შემადგენლობა
ერთი ტაბლეტი შეიცავს 2 მგ პერინდოპრილის ტერტ-ბუტილამინს (შეესაბამება 1,669 მგ პერინდოპრილს) და 0,625 მგ ინდაპამიდს.
დამხმარე ნივთიერებები: ჰიდროქსიპროპილბეტადექსი, ლაქტოზის მონოჰიდრატი, პოვიდონი, მიკროკრისტალური ცელულოზა (სილიციფიცირებული), სილიციუმის დიოქსიდი, სილიციუმი კოლოიდური გაუწყლოებული, მაგნიუმის სტეარატი.
შეფუთვის ზომა: 20, 30, 50, 60 ტაბლეტი შეკვრაში.
1. რაარის პრილამიდი და რისთვის გამოიყენებენმას
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პერინდოპრილი და დიურეტიკები. ATX კოდი: C09BA04.
პრილამიდი წარმოადგენს ორი მოქმედი ნივთიერების - პერინდოპრილის და ინდაპამიდის კომბინაციას.
- პერინდოპრილი განეკუთვნება იმ პრეპარატების კლასს, რომელთაც ეწოდება აგფ ინჰიბიტორები. ეს პრეპარატები აფართოებენ სისხლძარღვებს და ამით ამარტივებენ გულის სატუმბო მუშაობას, რომელიც უზრუნველყოფს სისხლის ნაკადს ამ სისხლძარღვებში.
- ინდაპამიდი არის დიურეტიკი. დიურეტიკები ზრდიან შარდის რაოდენობას, რომელიც გამოიყოფა თირკმელებით, ასევე ამ პრეპარატებს შარდმდენი საშუალებები ეწოდება. მაგრამ ინდაპამიდი განსხვავდება დანარჩენი დიურეტიკებისგან იმით, რომ მხოლოდ უმნიშვნელოდ ზრდისწარმოქმნილი შარდის რაოდენობას.
თითოეული მოქმედი ნივთიერება დაბლა წევს არტერიალურ წნევას, და მათი ერთობლივი მოქმედება საშუალებას გაძლევთ გააკონტროლოთ არტერიალური წნევის დონე.
გამოყენების ჩვენებები
• პირველადი არტერიალური ჰიპერტენზია (მომატებული არტერიალური წნევა), თუ პერინდოპრილით მონოთერაპია არასაკმარისად ეფექტურია.
2.პრილამიდის მიღების წინ
უკუჩვენებები
• ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) პერინდოპრილზე ან სხვა აგფ ინჰიბიტორზე, ინდაპამიდზე ან სხვა სულფონამიდებზე, წინამდებარე ტაბლეტების სხვა კომპონენტებზე;
• ანგიონევროტული შეშუპება (გამოწვეული აგფ ინჰიბიტორების მიღებით, თანდაყოლილი, იდიოპათური) ანამნეზში, რომლის სიმპტომებს წარმოადგენს: გაძნელებული სუნთქვა, სახის ან ენის შეშუპება, ძლიერი ქავილი ან ძლიერი გამონაყარი კანზე;
• ღვიძლის მძიმე დაავადება ან ღვიძლის ენცეფალოპათია (თავის ტვინის დეგენერაციული დაავადება);
• თირკმელების მძიმე დაავადება ან დიალიზი;
• სისხლში კალიუმის მაღალი ან დაბალი შემცველობა;
• სავარაუდოარანამკურნალევიდეკომპენსირებული გულის უკმარისობა (ორგანიზმში გამოხატული წყლის შეკავება, სუნთქვის გართულება);
• ორსულობა ან ორსულობის დადგომის ალბათობა;
• ძუძუთი კვება;
• ერთდროული გამოყენება ალისკირენთან მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში.
უკუნაჩვენებია ბავშვებისთვის.
დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილე
პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან:
• აორტის სტენოზის არსებობისას;
• მიტრალური სარქველის სტენოზის არსებობისას;
• ჰიპერტროფული კარდიომიოპათიისას;
• თირკმლის არტერიის სტენოზის არსებობისას;
• გულისა ან თირკმელების სხვა დაავადებების არსებობისას;
• ღვიძლის დაავადებების არსებობისას;
• შემაერთებელი ქსოვილის დაავადებების არსებობისას, მაგალითად, სისტემური წითელი მგლურის ან სკლეროდერმიის დროს;
• ათეროსკლეროზის არსებობისას;
• ჰიპერპარათირეოზის დროს;
• ნიკრისის ქარის დროს;
• შაქრის დიაბეტის არსებობისას;
• დაბალმარილიანი დიეტის დაცვისას ან კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელების გამოყენებისას;
• ლითიუმის ან შარდმდენი საშუალებების, ე.წ. კალიუმდამზოგველიდიურეტიკების(სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი)მიღებისას. თავი შეიკავეთ მათი და პრილამიდის ერთობლივი გამოყენებისგან (იხ. „სამკურნალწამლო ურთიერთქმედება“);
• არტერიალური წნევის დასაწევად სხვა პრეპარატების მიღებისას, როგორიცაა ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორები ან ალისკირენი. იხ. ასევე „უკუჩვენებები“;
• თუ თქვენი ასაკი 70 წელსაღემატება.
შეატყობინეთ მკურნალ ექიმს ან სამედიცინო პერსონალს იმის შესახებ, რომ ღებულობთ ამ პრეპარატს, თუ:
• გეგმავთ ანესთეზიის და/ან ოპერაციის ჩატარებას;
• ცოტა ხნის წინ გქონდათ ფაღარათი ან ღებინება, ან გაუწყლოება;
• შეამჩნიეთ კანის მომატებული მგრძნობელობა მზის მიმართ;
• გაწუხებთ მდგრადი მშრალი ხველა;
• იგრძენით ტკივილი მუცლის არეში გულისრევის ან ღებინების არსებობით ან არარსებობით; ეს შეიძლება იყოს სერიოზული ალერგიული რეაქციის სიმპტომი, რომელსაც ეწოდება ნაწლავების ანგიონევროტული შეშუპება;
• გიტარდებათ დსლ-დიალიზი ან აფერეზი (ქოლესტერინის აღმოფხვრა სისხლიდან სპეციალური აპარატიდან);
• დანიშნული გაქვთ ფუტკრების ან კრაზანების ნაკბენების მიმართალერგიის მკურნალობა (დესენსიბილიზაცია);
• დანიშნული გაქვთ გამოკვლევა იოდის შემცველი კონტრასტული ნივთიერებებისშეყვანით.
პრილამიდი შეიძლება იყოს ნაკლებად ეფექტური შავკანიანი პაციენტების მკურნალობისას.
სამკურნალწამლო ურთიერთქმედება
თუ ამჟამად ან ახლო წარსულში თქვენ იღებდით რომელიმე სხვა წამლებს, მათ შორის ურეცეპტოს, მცენარეული ან ნატურალური ნედლეულიდან, აუცილებლად შეატყობინეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს.
მოერიდეთ მოცემული პრეპარატის მიღებას:
• ლითიუმთან (ინიშნება დეპრესიების სამკურნალოდ);
• შარდმდენ საშუალებებთან (კალიუმის დამზოგავი დიურეტიკები, მაგ., სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი);
• კალიუმის მარილებთან ერთად;
• ალისკირენთან ერთად თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევისას.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შეატყობინოთ მკურნალ ექიმს პრეპარატის მიღებამდე იმის შესახებ, რომ თქვენ იღებთ რომელიმეს შემდეგი პრეპარატებიდან:
• სხვა წამლებსმომატებული არტერიალური წნევის სამკურნალოდ(ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორები (არბ) ან ალისკირენი);
• გულის არითმიის საწინააღმდეგო პრეპარატებს (მაგ., პროკაინამიდი, დიგოქსინი, ჰიდროქინიდინი, დიზოპირამიდი, ქინიდინი, ამიოდარონი, სატალოლი, დიფემანილი);
• თივის ცხელებისა ან ალერგიების საწინააღმდეგო ანტიჰისტამინურ პრეპარატებს, მაგ., ტერფენადინი, ასტემიზოლი, მიზოლასტინი;
• ბეპრიდილს(სტენოკარდიის საწინააღმდეგო);
• ბენზამიდებს (ინიშნება ფსიქოტური აშლილობებისას, მაგ., სულტოპრიდი);
• ბუტიროფენონებს (ინიშნება ფსიქოტური აშლილობებისას, მაგ., გალოპერიდოლი);
• ციზაპრიდს (პრეპარატი ნაწლავების მუშაობის გასაუმჯობესებლად);
• ერითრომიცინს ინიექციის სახით (ანტიბიოტიკი);
• მოქსიფლოქსაცინს ან სპარფლოქსაცინს (ანტიბიოტიკები);
• მეტადონს (პრეპარატი ნარკოტიკული დამოკიდებულების სამკურნალოდ);
• ალოპურინოლს (ნიკრისის ქარის სამკურნალოდ);
• კორტიკოსტეროიდებს (სხვადასხვა მდგომარეობების სამკურნალოდ, მძიმე ასთმისა და რევმატოიდული ართრიტის ჩათვლით);
• იმუნოდეპრესანტებს (ინიშნება აუტოიმუნური დაავადებებისას ან ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ, მაგ., ციკლოსპორინი);
• პრეპარატებს კიბოს სამკურნალოდ;
• გალოფანტრინს (მალარიის სამკურნალოდ);
• პენტამიდინს (პნევმონიის სამკურნალოდ);
• ვინკამინს (ხანდაზმულებში სიმპტომატური კოგნიტიური დარღვევებისას);
• ბაკლოფენს (გაფანტული სკლეროზისას);
• ინსულინს, მეტფორმინს ან გლიმეპირიდს (შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ);
• კალციუმს;
• მასტიმულირებელი მოქმედების საფაღარათო საშუალებებს (მაგ., სინამაქის ფოთოლი);
• არასტეროიდულ ანთებასაწინააღმდეგო საშუალებებს (აასს) ტკივილის მოსახსნელად ან სალიცილატებს მაღალი დოზებით (მაგ., აცეტილსალიცილის მჟავა);
• ამფოცერიტინი Bინიექციის სახით (მძიმე სოკოვანი დაავადებისას);
• პრეპარატებს ფსიქიკური აშლილობების სამკურნალოდ, როგორებიცაა: დეპრესია, შფოთვა, შიზოფრენია (მაგ., ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ნეიროლეპტიკები);
• ტეტრაკოზაქტიდს(კრონის დაავადებისას);
• ოქროს პრეპარატებს (ნატრიუმისაუროთიომალატი) ინიექციის სახით (რევმატიზმის დროს).
თუ თქვენ დარწმუნებული არ ხართ პრეპარატის დასახელებაში, შეეკითხეთ მკურნალ ექიმს.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
პრილამიდი უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
ექიმები განსაკუთრებული სიფრთხილით უნიშნავენ პრეპარატს ახალგაზრდა ქალებს, რომლებსაც შეუძლიათ დაორსულება. თუ თქვენ გეგმავთ დაორსულებას ან უკვე ორსულად ხართ, შეწყვიტეთ მოცემული პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ შეარტობინეთ ექიმს ამის შესახებ. გაესაუბრეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი წამლის მიღებამდე.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
პრეპარატი არ ახდენს ზეგავლენას ყურადღების კონცენტრაციაზე, მაგრამ მას შეუძლია გამოიწვიოს თავბრუსხვევა ან სისუსტე წნევის დაწევის გამო, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში ან დოზის გაზრდისას. ამ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარი შეიძლება შემცირდეს.
ინფორმაცია დამხმარე ნივთიერებების შესახებ
პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას. თუ ექიმმა გითხრათ, რომ თქვენ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, გთხოვთ განიხილოთ მასთან მოცემული პრეპარატის მიღება.
3. როგორ უნდა იქნას მიღებული პრილამიდი
პრეპარატი ყოველთვის უნდა მიიღოთ ექიმის მითითებების ზუსტიდაცვით.
შიგნით მისაღებად. პრეპარატის მიღება უმჯობესია დილით, საკვების მიღებამდე, მიაყოლეთ ერთი ჭიქა წყალი.
რეკომენდირებული დოზა მოზრდილთათვის
1 ტაბლეტი დღე-ღამეში ერთხელ.
თუ არტერიალური წნევა არ ექვემდებარება კონტროლს 1 თვეში, მაშინ დოზას აორმაგებენ.
ხანდაზმული პაციენტები
დოზას შეარჩევს ექიმი. როგორც წესი, მკურნალობას იწყებენ ერთი ტაბლეტიდან დღე-ღამეში ერთხელ
პაციენტები თირკმლის უკმარისობით
მძიმე თირკმლის უკმარისობისას (კრეატინინის კლირენსი 30 მლ/წთ-ზე ნაკლები) პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია.
საშუალო სიმძიმის თირკმლის უკმარისობისას (კრეატინინის კლირენსი 30-60 მლ/წთ) მაქსიმალური დოზა შეადგენს 1 ტაბლეტს დღე-ღამეში.
60 მლ/წთ და მეტი კრეატინინის კლირენსის მაჩვენებლებისას დოზის კორექტირების აუცილებლობა არ არსებობს. ასეთი პაციენტების სამედიცინო ზედამხედველობა უნდა მოიცავდეს კრეატინინის და კალიუმის დონის ხშირ კონტროლს.
