Plasmon
პნევმოდორონ 2 - ველედა / Pneumodoron 2

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
  • მწარმოებელი კომპანია: ველედა
  • მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
  • გამოშვების ფორმა: წვეთები 20მლ
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა
10 გ (= 11,1 მლ) შეიცავს:
აქტიური სუბსტანციები: ფოსფორი (Phosphorum) D4 [D4 94% (მ/მ) ეთანოლით] 1 გ / სტიბიუმ-კალიუმის ტარტრატი (Tartarus stibiatus) D2 1 გ. 
სხვა ინგრედიენტები: 94% (მ/მ) ეთანოლი, 15% (მ/მ) ეთანოლი, გასუფთავებული წყალი.

ჩვენებები
გრიპოზული ინფექციები, სიცხიანი ბრონქიტები, პნევმონია, პლევროპლევმონია.

მიღების წესები და დოზები
მიქსტურის მიღება უმჯობესია წყალში გაზავებული სახით. დაავადების მწვავე სტადიაში გამოიყენება პნევმოდორონ® 1-თან მონაცვლეობით. 
(პნევმოდორონ® 2-ის ერთჯერადი დოზის მიღება დღეში მაქსიმუმ 6-ჯერ შეიძლება. ბავშვებში შეუძლია მოუსვენრობის გამოწვევა, ამიტომ ნუ მისცემთ საღამოს საათებში).
ბავშვები 1-დან 5 წლამდე: 2-3 წვეთი საათში ერთხელ; ბავშვები 5 წლის ასაკს ზევით: 5-10 წვეთი საათში ერთხელ.

სად შევიძინოთ?