პკ-მერცი / PK-Merz
- საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): amantadine sulfas
- კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ცენტრალური ნერვული სისტემა → პარკინსონიზმის და მოძრაობითი სხვა დარღვევების სამკურნალო საშუალებები → პარკინსონიზმის სამკურნალო დოპამინერგული საშუალებები
- მწარმოებელი კომპანია: Merz Pharma
- მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
- გამოშვების ფორმა: 200მგ/500მლ 500მლ ი.ვ. საინფუზიო ხსნრი პლასტმასის ბოთლი №2
- გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)
შემადგენლობა
ამანტადინის სულფატი . . . . . . . 200 მგ
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, კარტოფილის სახამებელი, ჟელატინი, ლაქტოზა, პოლივინილპიროლიდონი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა, ტიტანის ოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, პოლიამინომეთაკრილატი, ყვითელი-ნარინჯისფერი საღებავი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი ასტიმულირებს დოფამინის გამოყოფას ნეირონული დეპოებიდან და ზრდის დოფამინერგული რეცეპტორების მგძნობელობას მედიატორისადმი (დოფამინისადმი); შესაბამისად, ბაზალურ განგლიებში დოფამინის წარმოქმნის შემცირების მიუხედავად, ნეიროფიზიოლოგიური პროცესები ნორმალურად მიმდინარეობს. პრეპარატი აქვეითებს ცენტრალური ნერვული სისტემის მოტორულ ნეირონებში იმპულსების გენერაციას. ამანტადინის სულფატს გააჩნია ნეიროპროტექტული მოქმედება. ამცირებს ჩა2+ ნაკადს უჯრედში, აინჰიბირებს ნეირონების რღვევას. აგზნების ტრანსმიტერული სისტემის დათრგუნვით, სუბსტანცია ნიგრა-ს ნეირონებში უზრუნველყოფს დოფამინის მეტაბოლიზმის შენარჩუნებას და ცორპუს სტრიატუმ-ში აღადგენს აგზნებისა და შეკავების პროცესებს შორის წონასწორობას დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, კარტოფილის სახამებელი, ჟელატინი, ლაქტოზა, პოლივინილპიროლიდონი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა, ტიტანის ოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, პოლიამინომეთაკრილატი, ყვითელი-ნარინჯისფერი საღებავი.
ჩვენებები
პარკინსონის მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობების (მათ შორის აკინეტიკური კრიზის) ინტენსიური პირველადი მკურნალობა.
პერორალური თერაპიის დროებითი შეწყვეტა.
ცნობიერების დაკარგვა ქალა-ტვინის ტრავმის შედეგად.
ნარკოზიდან შენელებული გამოსვლა.
ნევრალგია სარტყლისებური ჰერპესის დროს.
მიღების წესი და დოზები
დოზირების რეჟიმი ინდივიდუალურია. ზოგადად ინიშნება 500 მლ 1-2-ჯერ დღეში. შესაძლებელია დოზა გაიზარდოს 500 მლ 3-ჯერ დღეში. ინფუზიის ხანგრძლივობა შეადგენს 3 სთ-ს (55 წვეთი/წუთში). თირკმლის ფუნქციის დარღვევისას გამოიყენება დოზირების შემდეგი სქემა:
გლომერული (GFR)მლ/წთ 80-60 |
100 |
12 სთ |
60-50 |
200 მონაცვლეობით |
დღეს |
50-30 |
100 |
24სთ |
30-20 |
200 |
ჯერ |
20-10 |
100 |
ჯერ |
<10 |
200-100 |
კვირას |
მძიმე შემთხვევებში (აკინეტიკური კრიზის დროს) შესაძლებელია დოზის გაზრდა რისკის შეფასების გათვალისწინებით.
გვერდითი მოვლენები:
მხედველობითი ჰალუცინაციებით მიმდინარე ფსიქიკური აშლილობა. მოტორული ან ფსიქიკური აგზნება. შარდის შეკავება წინამდებარე ჯირკვლის ადენომის მქონე პაციენტებში. გულის უკმარისობა. იშვიათად- არითმია, ტაქიკარდია, გულისრევა, პირის სიმშრალე, თავბრუსხვევა, ძილის დარღვევა. ძალიან იშვიათად- ზედა და ქვედა კიდურების კანის მოლურჯო შეფერილობა, მხედველობის დაქვეითება
უკუჩვენება:
პრეპარატისადმი მომატებული მგრძნობელობა. გულის დეკომპენსირებული უკმარისობა (IVკლასი NYHA მიხედვით), კარდიომიოპათია და მიოკარდიტი, V ბლოკადა II-III ხარისხის, ბრადიკარდია (გულის შეკუმშვათა სიხშირე წუთში 55-ზე ნაკლები), გახანგრძლივებული QQQT ინტერვალი, ანამნეზში პარკუჭოვანი არითმია, ბუდიპინის ან T ინტერვალის გამახანგრძლივებელი სხვა პრეპარატების ერთდროული მიღება.
პკ-მერცის საინფუზიო ხსნარი არ გამოიყენება პაციენტებში თირკმლის მწვავე უკმარისობით (კრეტინინის კლირენსი<10 მლ/წთ).
შედარებითი უკუჩვენება: გლაუკომა, წინამდებარე ჯირკვლის ადენომა, ფსიქომოტორული აგზნება, ანამნეზში დელირიუმი და პრედელირიუმი, ფსიქოზი. ეპილეფსია, თირეოტოქსიკოზი, ღვიძლისა და თირკმლის მწვავე და ქრონიკული დაავადებები.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.
განსაკუთრებული მითითებები:
არ შეიძლება პკ–მერცის მიღების უეცარი შეწყვეტა, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომების გაუარესება. გულის უკმარისობის ან დარღვეული სისხლის მიმოქცევის მქონე პაციენტები პკ-მერცის მკურნალობის დროს უნდა იმყოფებოდნენ ექიმის დაკვირვების ქვეშ.
ხანდაზმულებში, განსაკუთრებით კი პაციენტებში აგზნებით, არეული ცნობიერებით, პრედელირიუმით და დელირიუმით, საჭიროა პრეპარატის მცირე დოზებით დანიშვნა.
პრეპარატმა შეიძლება დააქვეითოს კონცენტრაციის უნარი და რეაგირების სიჩქარე, შესაბამისად ავტომანქანისა და სხვა მექანიზმების მართვისას საჭიროა სიფრთხილის ზომების დაცვა.
მკურნალობის დროს არ შეიძლება ალკოჰოლის მიღება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ისეთ შარდმდენებთან ერთდროულმა მიღებამ, რომელიც წარმოადგენს ტრიამტერენისა და ჰიდროქლორთიაზიდის კომბინაციას, შესაძლებელია გამოიწვიოს პლაზმაში ამანტადინის კონცენტრაციის ცვლილება. პარკინსონიზმის საწინააღმდეგო პრეპარატებთან კომბინირებული თერაპიისას, შესაძლებელია საჭირო გახდეს სხვა მედიკამენტების დოზის ან მთლიანად კომბინაციის შეცვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება გაძლიერდეს ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიც არის ეკზოგენური ფსიქოზი.
შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე. გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეფუთვა დაუზიანებელია და სითხე გამჭვირვალეა.