოწვეული ან კანდიდოზით გართულებული გარე ყურის ოტიტი
• დერმატომიკოზები.
ვულვიტის, ვულვოვაგინიტის, ბალანოპოსტიტის დროს კრემის დადება ხდება დაზიანებულ უბანზე დღეში ერთხელ ან რამდენჯერმე. Candida albicans- ით გამოწვეული ვულვიტის, ვულვოგანიტის რეგულარული მკურნალობისას, პიმაფუცინი ინიშნება დამატებით ტაბლეტების ან ვაგიანლური სანთლების სახით.
დერმატომიკოზების დროს (მათ შორის კანის და ფრჩხილების კანდიდოზები, ბავშვებში კანის ნაკეცების გაღიზიანებისას) კრემი დაიტანება კანის და ფრჩხილების დაზიანებულ უბანზე დღეში ერთხელ ან რამდენჯერმე (4-ჯერ). გარეთა სასმენი მილის მიკოზის დროს დაზიანებულ უბანზე უსვამენ დღეში 1-ჯერ ან რამდენჯერმე (4-ჯერ). პრეპარატის გამოყენების წინ უნდა მოხდეს ყურის გასუფთავება. პრეპარარტის გამოყენების შემდეგ სასმენ გასავალში ათავსებენ ბუნებრივი მასალის (ბამბა, შალი) ტამპონს.
მკურნალობის ხანგრძლივობას ადგენს ექიმი. Dდაავადების სიმპტომების გაქრობის შემდეგ რეკომენდებულია მკურნალობის გაგრძელება კიდევ რამდენიმე დღეს.
იშვიათად შესაძლებელია მსუბუქი დაზიანება, წვის შეგრძნება პრეპარატის დადების ადგილას.
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.
პიმაფუცინის გამოყენება შეასძლებელია ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში. ნაყოფზე არარსასურველი ზეგავლენის შესახებ მონაცემები არ არსებობს.
პიმაფუცინის დოზის გადაჭარბების შესახებ მონაცემები არ არსბობს.
სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ურთიერთქმედების მონაცემები არ არსებობს.
ინახება 15-25oC ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა 3 წელი. არ შეიძლება პრეპარტის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.
ექიმის რეცეპტით (II ჯგუფი).
რეგისტრაციის მოქმედების ვადა: 07.05.2015