Nuk
პროაქტივ კომპლექსი / Pro aktiv Komplex

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: DR. Wolz
  • მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას ხრტილოვან ქსოვილსი 

 

შემადგენლობა :

დღიური დოზა შეიცავს 

ვიტამინი ჩ 40 მგ

ვიტამინი E 22 მგ

ფოლიუმის მჟავა 100 მკგ

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები 300 მგ

გლუკოზამინის სულფატი 1,000 მგ

ქონდროიტინის სულფატი 500 მგ

 

ქონდროიტინის სულფატი

მაღალმოლეკულური პოლისაქარიდია, რომელიც გავლენას ახდენს ხრტილოვან ქსოვოილში ფოსფორისა და კალციუმის ცვლაზე, აფერხებს ძვლოვანი ქსვილის რეზორბციას, ხელს უწყობს ძვლოვანი ქსოვილის აღდგენას და ამუხრუჭებს ხრტილოვანი ქსოვოლოს დეგენერაციას    

 

გლუკოზამინის სულფატი 

ენგოგენური ნივთიერებაა, შედის პროტეოგლიკანების და გლუკზამინოგლიკანების შემადგენლობაში. წარმოადგენს სახსრის სინოვიალური სითხის მთავარ კომპონენყტს  და უზრუნველყოფს ხრტილოვანი ქსოვილისსტრუქტურულ მთლიანობას. სისტემატიური გამოყენებისას პროტეოგლიკანების ,  ჰილაურინისა და  ქონდროიტინ სუკლფატის სინთეზუს აქტივაციის გზით ხელს უშლის სახსრებში დეგენერაციული პროცესების პროგრესირებას 

 

ვიტამინ ჩ- გადამწყვეტი როლი აქვს კოლაგენის წარმოქმნის პროცესში, 

ორგანიზმს ვიტამინ ჩ სჭირდება ხრტილების გლუვი ზედაპირის აღდგენისათვის

ვიტამინ E- მძლავრი ანტიოქსიდანტია, რომელიც ანელებს უჯრედების 

დაბერების პროცესს, აუმჯობესებს მათ კვებას, უზრუნველყოფს სისხლის გამდიდრებას ჟანგბადით და ამაგრებს სისხლძარღვების კედელს.

ომეგა3 წარმოადგენს  აუცილებელ კომპონენტს რომლის საფუძველძეც ორგანიზმში იწარმოება ენდოგენური ანთების საწინააღმდეგო ნივთიერებები. 

 

ჩვენებები

სახსრებისა და ხერხენლის ქრონიკული ანთებითი და დეგენერაციული დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა 

პირველადი მაეორადი ოსტეოართროზი

მოტეხილობები, ტრამვები(შეხორცების  ,ძვლოვანი კორძის წარმოქმნის დასაჩქარებლად),

 

 

დოზირება,მიღების წესები 

კოლოფში მოთავსებულია ორი, განსხვავებული მოქმედების მექანიზმის მქონე კაფსულები, რომელთა ფერიც განსხვავებულია. 

 

მიიღება:

კომპლექსის 3 კაფსულა და  ომეგა3ის 1 კაფსულა საკმარისი რაოდენობის 

(200 მლ)წყალის მიყოლებით  ჭამის შემდეგ.

 

მკურნალობის ხანგრძლივობა :

რეკომენდებულია პრეპარატის მიღება   2-3 თვე 

მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირის შემდეგ აღინიშნება კლინიკური სიმპტომების შემცირება

 

გვერდითი მოქმედება

ზოგადად პრეპარატი კარგად გადაიტანება, თუმც ერთეულ შემთხვევაში შეიძლება დაფიქსირდეს კუჭნაწლავის ტრაქტის გაღიზიანება.

სიფრთხილით ინიშნება თირკმლის ფუნქციური დარღვევების  დროს.

 

ორსულობა და ლაქტაცია

უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კვლევების არ არსებობის გამო არ

არის სასურველი რომ დაინიშნოს.

არ ინიშნება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

 

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

დასაშვებია გამოყენებულ იქნეს  არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან და გლუკოკორტიკოიდებთან ერთად

შენახვის პირობები

 

ინახება ოთახის ტემერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

 

წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს

 

სად შევიძინოთ?