Plasmon
პრექსეტილი / Prexetyl Dr


კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ორსულთა გულისრევისა და ღებინების დროს გამოსაყენებელი საშუალება

  

აქტიური ნივთიერება: ყოველი ტაბლეტი შეიცავს 10 მგ დოქსილამინის სუქცინატს და 10 მგ პირიდოქსინის ჰიდროქლორიდს. 

დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის სტეარატი, მანიტოლი (E421), ორფუძიანი კალციუმის ფოსფატის დეჰიდრატი, ჰიდროქსიპროპილმეთილის ცელულოზა, პოლიეთილენის გლიკოლი, მეტაკრილის მჟავა და ეთილის აკრილატის კოპოლიმერი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, ტრიეთილის ციტრატი, კოლოიდური კაჟბადი, ნატრიუმის ბიკარბონატი, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, პოლისორბატი 80.

  

რას წარმოადგენს პრექსეტილი DR და რისთვის გამოიყენება?

პრექსეტილი DR არის თეთრი ფერის, მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი, ნაზოლის გარეშე, მოდიფიცირებული გამოთავისუფლების შემოგარსული ტაბლეტი.

პრექსეტილი DR მოცემულია ბლისტერებში, რომლებიც შეიცავენ 30 შემოგარსულ ტაბლეტს.

პრექსეტილი DR შეიცავს აქტიურ ნივთერებას დოქსილამინის სუქცინატს და პირიდოქსინის ჰიდროქლორიდს (ვიტამინი B6).

პრექსეტილი DR ნაჩვენებია ორსულ ქალებში ღებინების და გულისრევის სამკურნალოდ, რომლებშიც ჩვეულებრივ მიღებული ზომების გამოყენება უშედეგოა.

 

 

ინფორმაცია პრექსეტილი DR-ს გამოყენებამდე

არ შეიძლება პრექსეტილი DR-ს მიღება შემდეგ შემთხვევებში:

თუ გახასიათებთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) დოქსილამინის სუქცინატის ან სხვა ეთანოლამინის წარმოებულების ანტიჰისტამინურების მიმართ, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდზე ან პრექსეტილი DR- ს შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ.

თუ იღებთ მონოამინო ქსიდაზას (MAOI), რომლებიც გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ.

თუ კვებავთ ჩვილს ძუძუთი ან გეგმავთ ძუძთი კვებას, პრექსეტილი DR-ს გამოყენებამ შესაძლოა ზიანი მიაყენოს თქვენს ჩვილს, რადგან ის გადადის დედის რძეში.

 

პრექსეტილი DR გამოიყენება სიფრთხილით შემდეგ შემთხვევებში:

თუ გახასიათებთ ასთმა, შიდა თვალის წნევის მომატება, ვიწრო კუთხოვანი გლაუკომა (თვალის ფუნქციონალური დაქვეითება, რაც გამოწვეულია თვალის შიდა წნევის უეცარი გაზრდით), პეპტიური წყლული, პილოროდუოდენალური ობსტრუქცია (წვრილი ნაწლავისკენ გამავალი კუჭის არხის შევიწროვება) და შარდის ბუშტის ყელის ობსტრუქცია (შევიწროვებული შარდის ბუშტი).

თუ გესაჭიროებათ მეთადონზე (გამოიყენება ძლიერი ტკივილების და ნარკოტიკების მოხსნის სამკურნალოდ) და პენციკლიდინის ფოსფატის (ნარკოტიკული საშუალება) შარდის ანალიზის ჩატარება (იხილეთ პუნქტი სხვა მედიკამენტების გამოყენება).

თუ ამ მდგომარეობებიდან რომელიმე შეგესაბამებათ თქვენ ან ადგილი ჰქონდა წარსულში, გთხოვთ მიმართოთ ექიმს კონსულტაციისათვის.

 

პრექსეტილი DR - ს გამოყენება საკვებ და სასმელ პროდუქტებთან ერთად

პრექსეტილი DR უნდა მიიღოთ მშიერ კუჭზე ერთი ჭიქა წყლის მიყოლებით.

 

ორსულობა

მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.

პრექსეტილი DR განკუთვნილია ორსულებში გამოყენებისათვის.

 

ლაქტაციის პერიოდი

მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს ამ მედიკამენტის გამოყენებამდე.

