Plasmon
პოტაზეკი MAX / PotazeK MAX

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: ADAMED
  • მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი
  • გამოშვების ფორმა: კაფსულა #50
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

პოტაზეკი MAX - საკვები დანამატია,  რომლის თითოეული მიკროკაფსულა შეიცავს მაღალი ხარისხის კალიუმს, კალიუმის ქლორიდის სახით.  

პოტაზეკი ზრდის კალიუმის დონეს ორგანიზმში.

 

პოტაზეკი MAX (კალიუმის ქლორიდი):

• ხელს უწყობს ნორმალური არტერიული წნევის შენარჩუნებას.

• ხელს უწყობს ნერვული და კუნთოვანი (მათ შორის გულის კუნთის) სისტემების ნორმალურ ფუქციონირებას.

 

შემადგენლობა:

2 ტაბლეტი შეიცავს:

კალიუმის ქლორიდს -  1800 მგ

მათ შორის კალიუმს    944მგ (42.7% NRV*)

*NRV - რეკომენდებული დღიური დოზა

 

ინგრედიენტები:  კალიუმის ქლორიდი, საქაროზა, ჟელატინი, ეთილცელულოზა, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, პიგმენტები - რკინის ოქსიდი და ჰიდროქსიდი. 

 

რეკომენდებული დოზა:  1 კაფსულა დღეში 2 ჯერ, ან ექიმის დანიშნულებისამებრ.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.

კაფსულის ყლაპვის გაძნელების შემთხვევაში, შესაძლებელია კაფსულის გახსნა და შიგთავსის მიღება წყალთან ან საკვებთან ერთად.

 

გაფრთხილება:

• საკვები დანამატი არ გამოიყენება მრავალფეროვანი და ბალანსირებული კვების ჩასანაცვლებლად.

• შესაძლოა განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობა პროდუქტში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ.

• პროდუქტის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს არ არის რეკომენდებული

• პროდუქტის გამოყენება ჰიპერკალიემიის განვითარეის რისკის მქონე პაციენტებში არ არის რეკომენდებული

• სიფრთხილით გამოიყენება კუჭისა  და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების დროს

 

შენახვის პირობები:

ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

სად შევიძინოთ?