შემადგენლობა
1 ტაბლები შეიცავს –კალციუმი (Calcium carbonate – 1372მგ) 500.00 მგ.; ვიტ. D3 (Cholecalciferol) 10.00 მგ.; ვიტ. K1 (Phytomenadione) 40.00 მკგ.
გემრიელი, რბილი, საღეჭი კარამელი შოკოლადის არომატით. შეიცავს კალციუმის, ვიტამინ D3-სა და ვიტამინ K1-ს კომბინაციას. ყველა ეს კომპონენტი აუცილებელია ჯანმრთელი და ძლიერი ძვლის სტრუქტურისა და ფუნქციის შენარჩუნებისათვის. პროენზი ლედი კალცი კუბი წარმოადგენს საუკეთესო არჩევანს მათთვის, ვინც საჭიროებს კალციუმის ბალანსის მოწესრიგებას ორგანიზმში და მათთვის, ვისთვისაც ტაბლეტირებული ფორმის მიღება წარმოადგენს დისკომფორტს.
კალციუმი მნიშვნელოვანი მინერალია, რომელიც გადამწყვეტ როლს თამაშობს ძვლის და კბილების ემაილს ფორმირებაში. მიუხედავად იმისა, რომ მისი უდიდესი ნაწილი კონცენტრირებულია ძვლებში, ის გარკვეული რაოდენობითაა სისხლშიც, სადაც აუცილებელია საკვები ნივთიერებების გადატანისთვის, სისხლის შედედებისთვის, საჭმლის მომნელებელი სისტემის ჰორმონების სინთეზისთვის, ნერვული და კუნთოვანი ქსოვილის აქტივობისთვის. ვიტამინი D3 ხელს უწყობს კალციუმისა და ფოსფორის ათვისებას ნაწლავებიდან და უზრუნველჰყოფს მათ ოპტიმალურ პლაზმურ კონცენტრაციას. ვიტამინი D3 მეტწილად წარმოიქმნება კანში, მზის ულტრაიისფერი სხივების მოქმედების შედეგად. აუცილებელია ძვლის, კბილების და კუნთების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ვიტამინი K ხელს უწყობს ძვლების მინერალიზაციას. ამცირებს ოსტეოპოროზისა და ოსტეოპენიის განვითარების რისკს. ვიტამინი K-სა და ვიტამინ D3-ის კომბინაცია ეფექტურია ძვლოვანი ქსოვილის სიმკვრივის შენარჩუნებისათვის, პოსტმენოპაუზის საწყის ეტაპზე, ქალბატონებში, რომლებსაც აღენიშნებათ ძვლის მომატებული მეტაბოლიზმის მარკერი.
ექსპერტები ძვლების სტრუქტურის შენარჩუნებისათვის რეკომენდაციას უწევენ სამი აუცილებელი კომპონენტის კომბინაციას: რეგულარული, ზომიერი ფიზიკური დატვირთვა; კალციუმის, ვიტამინი K-სა და ვიტამინ D3-ის საკმარისი რაოდენობით მიღება; ჯანსაღი ცხოვრების წესი. ძვლები მუდმივად განიცდის განახლების პროცესს, ამიტომ აუცილებელია ამ პროცესის მხარდაჭერა საჭირო მინერალებითა და ვიტამინებით.
ჩვენებები
სხვადასხვა წარმოშობის ოსტეოპენიისა და ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა და მკურნალობა ბავშვებში და მოზრდილებში, მათ შორის ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში; მოტეხილობის პროფილაქტიკა; გამოჯანმრთელების ვადების შემცირება და მოტეხილობების შემდგომი მკურნალობა; კალციუმისა და ვიტამინ D3-ის დეფიციტის შევსება და მათი შეთვისების ნორმალიზება ბავშვებსა და მოზარდებში ინტენსიური ზრდის პერიოდში, საკვებით მათი არასაკმარისი მიღებისას; ძვალ-ხრტილოვანი ქსოვილისა და პარადონტის მინერალური მხარდაჭერა ბავშვებში და მოზარდებში; პოსტმენოპაუზური პერიოდი; ოსტეოპოროზის პრევენცია; ძვლოვანი ქსოვილის ნორმალური ფუნქციონირება.
გვერდითი მოვლენები
არ ახასიათებს.
უკუჩვენება
დღიური, რეკომენდებული დოზით მიღებისას უსაფრთხოა.
მიღების წესი და დოზირება
3-12 წლის ასაკის ბავშვებში: 1 საღეჭი ტაბლეტი დღეში ერთჯერ; 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში და ზრდასრულებში: 1-2 საღეჭი ტაბლეტი დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.
გამოშვების ფორმა
# 30 საღეჭი შოკოლადის ტაბლეტი, საკვები დანამატი.
შენახვის პირობები
ინახება მშრალ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე.
აფთიაქიდან გაცემის წესი
ურეცეპტოდ.