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით
ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევისას პრეპარატის მიღება უკუნაჩვენებია
საშუალო სიმძიმის ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას დოზის კორექტირების აუცილებლობა არ არსებობს.
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირებისას დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს მიმღებ განყოფილებაში. ჭარბი დოზირების ყველაზე მეტად სავარაუდო ეფექტი - დაბალი არტერიალური წნევაა. წნევის მნიშვნელოვანი დაწევისას (რომლის სიმპტომებსაც წარმოადგენს თავბრუსხვევა და სისუსტე) პაციენტებს შველის ჰორიზონტალური მდგომარეობის მიღება სხეულის დონის ზემოთ ფეხების პოზიციით.
პრეპარატის მიღების გამოტოვება
მნიშვნელოვანია არ გამოტოვოთ არც ერთი მიღება, რადგანაც რეგულარული მკურნალობა უფრო ეფექტურია. თუ თქვენ მაინც გამოტოვეთ ერთი ან მეტი დოზის მიღება, მიიღეთ პრეპარატი, როგორც კი გაგახსენდებათ, და განაგრძეთ მკურნალობა დანიშნული სქემით. ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას გამოტოვებული დოზის კომპენსაციისთვის!
მკურნალობის შეწყვეტა
არ შეწყვიტოთ მკურნალობა იქამდე, სანამ არ გაესაუბრებით ექიმს. მკურნალობის გაგრძელება შესაძლებელია საჭირო გახდეს მაშინაც კი, როდესაც კარგად იგრძნობთ თავს.
თუ გაქვთ რაიმე კითხვები მოცემული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, გაესაუბრეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
4. შესაძლებელი გვერდითი ეფექტები
როგორც ყველა წამალი, პრილამიდს შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა, თუნდაც ისინი ყველა პაციენტში არ ვითარდება.
დაუყოვლებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს, თუ თქვენ შეამჩნიეთ სერიოზული ალერგიული რეაქციის ჩამოთვლილი სიმპტომებიდან ერთ-ერთი, რომელიც მოითხოვს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას, როგორც წესი, სტაციონარში:
• სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის, თვალების და ყელის შეშუპებულობა;
• სუნთქვის გაძნელება;
• ძლიერი თავბრუსხვევა ან სისუსტე;
• ბუშტულების წარმოქმნა კანზე, პირში, თვალების გარშემო და შორისის მიდამოებში.
ასევე დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ გაგიჩნდათ:
• უჩვეულოდ ხშირი ან არათანაბარი გულისცემა;
• ტკივილი მკერდის არეში.
სხვა გვერდითი ეფექტები
ხშირი (100 ადამიანიდან 1-10-ში):
• შეკრულობა;
• სიმშრალე პირში;
• გულისრევა;
• ღებინება;
• კუჭში უსიამოვნო შეგრძნებები საკვების მიღების შემდეგ (დისპეპსია);
• ტკივილი მუცლის არეში;
• ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში;
• ანორექსია;
• ფაღარათი;
• გემოს დარღვევები;
• მშრალი ხველა;
• სუნთქვის გაძნელება;
• მხედველობის დარღვევები;
• ყურებში შუილი ან ზანზარი;
• კუნთოვანი კრუნჩხვები;
• სისუსტე (ასტენია);
• დაბალი არტერიალური წნევა და მასთან დაკავშირებული თავბრუსხვევა, სისუსტე ადგომისას;
• თავის ტკივილი;
• თავბრუსხვევა;
• ჩხვლეტა, ქავილი ან წიწკნა ხილული მიზეზების გარეშე (პარესთეზია);
• ბრუნვის შეგრძენება (ვესტიბულარული თავბრუსხვევა);
• კანის რეაქციები (გამონაყარი, კანის ზედაპირიდან მკვეთრად ამაღლებული გამონაყარი, ქავილი);
• სისხლში კალიუმის შემცველობის შემცირება.
არახშირი (1000 ადამიანიდან 1-10-ში):
• ჰემორაგიული გამონაყარი კანზე (პურპურა);
• გამონაყარი ქავილით კანზე (ჭინჭრის ცხელება);
• განწყობის და/ან ძილის დარღვევები;
• სუნთქვის გაძნელება, რომელსაც თან ახლავს ხიხინი ან ხველა (ბრონქოსპაზმი);
• სახის, ტუჩების, პირის ღრუს, ენის, თვალების ან ყელის შეშუპება;
• თირკმელების ფუნქციის დარღვევა (თირკმლის უკმარისობა);
• იმპოტენცია;
• ოფლიანობა.
