შემადგენლობა
პრეპარატი პმს-დომპერიდონი (pms-DOMPERIDONE) აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს დომპერიდონის მალეატს.
პმს-დომპერიდონი ახდენს ღებინების საწინააღმდეგო მოქმედებას, ამშვიდებს სლოკინს, ხსნის გულისრევის შეგრძნებას. იგი ასტიმულირებს კუჭ-ნაწლავის მოტორულ ფუნქციას და აჩქარებს კუჭის დაცლას.
სხვადასხვა წარმომავლობის გულისრევა, ღებინება, სლოკინი. კუჭის და ნაწლავების ოპერაციის შემდგომი ჰიპოტონია და ატონია, სანაღვლე გზების დისკინეზია, მეტეორიზმი, რეფლუქს-ეზოფაგიტი, ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი, დისპეფსიის სხვადასხვა სახეები.
5წლის ზევით ასაკის ბავშვებში და მოზრდილებში ინიშნება 10მგ 3-ჯერ დღეში. ჭამამდე 15-30წთ-ით ადრე, ხოლო აუცილებლობისას დამატებით 10მგ ძილის წინ. გულისრევისა და ღებინების მწვავე შემთხვევებში, გამოხატული დისპეფსიის დროს ინიშნება 20მგ 3-4-ჯერ დრეში. თირკმელის უკმარისობის დროს პრეპარატის მიღების ჯერადობა უნდა შემცირდეს.
• მომატებული აგზნებადობა ან ექსტრაპირამიდული დარღვევები, თავის ტკივილი;
• კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოების გლუვი კუნთების სპაზმი, პირის სიმშრალე, წყურვილის შეგრძნება;
• ალერგიული რეაქციები: ქავილი, გამონაყარი;
• სისხლის პლაზმაში პროლაქტინის დონის მომატება, გალაქტორეა, გინეკომასტია.
სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ნაწლავების მექანიკური გაუვალობა, კუჭის ან ნაწლავების პერფორაცია, პროლაქტინომა, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი, 5 წლამდე ასაკი, ალერგიული რეაქცია დომპერიდონის ან ნებისმიერი დამხმარე ინგრედიენტის მიმართ.
პმს-დომპერიდონი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევების დროს.
ანტაციდებთან და ანტისეკრეტორულ პრეპარატებთან (ციმეტიდინი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი) ერთდროული მიღებისას მცირდება პმს-დომპერიდონის ბიოშეღწევადობა. ანტიქოლინერგული საშუალებები თრგუნავენ პმს-დომპერიდონის მოქმედებას. ზოგიერთი სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები (აზოლების ჯგუფი), მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკები, აივ-პროტეაზას ინჰიბიტორები იწვევენ სისხლის პლაზმაში დომპერიდონის დონის მომატებას.
ინახება ოთახის ტემპერატურაზე (15-30C°) მშრალ, სინათლისა და ტენისგან დაცულ ადგილზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილაზე.
არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ.