კატარაქტა
1-2 წვეთი დაზიანებულ თვალში 4-ჯერ დღეში, ექიმის რეცეპტის მიხედვით.
იხილეთ გამოყენების ინსტრუქცია
შუშის ფლაკონს პლასტმასის თავსახური შორდება ცერა თითით, ქვემოდან ზემო მიმართულებით
გამხსნელის ფლაკონის გახსნის შემდეგ პლასტმასის ფლაკონის საწვეთური თავსდება მინის ფლაკონის საცობის ნახვრეტში
პლასტმასის ფლაკონს ხელი რამდენჯერმე ეჭირება მანამდე, სანამ მთელი სითხე მინის ფლაკონში არ გადაისხმევა. შემდეგ საჭიროა კარგად შენჯღრევა, ფლაკონების განცალკევების გარეშე
ხსნარის პლასტმასის ფლაკონში გადასასხმელად შეწყვილებული ფლაკონები უნდა გადაბრუნდეს, ქვემოთ მოქცეულ პლასტმასის ფლაკონს ხელი მაგრად უნდა მოეჭიროს და შემდეგ გაეშვას, ეს უნდა განმეორდეს რამდენჯერმე
ამგვარად, დამზადებული ხსნარი ახლა უკვე პლასტმასის ფლაკონშია და მზადაა გამოყენებისათვის, როგორც თვალის ჩვეულებრივი წვეთები
გამოყენების შემდეგ პლასტმასის ფლაკონს თავსახური უნდა დაეხუროს მჭიდროდ.
თვალის ლიოფილიზირებული წვეთების ფორმით პირენოქსინი ჩვეულებრივ კარგად მიიღება ორგანიზმის მიერ. არასასურველი ეფექტების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს.
ინგრედიენტების მიმართ ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა
მიღება საჭიროა ექიმის მკაცრი კონტროლის ქვეშ.
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.
პრეპარატის მიღება არ შეიძლება თვალის ანთების ან დაზიანების დროს.
პრეპარატი გამოიყენება გახსნიდან 15 დღის განმავლობაში, ინახება გრილ ადგილას
პრეპარატი ინახება ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას