Plasmon
პმს-რამიპრილი / pms-RAMIPRIL


შემადგენლობა

პრეპარატი პმს-რამიპრილი ( pms- RAMIPRIL) აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს რამიპრილს.

ჩვენებები
არტერიული ჰიპერტენზია
გულის ქრონიკული უკმარისობა.

მიღების წესები და დოზები
მნიშვნელოვანია, რომ PPრპმს-რამიპრილის მიღება ხდებოდეს ყოველ დღიურად ერთიდაიმავე დროს ექიმის დანიშნულებისამებრ. კაფსულა უნდა გადაიყლაპოს მთლიანად. დაუშვებელია კაფსულის გახსნა, გაყოფა, დასრესა ან ჩაღეჭვა.
მაღალი არტერიული წნევა:
PPrpms-რამიპრილის რეკომენდირებული საწყისი დოზა არის 2.5მგ დღეში.
პაციენტები, რომლებიც ღებულობენ დიურეტიკებს ან აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის დაქვეითება:
PPrpms-რამიპრილის რეკომენდირებული საწყისი დოზა არის 1.25მგ დღეში.
პაციენტები, რომლებიც იმყოფებიან კარდიოვასკულარული მოვლენების რისკის ზრდის ქვეშ:
PPrpms-რამიპრილის რეკომენდირებული საწყისი დოზა არის 2.5მგ დღეში.

გვერდითი მოვლენები
Ppms-რამიპრილით მკურნალობისას შეიძლება გამოვლინდეს ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა: ცხელება, გამონაყარი, ქავილი, გრიპის მსგავსი სიმპტომები, ხველება, ყელის ტკივილი, მუცლის ტკივილი, მადის და წონის შემცირება, ხასიათის გაფუჭება, სიყვითლე, თავბრუსხვევა, გადაღლილობა, კუნთების ტკივილი, გულისრევა/ღებინება, თავის ტკივილი ან “წამოხურება”. გვერდითი ეფექტები შესაძლებელია გაქრეს მას შემდეგ რაც ორგანიზმი მიეჩვევა აღნიშნულ მედიკამენტს, აცნობეთ ექიმს თუ გვერდითი ეფექტები გახანგრძლივდება. შესაძლებელია საჭირო გახდეს პრეპარატის დოზის შემცირება ან შეცვლა.
თავბრუსხვევა შესაძლებელია განვითარდეს პრეპარატის პირველი დოზის მიღების შემდეგ. ტრანსპორტის მართვასა და სხვა მექანიზმების გამოყენებამდე უნდა იცოდეთ თუ როგორი სახის რეაქცია გაქვთ აღნიშნული პრეპარატის მიმართ. თუ აღინიშნა გულის წასვლა შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს.
თუ გაწუხებთ ჭარბი ოფლიანობა, ღებინება ან ფაღარათი, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს დიდი რაოდენობით წყლის დაკარგვა და გამოიწვიოს დაბალი არტერიული წნევით განპირობებული პრობლემები, მიმართეთ ექიმს.
სხვა გვერდითი ეფექტები: წონასწორობის შენარჩუნების დაქვეითება დგომის დროს, ცხვირის ან სინუსის გაჭედილობა, ბრონქიტი, თმის ცვენა, კუნთების სპაზმი, იმპოტენცია/ლიბიდოს დაქვეითება, ძილის პრობლემა, მოუსვენრობა, უახასიათობა, თვალის ანთება, მადის შეცვლა ან დაკარგვა, მხედველობის ან სმენის შეცვლა, ყურადღების დაქვეითება, წვის შეგრძნება, პირის ან ენის ანთება, გართულებული ასთმა, მკერდის გაზრდა მამაკაცებში.

უკუჩვენება
• ალერგიული რეაქცია რამიპრილის ან ნებისმიერი დამხმარე ინგრედიენტის მიმართ ან აგფ ინჰიბიტორის ჯგუფის პრეპარატების მიმართ. 
• ანგიონევროტული შეშუპება ანამნეზში (დროებითი ხასიათის შეშუპება, რაც შესაძლებელია საშიში აღმოჩნდეს)
• ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
• ერთ ან ორივე თირკმლის არტერიების შევიწროება (თირკმლის არტერიების სტენოზი)
• ჰიპოტენზია (დაბალი არტერიული წნევა)

განსაკუთრებული მითითებები
Ppms-რამიპრილი არ გამოიყენება ორსულობის დროს. Ppms-რამიპრილით მკურნალიბის პერიოდში თუ აღმოაჩენთ, რომ ორსულად ხართ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის.
Ppms-რამიპრილის მიღებამდე აცნობეთ ექიმს თუ:
ღებულობთ რეცეპტით თუ ურეცეტოთ გაცემულ სხვა პრეპარატებს ექიმის გარეშე არ მიიღოთ მარილის შემცვლელები, კალიუმის დანამატები ან ნატრიუმის შემცველი პრეპარატები.
თუ აპირებთ კბილის ამოღებას ან სხვა ქირურგიული ოპერაციის გაკეთებას აცნობეთ ექიმს, რომ ღებულობთ აღნიშნულ პრეპარატს.

ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, უახლოეს საავადმყოფოს ან მოწამვლის კონტროლის რეგიონალურ ცენტრს.
თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება
თუ დაგავიწყდათ Ppms-რამიპრილის კაფსულის დალევა მიიღეთ რაც შეიძლება დროულად. თუმცა თუ მეორე დოზის დრო ახლოვდება, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა და ჩვეულებრივი რეჟიმით განაგრძეთ მკურნალობა. არ გააორმაგოთ დოზა

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ზოგიერთმა პრეპარატმა შესაძლებელია უარყოფითად იმოქმედონ Ppms-რამიპრილზე ან პირიქით Ppms-რამიპრილმა მოახდინოს უარყოფითი გავლენა სხვა მედიკამენტებზე. თუ ღებულობთ სხვა მედიკამენტებს, ამის თაობაზე აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც ღებულობთ შარდმდენებს ან არტერიული წნევის დამწევ სხვა პრეპარატებს რამაც შესაძლებელია PPrpms-რამიპრილის წნევის დამწევი ეფექტი კიდევ უფრო გაამძაფროს.
PPrpms-რამიპრილთან ურთიერთქმედებაში შედის ძირითადად ისეთი პრეპარატები, რომლებიც ზრდიან კალიუმის დონეს სისხლში, როგორიც არის კალიუმის დანამატები, მარილის შემცვლელები და პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ კალიუმს. მათი გამოყენების დროს სიფრთხილეა საჭირო.
სხვა პრეპარატები, რომლებმაც შესაძლებელია გავლენა მოახდინონ PPrpms-რამიპრილის ეფექტურობაზე: ნიტრატები, ასპირინი, ჰეპარინი, ალოპურინოლი, იმუნოსუპრესანტები, კორტიკოსტეროიდები, პროკაინამიდი, ციტოსტატიკური საშუალებები და სხვა ნივთიერებები, რომლებმაც შესაძლებელია შეცვალოს მოსალოდნელი შედეგები, რომელთა გაკონტროლებაც ხდება სისხლის ანალიზებით.

შენახვის პირობები და ვადები
შეინახეთ თავისივე შეფუთვაში ოთახის ტემპერატურაზე 15-30oC. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

სად შევიძინოთ?