შეასაძლებელია სისტემური წითელი მგლურის მიმდინარეობის გაუარესება (შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები).
იშვიათი (10000 ადამიანიდან 1-10-ში):
• სისხლის პლაზმაში კალციუმის დონის მომატება;
• ნაწლავების ანგიონევროტული შეშუპება (ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა ტკივილი მუცლის არეში, რომელსაც თან ახლავს გულისრევის ან ღებინების არსებობა ან არარსებობა).
ძალიან იშვიათი (10000 ადამიანიდან 1-ზე ნაკლებში):
• კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება (პანკრეატიტი);
• თრომბოციტების რიცხვის შემცირება;
• ლეიკოციტების (ნეიტროფილების) რიცხვის შემცირება, რაც იწვევს ინფექციების მიმართ მიდრეკილებას;
• ერითროციტების რიცხვის შემცირება და ამასთან დაკავშირებით კანის სიმკრთალე, სისუსტე და ქოშინი (ანემია გადანერგილი თირკმლის მქონე პაციენტებში ან ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში, აპლასტიკური ანემია, ჰემოლიტიკური ანემია);
• ღვიძლის ანთება (ჰეპატიტი);
• მწვავე თირკმლის უკმარისობა (თირკმელების ფუნქციის დარღვევა შარდგამოყოფის გამოხატული შემცირებით);
• ეოზინოფილური პნევმონია;
• ცხვირის გაჭედილობა ან სურდო;
• გულის მუშაობის დარღვევები (ნელი, უჩვეულოდ ჩქარი ან არათანაბარი გულის რითმი, გულის შეტევა და მიოკარდიუმის ინფარქტი);
• კანის მძიმე რეაქციები (გამონაყარი, კანის შეწითლება, ბებერები ტუჩებზე, თვალებზე ან პირში, კანის ქერცვლა, რასაც შეიძლება თან ახლდეს სიცხე);
• კანის მომატებული მგძნობელობა მზის მიმართ;
• არეული ცნობიერება.
სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე შეუძლებელია სიხშირის დადგენა):
• ღვიძლის უკმარისობის არსებობისას შესაძლებელია თავის ტვინის მუშაობის დარღვევები (პიროვნების შეცვლა, არეული ცნობიერება, სტუპორი, კანკალი, კონვულსიები, ცნობიერების დარღვევები);
• ცვლილებები სისხლის ანალიზებში(შარდმჟავას და გლუკოზის შემცველობის მომატება სისხლში მკურნალობის დროს, შარდოვანას და კრეატინინის დონის მცირე მომატება სისხლის პლაზმაში, რომელიც შექცევადია მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. ყველაზე ხშირად მოცემული მოვლენები აღინიშნება თირკმლის არტერიის სტენოზისას, არტერიალური ჰიპერტენზიის დიურეტიკებით მკურნალობისას, თირკმლის უკმარისობისას. ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, კალიუმის დონის შემცირება, რომელიც უმეტესად გამოხატულია ზოგიერთ რისკის ჯგუფებში, კალიუმის დონის მომატება, ჩვეულებრივ გარდამავალი, ნატრიუმის დონის შემცირება სისხლის შემცირებულ მოცულობასთან კომბინაციაში, რომელიც იწვევს გაუწყლოებას და წნევის დაწევას ადგომისას);
• QT ინტერვალის გახანგრძლივება ეკგ-ზე;
• გულის წასვლა;
• „პირუეტის“ ტიპის პარკუჭოვანი ტაქიკარდია (პოტენციურად სიცოცხლისთვის სახიფათო).
თუ თქვენ გაგიჩნდათ გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ჩანართ ფურცელში, გთხოვთ შეატყობინოთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
5. შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შეინახეთ მხოლოდ ორიგინალურ შეფუთვაშიარა უმეტეს 300C ტემპერატურის პირობებში.
ნუ გამოიყენებთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ვარგისობის ვადის ამოწურვის თარიღად მიჩნეულია მითითებული თვის ბოლო დღე.
ნუ გადაყრით სამკურნალწამლო საშუალებებს კანალიზაციასა ან სახლის ნაგავში. იკითხეთ აფთიაქში, თუ როგორ მოიცილოთ ზედმეტი წამლები. ეს ზომები გარემოს დაცვას დაეხმარება.
გაყიდვის პირობები
იყიდება რეცეპტით.