შემადგენლობა
პრეპარატი პმს-ვალაციკლოვირი ( pms-VALACYCLOVIR) აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ვალაციკლოვირის ჰიდროქლორიდს
შემომსალტველი ლიქენის (Herpes zoster) მკურნალობა და პროფილაქტიკა;
1 და 2 ტიპის მარტივი ჰერპესის ვირუსით (Herpes simplex) გამოწვეული კანისა და ლორწოვანი გარსის ინფექციების მკურნალობა და პროფილაქტიკა;
ციტომეგალოვირუსული ინფექციის პროფილაქტიკა.
შემომსალტველი ლიქენით (Herpes zoster) გამოწვეული ინფექციური დაავადებების მკურნალობისას ჩვეულებრივ ინიშნება 1გ (2კაპლეტი) სამჯერ დღეში, 7 დღის განმავლობაში.
თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევების მქონე პაციენტებში საჭიროა დოზირების რეჟიმის კორექტირება.
• გულისრევა, დისკომფორტის შეგრძნება, მუცლის ტკივილი, ღებინება, დიარეა, ანორექსია, იშვიათად – ღვიძლის სინჯის მაჩვენებლების ტრანზიტორული გაზრდა;
• თავის ტკივილი, დაღლილობა, თავბრუსხვევა, ჰალუცინაციები; იშვიათად – აზროვნების დარღვევა, ცალკეულ შემთხვევებში – კომა;
• ალერგიული რეაქციები: იშვიათად - ქავილი, გამონაყარი, ანგიონევროტული შეშუპება, ანაფილაქსია;
• იშვიათად – თრომბოციტოპენია, ქლოშინი, თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ფოტოსენსიბილიზაცია.
მომატებული მგრძნობელობა ვალაციკლოვირის, აციკლოვირის მიმართ.
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პმს-ვალაციკლოვირის გამოყენება დასაშვებია მაშინ, როცა მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისა და ჩვილისთვის.
ხანდაზმულ პაციენტებში მკურნალობის პერიოდში აუცილებელი მოხმარებული სითხის რაოდენობის გაზრდა.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში იზრდება ნევროლოგიური გართულებების რისკი პმს-ვალაციკლოვირის გამოყენებისას.
სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის დაავადებების მქონე პაციენტებში.
ბავშვებში პრეპარატის გამოყენების კლინიკური გამოცდილება არ არსებობს.
pms-ვალაციკლოვირის ერთდროულმა გამოყენებამ ციკლოსპორინთან, ტაკროლიმუსთან შესაძლოა თირკმლის ფუნქციის გაუარესება გამოიწვიოს.
ინახება ოთახის ტემპერატურაზე (15-30C°), სინათლისაგან დაცულ ადგილზე.
არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ.