Plasmon
პმს-ონდანსეტრონი / pms- ONDANSETRON


შემადგენლობა

პრეპარატი Ppms-ონდანსეტრონი ( pms- ONDANSETRON ) აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ონდანსეტრონის ჰიდროქლორიდის დიჰიდრატს.

ჩვენებები
პმს-ონდანსეტრონი გამოიყენება გულისრევისა და ღებინების საპროფილაქტიკოდ, სიმსივნის საწინააღმდეგო ქიმიო- და სხივური თერაპიის ჩატარების დროს; აგრეთვე ოპერაციის შემდგომ პერიოდში გულისრევისა და ღებინების საროფილაქტიკოდ და სამკურნალოდ.

მიღების წესები და დოზები
ინდივიდუალური, ჩვენებისა და მკურნალობის სქემის მიხედვით.
მოზრდილებში ღებინების მაღალი სიხშირით მიმდინარე ქიმიოთერაპიის შემდგომ მეორე დღიდან ინიშნება 8მგ პმს-ონდანსეტრონი ყოველ 8 საათში. მიღების ხანგრძლივობა 5 დღემდე 
ღებინების დაბალი სიხშირით მიმდინარე ქიმიო- და სხივური თერაპიისა დაწყებამდე 1-2 საათით ადრე ინიშნება 8მგ პმს-ონდანსეტრონი, ხოლო ქიმიოთერაპიის შემდგომ 8მგ 2-ჯერ დღეში. მიღების ხანგრძლივობა 5 დღემდე.
ოპერაციის შემდგომ პერიოდში გულისრევისა და ღებინების საპროფილაქტიკოდ ინიშნება 16მგ პმს-ონდანსეტრონი ანესთეზიამდე 1 სთ-ით ადრე ბავშვებში (4-დან 12 წლამდე) ქიმიოთერაპიის შემდგომ პერიოდში ინიშნება 4მგ ყოველ 8 საათში. მიღების ხანგრძლივობა 5 დღემდე.

გვერდითი მოვლენები
• თავის ტკივილი; იშვიათად ტრანზიტორული ხასიათის მხედველობის დარღვევები და თავბრუსხვევა, უნებლიე მოძრაობები;
• იშვიათად – ტკივილი მკერდის არეში, არითმიები, ბრადიკარდია, არტერიული ჰიპოტენზია;
• ყაბზობა, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, სისხლის პლაზმის ტრანსამინაზების დონის ტრანზიტორული გაზრდა.
• ალერგიული რეაქციები – ბრონქოსპაზმი, ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება; ცალკეულ შემთხვევებში – ანაფილაქსიური რეაქციები 
• თავსა და ეპიგასტრალურ არეში სითბოსა და სისხლის მოდინების შეგრძნება

უკუჩვენება
ორსულობის I ტრიმესტრი, მომატებული მგრძნობელობა პმს-ონდანსეტრონის მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები
პაციენტებში ღვიძლისა ფუნქციის ზომიერი და გამოხატული დარღვევებით არ არის რეკომენდებული 8მგ/დღეში დოზის გადაჭარბება.
პმს-ონდანსეტრონი სიფრთხილით ინიშნება მუცლის ღრუზე ოპერაციული ჩარევის დროს, რადგან მისმა გამოყენებამ შესაძლოა მოახდინოს პროგრესირებადი ნაწლავური გაუვალობის შენიღბვა.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება 2-3oC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ.

სად შევიძინოთ?