პოტაზეკი MAG - საკვები დანამატია, რომლის თითოეული მიკროკაფსულა შეიცავს მაღალი ხარისხის კალიუმს, კალიუმის ქლორიდის სახით და მაგნიუმს, მაგნიუმის ციტრატის სახით.
პოტაზეკი ზრდის კალიუმის და მაგნიუმის დონეს ორგანიზმში.
პოტაზეკი MAG (კალიუმის ქლორიდი / მაგნიუმის ციტრატი):
• ხელს უწყობს ნორმალური არტერიული წნევის შენარჩუნებას.
• ხელს უწყობს ნერვული და კუნთოვანი (მათ შორის გულის კუნთის) სისტემების ნორმალურ ფუქციონირებას.
• ხსნის დაღლილობას
• არეგულირებს ძვლოვანი ქსოვილის მინერალურ ცვლას
შემადგენლობა:
2 ტაბლეტი შეიცავს:
• კალიუმის ქლორიდს - 1000 მგ
მათ შორის კალიუმს 524.4მგ (26.2% NRV*)
• მაგნიუმის ციტრატს - 626მგ
მათ შორის მაგნიუმის - 100მგ (26.7% NRV*)
*NRV - რეკომენდებული დღიური დოზა
ინგრედიენტები: კალიუმის ქლორიდი, მაგნიუმის ციტრატი, საქაროზა, ჟელატინი, ეთილცელულოზა, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, პიგმენტები - რკინის ოქსიდი და ჰიდროქსიდი.
რეკომენდებული დოზა:
1 კაფსულა დღეში 2 ჯერ, ან ექიმის დანიშნულებისამებრ.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
კაფსულის ყლაპვის გაძნელების შემთხვევაში, შესაძლებელია კაფსულის გახსნა და შიგთავსის მიღება წყალთან ან საკვებთან ერთად.
გაფრთხილება:
საკვები დანამატი არ გამოიყენება მრავალფეროვანი და ბალანსირებული კვების ჩასანაცვლებლად.
• შესაძლოა განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ.
• პროდუქტის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს არ არის რეკომენდებული
• პროდუქტის გამოყენება ჰიპერკალიემიის განვითარეის რისკის მქონე პაციენტებში არ არის რეკომენდებული
• სიფრთხილით გამოიყენება კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების დროს
შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.