პრექსეტილი DR -ს გამოყენება არ არის რეკომენდებული ლაქტაციის პერიოდში.

 

ავტომობილის და მექანიზმების მართვა

ვინაიდან პრექსეტილი DR-ს გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს დაბუჟება დოქსილამინის სუქცინატის შემცველობის გამო, აუცილებელია განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა ისეთი აქტივობების შესრულებისას, როგორიცაა ავტოსატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვა.

 

მნიშვნელოვანი ინფორმაციები პრექსეტილი DR-ს ზოგიერთი შემადგენელი ნივთიერებების შესახებ

თუ არ ხართ ალერგიული პრექსეტილი DR -ს შემადგენლობაში შემავალი დამხმარე ნივთიერებების მიმართ, მაშინ არ არის მოსალოდნელი მათგან გამოწვეული არასასურველი ეფექტები.

 

სხვა მედიკამენტები და პრექსეტილი DR

აცნობეთ ექიმს ნებისმიერი მედიკამენტების მიღების შესახებ, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების, ვიტამინების ან მცენარეული საშუალებების გამოყენების შესახებაც. 

პრექსეტილი DR უკუნაჩვენებია ქალებში, რომლებიც იღებენ MAO- ინჰიბიტორებს (გამოიყენება დეპრესიის სამკურნალოდ), რადგან ამან შესაძლოა გამოიწვიოს ანტიჰისტამინური საშუალებების (გამოიყენება ალერგიის სამკურნალოდ როგორიცაა სეზონური ალერგია, გამონაყარი და სხვ.) ანტიქოლინერგული ეფექტების (მხედველობის დაბინდვა, პირის სიმშრალე, შარდის შეკავება, კონსტიპაცია) გაძლიერება და გახანგრძლივება. ალკოჰოლის და სხვა ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველი საშუალებების (სედაციური ჰიპნოზური და ანქსიოლიზური საშუალებები), ხველის და გაციების სამკურნალო საშუალებების, გარკვეული ტკივილგამაყუჩებლების და საძილე საშუალებების გამოყენება არ არის რეკომენდებული პრექსეტილი DR-სთან ერთად კომბინირებულად. შესაძლოა ძილიანობამ გამოიწვიოს წაქცევა ან უბედური შემთხვევები ინტენსივობის მიხედვით.

თუ გესაჭიროებათ მეტადონზე (გამოიყენება ძლიერი ტკივილების ან ნარკოტიკებზე დამოკიდებულების მოხსნის სამკურნალოდ), ოპიატურებზე (ნარკოტიკული საშუალებები) და ფენციკლიდინის ფოსფატებზე (ნარკოტიკული საშუალება) შარდის ანალიზის ჩატარება, შესაძლოა ზოგჯერ აღინიშნოს ცრუ დადებითი შედეგი პრექსეტილი DR- ზეგავლენის გამო. საჭიროა სხვადასხვა ტესტებით შედეგების გადამოწმება.

თუ ამჟამად იღებთ სხვა სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც გაიცემა რეცეპტით ან რეცეპტის გარეშე ან მიიღეთ ისინი ცოტა ხნის წინ, გთხოვთ აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს მათ შესახებ.

 

პრექსეტილი DR- ს მიღების წესი

მითითებები სწორი გამოყენების და დოზირების/მიღების სიხშირის შესახებ:

პრექსეტილი DR ყოველთვის უნდა მიიღოთ ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით.

დღე 1: ორი ტაბლეტი ძილის წინ

დღე 2: ორი ტაბლეტი ძილის წინ, თუ აღინიშნება მდგომარეობის გაუმჯობესება ან გულისრევის და ღებინების კონტროლი მეორე დღეს, უნდა განაგრძოთ ორი ტაბლეტის მიღება ძილის წინ. ეს რეჟიმი უნდა შენარჩუნდეს, თუ ექიმი არ გირჩევთ სხვა მკურნალობას.

დღე 3: თუ ღებინება და გულისრევა შენარჩუნდება მეორე დღეს, უნდა მიიღოთ სამი ტაბლეტი მესამე დღეს (ერთი ტაბლეტი დილით და ორი ტაბლეტი ძილის წინ).

