Plasmon
პინოლი / Pinol

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: დერმატოლოგია
  • მწარმოებელი კომპანია: Kosmed
  • მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი
  • გამოშვების ფორმა: ხსნარი 200 მლ
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

ნაწოლების საწინააღმდეგო ხსნარი

შემადგენლობა:
(INCI): Alcohol Denat., Aqua, Abies Alba Leaf Oil, Eucalyptus Globulus Leaf Oil, Isopropyl Alcohol, Limonene*, CI 42090, CI 19140
*ბუნებრივი ეთერზეთების ინგრედიენტი
- ევკალიპტის ეთერზეთს აქვს ანტიბაქტერიული და ანტივირუსული თვისებები. აჩქარებს დაზიანებული ქსოვილების რეგენერაციას. ასტიმულირებს მიკროცირკულაციას.
- ნაძვის ეთერზეთს აქვს ანთების და სოკოს საწინააღმდეგო თვისებები. ბუნებრივად არბილებს კანს.
- ნატურალური ზეთების შემცველობის წყალობით პინოლი ატენიანებს და ამკვრივებს კანს. მათ ბუნებრივ სურნელს აქვს დამამშვიდებელი ეფექტი.

პინოლის ჩვენება: 
სხეულის სხვადასხვა მიდამოში ნაწოლების განვითარების პროფილატიკა.

ბუნებრივი ზეთების შემცველობის წყალობით პინოლს აქვს დამამშვიდებელი ეფექტი, ატენიანებს კანს და ანიჭებს მას ელასტიურობას.

დერმატოლოგიურად შემოწმებული პროდუქტი:
პინოლი ნაწოლების საწინააღმდეგო ხსნარი 200 მლ  აკმაყოფილებს კანთან თავსებადობის ტესტის მოთხოვნებს (Skin Compatibility Test) და შეესაბამება დეკლარირებული ჰიპოალერგიული თვისებების მქონე კოსმეტიკის მოთხოვნებს

დერმატოლოგიურმა ტესტებმა (4 კვირა) აჩვენა, რომ პრეპარატი:
საწოლზე მიჯაჭვული ადამიანების კანის ყოველდღიური მოვლისთვის გამოყენებისას, ამშვიდებს და ამცირებს არსებულ დაზიანებებს და ხელს უშლის ახალი წყლულების წარმოქმნას.
შეიძლება გამოყენებულ იქნას კანის მცირე გაღიზიანების დროს, რომელიც არ საჭიროებს სერიოზულ მკურნალობას, აგრეთვე ნაწოლებისადმი მიდრეკილი კანის პროფილაქტიკისა და მოვლისთვის.
ახასიათებს კარგი ამტანობა იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ კანისმიერი ალერგიები.
ეკონომიური შეფუთვა, გამფრქვევი გამოყენებას ბევრად მოსახერხებელს ხდის.

მოქმედება:
აჩქარებს დაზიანებული ქსოვილების რეგენერაციას;
ასტიმულირებს მიკროცირკულაციას;
აახალგაზრდავებს და ამშვიდებს კანს;


ოგორ გამოვიყენოთ?
გარე გამოყენებისთვის. გამოიყენეთ 2-3-ჯერ დღეში დაწყლულებულ ადილებში, განსაკუთრებით ზურგზე, ქუსლებსა და იდაყვებზე. კანზე მისხმის შემდეგ ნაზად შეიზილეთ.
რეგულარული გამოყენება ამცირებს არსებულ ცვლილებებს. გარდა ამისა, ხელს უშლის ახალი წყლულების წარმოქმნას. 

 

 

სად შევიძინოთ?