შემადგენლობა
10 მლ ხსნარი შეიცავს: Penicillium chrysogenum D5-ის 5 მლ და Penicillium glabrum D5 ხსნარს, 5ა HAB-ის მიხედვით (HABn – Deutsches Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა)
დამხმარე ნივთიერება: გამოხდილი წყალი
ჩვენება
– შერეული ბაქტერიული და ვირუსული ინფექციებით გამოწვეული ყველა მწვავე და ლატენტურად მიმდინარე
დაავადებები (მათ შორის ჩირქოვანი), ისეთი როგორიცაა: ტონზილიტი, ლარინგიტი, ბრონქიტი, სინუსიტი,
სინობრონქიტი, ოტიტი, ბრონქული ასთმა, ფარინგიტი, გრიპის მსგავსი ინფექციები
– შერეული ინფექციებით გამოწვეული დაავადებები: შაკიკი, სარტყლისებრი ლიქენი, ჩუტყვავილა
– ნევრიტები, ნევრალგიები, ცეფალგიები, ქალა-კისრის სინდრომი
– საშარდე გზების ქრონიკული ინფექციები და ნეფრიტი
– კბილების ჩირქოვანი დაავადებები, კბილის ექსტრაქციის შემდგომი მკურნალობა, ხერხემლის დაზიანებები
– ხერხემლის კისრის ნაწილის სინდრომი, ლუმბალური სინდრომი
– ოტიტი, ნევრიტი, ნევრალგია
– შარდსასქესო სისტემის დაზიანებები – პროსტატის ადენომა, პროსტატის კარცინომა, საშარდე გზების ინფექციები
– აკნე, Herpes simplex, Herpes zoster
– როგორც დამხმარე სასუალება სოკოვანი პრეპარატებით მკურნალობის დროს და ანტიბიოტიკოთერაპიის შემდეგ
თვისებები
პრეპარატი წარმოადგენს ორი სპეციფიური სოკოს Penicillium Chrysogenium-ის Penicillium Glabrum-ის კომბინაციას. იგი არის ანტიბიოტიკის ანალოგი, მაგრამ მისგან განსხვავებით არ შეიცავს და არ ახდენს პენიცილინის
მჟავას პროდუცირებას. ამიტომ არ ვითარდება ანტიბიოტიკოთერაპიისათვის დამახასიათებელი ისეთი მოვლენები, როგორიცა ალერგიები, ღვიძლის დაზიანებები, ნაწლავური ფლორის დარღვევები და პენიცილინრეზისტენტული
შტამების წარმოქმნა. ავლენს ანტივირუსულ მოქმედებას, ააქტივებს იმუნიტეტს ვირუსების ფართო სპექტრის,
განსაკუთრებით გრიპისა და ჰერპესის ვირუსების წინააღმდეგ. Pleo Nota-Quent-ი სპეციფიურ ზემოქმედებას ახდენს სტრეპტოკოკებით და სტაფილოკოკებით გამოწვეულ ყველა ინფექცი აზე. Mucokehl-თან ან Nigersan-თან ერთად მონაცვლეობით მიღებისას Pleo Nota-Quent-ი მასტიმულირებელ თერაპიაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მიზანშეწონილია არა მარტო გამოჯანმრთელების პროცესის არადამაკმაყოფილებელი მიმდინარეობის დროს,
არამედ მკურნალობის ნებისმიერ ეტაპზე.
მიღების წესი და დოზირება
დასალევად:
მიიღება 5-10 წვეთი დღეში ერთხელ, საკვების მიღებამდე
შესაზელად:
5-10 წვეთის შეზელვა დღეში ერთხელ დაზიანებულ ადგილზე ან იდაყვის ფოსოში
საინჰალაციოდ:
10-20 ღრმა ჩასუნთქვა დღეში 2-3-ჯერ
ინტრანაზალურად:
1-3 წვეთი ყოველ ნესტოში დღეში ერთხელ
კბილების ჩირქოვანი დაავადებების დროს:
ბამბის ბურთულაზე დაწვეთებული 7 წვეთი დაიდება კბილის პათოლოგიურ კერაზე.
აუცილებლობის შემთხვევაში მონაცვლეობით გამოიყენება Pefrakehl D5-თან ერთად (ზემოქმედებისათვის
დატოვეთ 4 საათი, ვიდრე ბამბის ფერი მოყვითალომომწვანო არ გახდება) მაღალი ტემპერატურით მიმდინარე ინფექციების დროს: ინტრანაზალურად 5-10 წვეთი (3-5 წვეთი ყოველ ნესტოში) ყოველ 2 საათში ერთხელ
გამოყენების ხანგრძლივობა: შეზღუდვა არ გააჩნია
გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის
უკუჩვენებები
არ ინიშნება პრეპარატში შემავალი სოკოების (Penicillium chrysogenum და Penicillium glabrum) მიმართ ჰიპერმგრძნობელობის დროს.
მითითება
Pleo Nota-Quent-ი გამოიყენება ყველა მწვავე და ქრონიკული დაავადების დროს, რომლებიც სტრეპტოკოკურ და სტაფილოკოკურ ინფექციებს უკავშირდება. სარტყლისებრი ლიქენის დროს Notakehl-ი, როგორც ინტერპოზიცია. ერთი კვირის შემდეგ კი Quentakehl-ი. არ ინიშნება Mucokehl-თან ერთად.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
იმუნოსუპრესიულმა მედიკამენტმა შეიძლება დააქვეითოს Pleo Nota-Quent-ის ეფექტურობა. ცოცხალი ვაქცინებით ორალური მკურნალობის დროს უნდა იყოს დაცული 4 კვირიანი ინტერვალი მკურნალობამდე და მის შემდეგ.
გამოშვების ფორმები
წვეთები 10 მლ მოცულობის საწვეთურიან ფლაკონში