დღე 4: თუ ღებინება და გულისრევა გაუმჯობესდება ან უკეთ კონტროლირებადია მე-3 დღის ბოლოს, მაშინ უნდა მიიღოთ დღეში სამი ტაბლეტი (ერთი ტაბლეტი დილით და ორი ტაბლეტი ძილის წინ). თუ ღებინება და გულისრევა ვლინდება მესამე დღეს, უნდა მიიღოთ ოთხი ტაბლეტი მე-4 დღეს (ერთი ტაბლეტი დილით, ერთი ტაბლეტი შუადღეს და ორი ტაბლეტი ძილის წინ).

არ მიიღოთ ოთხ ტაბლეტზე მეტი დღეში (ერთი ტაბლეტი დილით, ერთი ტაბლეტი შუადღეს და ორი ტაბლეტი ძილის წინ).

 

მიღების წესი და მეთოდი:

პრექსეტილი DR მიიღება ცარიელ კუჭზე ერთი ჭიქა წყლის მიყოლებით.

პრექსეტილი DR -ს ტაბლეტები უნდა გადაყლაპოთ მთლიანად, არ შეიძლება პრექსეტილი DR -ს ტაბლეტების დანაწევრება ან დაღეჭვა.

 

განსხვავებული ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში:

პრექსეტილი DR -ს გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.

 

ხანდაზმულები:

არ მოიპოვება მონაცემები ხანდაზმულებში გამოყენების შესახებ.

 

გამოყენება განსაკუთრებულ შემთხვევებში:

თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა:

არ მოიპოვება მონაცემები თირკმლის და ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში გამოყენების შესახებ.

თუ შენიშნავთ, რომ პრექსეტილი DR- ს თქვენზე ახდენს ძალიან ძლიერ ან პირიქით სუსტ ეფექტს, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს

 

თუ მიიღეთ პრექსეტილი DR-ს ჭარბი დოზირება

თუ მიიღეთ პრექსეტილი DR-ს საჭიროზე მეტი დოზა, უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს

თუ მიიღეთ პრექსეტილი DR-ს ზედმეტი დოზა (ზედოზირება) შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი მოვლენები: მოუსვენრობა, პირის სიმშრალე, გუგების გაფართოვება, ძილიანობა, თავრბუსხვევა, დაბნეულობა, გულისცემის გახშირება, კრუნჩხვები, კუნთების ტკივილი ან სისუსტე, უეცარი და ძლიერი თირკმლის პრობლემები. ამ მოვლენებიდან ნებისმიერი გამოვლენის შემთხვევაში უნდა შეწყვიტოთ პრექსეტილი DR-ს გამოყენება და მიმართოთ თქვენს ექიმს რჩევისთვის.

 

თუ დაგავიწყდათ პრექსეტილი DR-ს მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით.

მიმართეთ ექიმს რჩევისთვის მკურნალობის გაგრძელების შესახებ.

 

თუ გსურთ პრექსეტილი DR-ს მიღების შეწყვეტა

არ შეწყვიტოთ პრექსეტილი DR ან არ შეცვალოთ დოზირება ექიმთან კონსულტაციის გარეშე. დამატებითი კითხვების შემთხვევაში ამ მედიკამენტის გამოყენების შესახებ, მიმართეთ ექიმს ან ფარამცევტს.

 

მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები

ნებისმიერი მედიკამენტის მსგავსად ამ პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები პაციენტებში, რომლებთაც აღენიშნებათ მგრძნობელობა მასში შემავალი ინგრედიენტების მიმართ. გვერდითი ეფექტების გამოვლენის სიხშირე და სირთულე აღწერილია ქვემოთ და დამოკიდებულია დოზირებაზე და მკურნალობის ხანგრძლივობაზე.

