Plasmon
პმს-ციპროფლოქსაცინი / pms-CIPROFLOXACIN


შემადგენლობა

პრეპარატი pms-ციპროფლოქსაცინი (pms-CIPROFLOXACIN) აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ციპროფლოქსაცინის ჰიდროქლორიდის

ჩვენებები
ინიშნება ექიმის მიერ მოზრდილებში ბაქტერიებით გამოწვეული ნაღვლის ბუშტის, თირკმელების, შარდ-სასქესო გზების, პროსტატის, კისრის, კუჭის, ნაწლავების, ფილტვების, სინუსის, ძვლების და კანის ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ.

მიღების წესები და დოზები
დოზები დგინდება ექიმის მიერ ინფენქციის ხასიათისა და სიმძიმის მიხედვით. ჩვეულებრივ ინიშნება დღეში ორჯერ: დაახლოებით ერთიდაიმავე დროს, დილით და საღამოს. pms-ციპროფლოქსაცინის მიღება შესაძლებელია საკვებთან ან უზმოზე.
პრეპარატი იმ ვადით უნდა მიიღოთ, როგორც ექიმი დაგინიშნავთ, იმ შემთხვევაშიც კი თუ თავს უკეთ გრძნობთ. ანტიბიოტიკის Mმიღების ნაადრევად შეწყვეტამ შესაძლებელია ხელი შეუშალოს ინფექციისაგან განკურნებას. თუ შემთხვევით გამოგრჩათ დოზა არ მიიღოთ პმს-ციპროფლოქსაცინის ორმაგი დოზა.

გვერდითი მოვლენები
ზოგადად ციპროფლოქსაცინი კარგად აიტანება. ყველაზე მეტად გავრცელებული გვერდითი ეფექტები ჩვეულებრივ საშუალო სირთულისაა: გულისრევა, ფაღარათი, ღებინება, მუცლის ტკივილი/დისკომფორტი. თუ ფაღარათი გრძელდება მიმართეთ ექიმს.
თუ გამოვლინდა ალერგიული რეაქციები: (გამონაყარი, სუნთქვის უკმარისობა ან მწვავე ალერგიული რეაქციის სხვა სიმპტომები) დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ ციპროფლოქსაცინის მიღება და მიმართოთ ექიმს. 
ზოგიერთი პაციენტში, პრეპარატით მკურნალობის პერიოდში შესაძლებელია აღინიშნოს მგრძნობელობის მომატება მზის ან ულტრაიისფერი სხივების მიმართ. 
პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ქინოლინის ჯგუფის ანტიბიოტიკებს, მათ შორის ციპროფლოქსაცინს. იშვიათად აღინიშნება კრუნჩხვები, აცნობეთ ექიმს თუ ანამნეზში აღგენიშნებათ კრუნჩხვები. ქინოლონებს, ციპროფლოქსაცინის ჩათვლით იშვიათად უკავშირდება ცენტრალური ნერვული სისტემის მოვლენები, მათ შორის დაბნეულობა, კანკალი, ჰალუცინაციები და დეპრესია. 
მკურნალობის პერიოდში სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ ტრანსპორტის მართვას და სხვა მექანიზმების გამოყენებას სანამ არ დარწმუნდებით რომ ციპროფლოქსაცინი არ იწვევს თავბრუსხვევას.
ციპროფლოქსაცინს იშვიათად უკავშირდება მყესების ანთება. თუ შენიშნავთ მყესების ტკივილს, შეშუპებას ან დაზიანებას უნდა შეწყვიტოთ ციპროფლოქსაცინის მიღება და მიმართოთ ექიმს. ციპროფლოქსაცინს უკავშირდება სახსრებთან ან მის ირგვლის არსებულ სტრუქტურებთან (როგორიც არის მყესები) დაკავშირებული გვერდითი ეფექტები პედიატრიულ პაციენტებში (18 წლამდე). პრეპარატის მიღებამდე მშობელმა უნდა აცნობოს ბავშვის ექიმს თუ ბავშვს ანამნეზში აღენიშნება სახსრებთან დაკავშირებული პრობლემები. მშობელმა ასევე უნდა აცნობოს ექიმს მკურნალობის დროს ან შემდგომ ბავშვებში სახსრებთან დაკავშირებული პრობლემების გამოვლენის შესახებ.

უკუჩვენება
ქინოლონების” ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ მომატებული მგრძნობელობა; არ მიიღოთ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდირებული 18 წლამდე ასაკის პაციენტებში, გარდა სპეციფიკური სერიოზული ინფექციების შემთხვევებისა, როგორიც არის საშარდე გზების ინფექციები.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
pms-ციპროფლოქსაცინმა შესაძლებელია გავლენა მოახდინოს სხვა პრეპარატების ეფექტზე. აცნობეთ ექიმს ყველა პრეპარატის შესახებ, რომელთაც ღებულობთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თუ ღებულობთ თეოფილინს. სხვა პრეპარატებმა, როგორიც არის ვარფარინი, გლიბურიდი და ფენიტოინი აგრეთვე შესაძლებელია გავლენა მოახდინოს ციპროფლოქსაცინზე.
ბევრმა ანტაციდმა, მულტივიტამინმა და სხვა საკვებმა დანამატებმა, რომლებიც შეიცავენ მაგნიუმს, კალციუმს, ალუმინს, რკინას ან თუთიას შესაძლებელია გავლენა მოახდინონ ციპროფლოქსაცინის შეწოვაზე და შეაფერხონ მისი ეფექტი. pms-ციპროფლოქსაცინი უნდა მიიღოთ აღნიშნული პრეპარატების მიღებამდე 2 სთ-ით ადრე ან მიღებიდან 6 სთ-ის შემდეგ.

შენახვის პირობები და ვადები
შეინახეთ ციპროფლოქსაცინი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

სად შევიძინოთ?