Plasmon
პოვერგრა / Powergra


შემადგენლობა:
წამლის თითოეული ტაბლეტი შეიცავს 50მგ ან 100მგ სილდენაფილის ციტრატს.

ჩვენება:
პოვერგრა პირველია იმ ახალი ჯგუფის წამლებიდან, რომლებიც უზრუნველყოფენ ადექვატურ სქესობრივ სტიმულაციას, აფართოებენ პენისის სისხლძარღვებს და ხელს უწყობენ ერექციას. პოვერგრა არ ამაღლებს სქესობრივ ლტოლვას ან განაყოფიერების ალბათობას.

უკუჩვენება:
პოვერგრა არ უნდა მიიღონ პირებმა, რომლებსაც ალერგიული რეაქცია აქვთ სილდენაფილის მიმართ, ან რომლებიც ღებულობენ აზოტის ჟანგის წამლებს, ან ნიტრატებს სხვა წამლებთან ერთად, გარკვეულ შემთხვევებში  - Angina სამკურნალოდ. ყველაზე ხშირად გამოყენებადი ნიტრატებია ნიტროგლიცერინი და მონონიტრატი, აგრეთვე იზოსორბიდის დინიტრატის დერივატები. თუ პაციენტს აქვს Angina და არ არის დარწმუნებული, რომ ზემოთ აღნიშნული რომელიმე წამალი შესაბამისია მისი მკურნალობისათვის, მან კონსულტაციისათვის უნდა მიმართოს ექიმს, პრეპარატის მიღებამდე.

სიფრთხილის ზომები:
თუ პაციენტს აქვს რაიმე დაავადება, ან თუ გრძნობს ტკივილს ერექციისას, ან თუ დასმული ჰქონდა რომელიმე მემკვიდრეობითი ოფთალმოლოგიური დაავადების დიაგნოზი, როგორიცაა მაგალითად retinosis pigmentosis ან კუჭის სიმსივნე, ან აქვს სისხლის კოაგულაციასთან დაკავშირებული პრობლემები, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია. გარდა ამისა, საჭიროა ექიმის ინფორმირება, ღებულობს თუ არა პაციენტი ერექციის დისფუნქციის სამკურნალო რაიმე წამალს.

ხანდაზმულებში:
ხანდაზმულმა პაციენტმა მკურნალობა უნდა დაიწყონ მინიმალური დოზით (25მგ/დღეში)

ბავშვებში:
პოვეგრას მიღება ბავშვებში არ შეიძლება. წამალი ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე.

ღვიძლის და თირკმელების დაავადების მქონე პაციენტებში:
ღვიძლის და თირკმელების მწვავე დაავადებების მქონე პაციენტებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ პოვერგრას მიღებისას. მათ მკურნალობა უნდა დაიწყონ მინიმალური დოზით (25მგ/დღეში).

ავტომობილის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის შესაძლებლობები:
პოვერგრა არ ამცირებს ავტომობილის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის შესაძლებლობებს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
პოვერგრას მიღება არ შეიძლება აზოტის ჟანგის წამლებთან, ნიტრატებთან, ნიტროგლიცერინთან, მონონიტრატთან, იზოსორბიდის დინიტრატთან ერთად.
პოვერგრასთან ერთად სხვა წამლების მიღება, კერძოდ - ციმეტიდინის, ერითრომიცინისა და კეტოკონაზოლისა, უნდა შეთანხმდეს ექიმთან.

მიღების წესი და დოზირება:
ოპტიმალურ მისაღებ დოზას განსაზღვრავს ექიმი. მამაკაცთა უმრავლესობისათვის, ასეთი დოზაა 50მგ სქესობრივ აქტამდე ერთი საათით ადრე. პოვერგრას ერთზე მეტი დოზის მიღება დღეში, არ შეიძლება.
პოვერგრას ერთადერთი ეფექტია დამაკმაყოფილებელი სექსუალური სტიმულაცია.
პოვერგრა არ არის აღმგზნები საშუალება. პოვერგრას აქტივაციისათვის აუცილებელი დროის მონაკვეთია ნახევარი საათიდან ერთ საათამდე. ეს პერიოდი შეიძლება გახანგრძლივდეს, თუ პოვერგრას მიიღებთ საკვებთან ერთად. პოვერგრას მიღების წინ დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მიღება რეკომენდებული არ არის.
პოვერგრას მისაღები დოზის ნებისმიერი ცვლილება უნდა შეთანხმდეს მკურნალ ექიმთან.

გვერდითი ეფექტები
როგორც სხვა წამლების უმეტესობის შემთხვევაში, პოვერგრასაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი ეფექტები, მაგრამ მხოლოდ მსუბუქი და დროებითი ფორმით. ყველაზე მეტად გავრცელებული გვერდითი ეფექტებია თავის ტკივილი და სიწითლე სახეზე. სხვა გვერდითი ეფექტების იშვიათი შემთხვევებია საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციის დარღვევა, თავბრუსხვევა, ცხვირის ცემინება, მხედველობის დარღვევები (ფერთა მკვეთრი აღქმის შესუსტება, თვალის აჭრელება მაღალ სინათლეზე, ხედვის მკაფიოობის შემცირება).

შენახვის პირობები
ინახება მისსავე პაკეტში, 300 C-ზე დაბალ ტემპერატურაზე
ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ წამლის მიღება არ შეიძლება.
შეინახეთ ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე
გაცემის პირობები: რეცეპტით.
მწარმოებელი ფირმა და მისამართი: UMEDICA PABORATORIES PVT.LTD.
სად შევიძინოთ?