გვერდითი ეფექტები განისაზღვრება შემდეგი კატეგორიების მიხედვით:

ძალიან ხშირი:

შესაძლოა გამოვლინდეს 10 პაციენტიდან 1-ში

ხშირი:

შესაძლოა გამოვლინდეს 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 100 პაციენტიდან 1-ზე მეტში

არახშირი:

შესაძლოა გამოვლინდეს 100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 1,000 პაციენტიდან 1-ზე მეტში

იშვიათი:

შესაძლოა გამოვლინდეს 1,000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 10,000 პაციენტიდან 1-ზე მეტში

ძალიან იშვიათი:

შესაძლოა გამოვლინდეს 10,000 პაციენტიდან 1-ში

უცნობია სიხშირე:

შესაძლოა გამოვლინდეს პაციენტების ძალიან მცირე რიცხვით, რომლის მიხედვითაც შეუძლებელია სიხშირის დადგენა

 

თუ ვლინდება შემდეგი გვერდითი ეფექტებიდან რომელიმე, უნდა შეწყვიტოთ პრექსეტილი DR-ს მიღება და მიმართოთ ექიმს ან ახლომდებარე სამედიცინო დაწესებულებას სასწრაფოდ:

თავბრუსხვევა

დაბუჟება

მოუსვენრობა

პირის სიმშრალე

გუგების გაფართოვება

ძილიანობა, თავბრუსხვევა, დაბნეულობა

გულისცემის გახშირება

კუნთების ტკივილი ან სისუსტე

თირკმელების უეცარი და რთული პრობლემები

ესენი წარმოადგენენ სერიოზულ გვერდით ეფექტებს.

 

თუ გამოვლინდა შემდეგში აღწერილი გვერდით ეფექტებიდან რომელიმე, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გახასიათებთ სერიოზული ალერგია პრექსეტილი DR-ს მიმართ. შესაძლოა საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჩარევა ან ჰოსპიტალიზაცია.

 

ხშირი:

დაბუჟება

წაქცევა ან უბედური შემთხვევები შესაძლოა გამოვლინდეს ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას (სამკურნალო საშუალებები, რომლებიც იწვევენ ნერვული სისტემის ფუნქციის დაქვეითებას), მათ შორის ალკოჰოლის გამოყენების შემთხვევაშიც.

 

უცნობია სიხშირე:

ჰიპერმგრძნობელობა

შფოთვა

ორიენტაციის უნარის დარღვევა

უძილობა

ღამის კოშმარები

თავბრუსხვევა

თავის ტკივილები

შაკიკი

მგრძნობელობის დარღვევები, როგორიცაა დაბუჟება, პარესთეზია, წვის შეგრძნება

ფსიქო-მოტორული ჰიპერაქტივობა (ფიზიკური და გონებრივი ჰიპერაქტივობა)

ბუნდოვანი ხედვა

მხედველობის დარღვევები

სუნთქვის გართულება

პალპიტაცია

არარეგულარული გულისცემა

თავბრუსხვევა

მუცლის შებერილობა

მუცლის ტკივილი

ყაბზობა

დიარეა

ჭარბი ოფლიანობა

ქავილი, გამონაყარი

კანზე ლაქების და ბუშტუკების წარმოქმნა

შარდვის გართულება

შარდის შეკავება (შარდის დაგროვება)

მკერდის არეში დისკომფორტი

დაღლილობა

გაღიზიანება

სისუსტე

თუ შენიშნავთ სხვა სიმპტომებს, რომლებიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

გვერდითი ეფექტების შეტყობინება:

გვერდითი ეფექტების შეტყობინებას დიდი მნიშვნელობა აქვს ამ სამედიცინო პროდუქტის ავტორიზაციის შემდეგ. ეს ინფორმაცია გვაძლებს სამედიცინო პროდუქტის რისკ/სარგებლის მუდმივი შეფასების საშუალებას. სამედიცინო პირებს მოეთხოვებათ გვერდითი ეფექტების გამოვლენის შესახებ შეტყობინებების მიწოდება ეროვნუი შეტყობინების სისტემის მეშვეობით. 

 

პრექსეტილი DR-ს შენახვის პირობები

პრექსეტილი DR უნდა შეინახოთ ყოველთვის ბავშვებისათვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას და საწყის შეფუთვაში.

ინახება არაუმეტეს 25˚C ტემპერატურაზე და სინათლისაგან და ნესტისაგან დაცულ ადგილას.

 

გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.

არ გამოიყენოთ პრექსეტილი DR შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გამოიყენოთ პრექსეტილი DR, თუ შენიშნავთ პროდუქტზე ან შეფუთვაზე დაზიანებებს.

გამოუყენებელი პროდუქტი და ნარჩენები უნდა განადგურდეს ადგილობრივი წესების შესაბამისად.

 

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე 

 

 

 

 

სად შევიძინოთ?