შემადგენლობა
1 კაფსულა შეიცავს აქტიური სამკურნალო კომპონენტის:
საბალის ნაყოფის ექსტრაქტი (Ext. Sabalis serrulatae 9-11:1)–320 მგ დამხმარე ნივთიერებები:
სუქცინილირებული ჟელატინი, გლიცერინი, საღებავები E 124, E 171, E 172.
კომპლექსურ თერაპიაში წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის(I და II სტადია) მქონე პაციენტების სამკურნალოდ.
პრეპარატის 1 კაფსულის მიღება ხდება დღეში ერთხელ, ერთსა და იმავე დროს, დაუღეჭავად, კვების შემდეგ სითხის მცირე რაოდენობის მიყოლებით.
პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა – არა ნაკლებ 1,5 თვე, მყარი ეფექტის მიღწევის ვადა დამოკიდებულია დაავადების სტადიაზე.
პროსტამოლი® უნოს კარგი ამტანობის გამო მისი გამოყენება შესაძლებელია ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება. იშვიათად შეიძლება აღინიშნოს კუჭის ტკივილი.
პრეპარატის ინდივიდუალური აუტანლობა.
მყარი თერაპიული ეფექტის მიღწევა საჭიროებს პრეპარატის ხანგრძლივ მიღებას იმ შემთხვევაშიც, როცა დაავადების სიმპტომების გამოვლენა მცირდება.
შენახვის ვადა არის 3 წელი.
ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღი მითითებულია მუყაოს კოლოფზე და ბლისტერზე.
კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება!
პრეპარატი ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას, ტემპერატურა +15°C - +25°C
პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.
რეგისტრაციის მოქმედების ვადა 29.03.2015