რა არის პროტონი 20მგ?
პროტონი 20მგ არის მედიკამენტი კაფსულის ფორმით (მყარი, გასტრო-რეზისტენუტლი კაფსულა) ორალური გამოყენებისთვის, შეიცავს 20მგ ომეპრაზოლს (აქტიური ნივთიერება).
კაფსულები არის ოპალესცირებული, თეთრი/თეთრი ფერის, დასახელების შავად ნაბეჭდით PღOთON უკანა მხარეს სიგრძეზე თავზე და კორპუსზე. შეიცავს მყარ, გასტრო-რეზისტენტულ, ძალიან ღია ბეჟი ფერის გრანულებს.
პროტონი 20მგ აგრეთვე შეიცავს შემდეგ არააქტიური ინგრედიენტებს (ექსიპიენტებს): ლაქტოზა, ჰიპრომელოზა, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ნატრიუმის ლაურილსულფატი, დინატრიუმ ფოსფატის დოდეკაჰიდრატი, დიეთილ ფტალატი, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზას ფტალატი და შაქარი. კაფსულა შეიცავს ჟელატინს, ტიტანის დიოქსიდს (E171) და გამოხდილ წყალს.
პროტონი 20მგ გამოდის შეფუთვაში, რომელიც შეიცავს 14 ან 56 კაფსულას.
როდის უნდა გამოვიყენო ის?
პროტონი 20მგ გამოყენებულია შემდეგ შემთხვევებში:
-რეფლუქსური ეზოფაგიტის მკურნალობა (შემანარჩუებელი თერაპიის ჩათვლით რეციდივის პრევენციისთვის) და გასტრო-ეზოფაგალური რეფლუქსის სიმპტომური მკურნალობისთვის.
-დუოდენური წყლულის მკურნალობა.
-კუჭის კეთილთვისებიანი წყლულის მკურნალობა.
-ჰიპერქლორჰიდრიის სხვა პათოლოგიური მახასიათებლების მკურნალობა, როგორიცაა ზოლინგერ-ელისონის სინდრომი
-მჟავა დისპეფსიის მკურნალობა
-შესაბამის ანტიბაქტერიულ კომბინაციაში მკურნალობა Hელიცობაცტერ პყლორი–ს ერედიკაცისთვის პაციენტებში H. პყლორი ასოცირებული პეპტიური წყლულით (იხ. როგორ უნდა მივიღო პროტონი 20მგ?).
-კუჭის და დუოდენური წყლულის ან ეროზიების მკურნალობა და პროფილაქტიკა, რომელიც ასოცირებულია ასაპ-ით მკურნალობასთან (არასტეროიდულ ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებები).
კიდევ რისი ცოდნა მჭირდება?
ომეპრაზპოლი, პროტონი 20მგ-ს აქტიური ნივთიერება არის ბოლო თაობის ანტი-სეკრეტორული აგენტი, რომელიც ბლოკავს კუჭში მჟავას სეკრეციას პარიეტული უჯრედების პროტონული ტუმბოს ინჰიბირებით.
რადგან იგი მაღალსელექციურია, მოქმედების მექანიზმი უფრო ეფექტურია ვიდრე სხვა ანტისეკრეტორული აგენტებისა (უჯრედების ზედაპირზე მოქმედი), როგორიცაა H2-რეცეპტორების ანტაგონისტები ე.წ კუჭის მჟავიანობასთან დაკავშირებული დაავადებების მკურნალობისას, რაც იწვევს გამოჯანმრთელების უფრო მაღალ სიხშირეს.
რა უნდა ვიცოდე პროტონი 20მგ-ს მიღებამდე?
როდის არ უნდა მივიღო პროტონი 20მგ?
ეს მედიკამენტი არ უნდა მიიღოთ თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) ომეპრაზოლის ან ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (იხ. რა არის პროტონი 20მგ?). ალერგიული რეაქციები ამ მედიკამენტის მიმართ შეიძლება მოიცავდეს სახის, ტუჩების ან ყელის შეშუპებას (ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელება).
კლარიტრომიცინთან კომბინირებლი გამოყენება რეკომენდებული არ არპის ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.
როდის უნდა მივიღო სიფრთხილით პროტონი 20მგ?
ექიმმა რომელმაც დაგინიშნათ პროტონი 20მგ იუნდა იცოდეს თქვენი ანამნეზი და არსებული კლინიკური მდგომარეობა, მკურნალობის დაწყებამდე უნდა გამოირიცხოს კუჭის ავთვისებიანი სიმსივნე. წყლულის სიმპტომების გაუმჯობესება არ გამორიცხავს ავთვისებიანი სიმსივნის არსებობის შანსს.
პაციენტებში პეპტიური წყლულით, ექიმმა უნდა ჩაატაროს Hელიცობაცტერ პყლორი სტატუსის განსაზღვრის გამოკვლევა. პაციენტებში, რომლებშიც H. პყლორი დადებითია, მიკროორგანიზმის გამოყოფა უნდა მოხდეს ერადიკაციული მკურნალობით.
პაციენტებში რეფლუქსური ეზოფაგითით, დიაგნოზი უნდა დადასტურდეს ენდოსკოპიით.
კუჭის მჟავიანობის შემცირება ნებისმიერი მიზეზით - პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების ჩათლვით ზრდის ბაქტერიების რაოდენობას, რომელიც ნორმაში არსებობს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. მჟავიანობის შემამცირებელი მედიკამენტების მიღება იწვევს გასტროინტესტინური ინფექციების მცირე ზრდას, რომლებიც გამოწვეულია მაგ., შალმონელლა-თი და ჩამპყლობაცტერ-ით.
ომეპრაზოლი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ ხანდაზმულ პაციენტებში ან იმ პირებში, რომლებშიც აღინიშნება თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობა, განსაკუთრებით მაღალი დოზებით. პაციენტებში ღვიძლის მწვავე უკმარისობით, დღიური დოზა არ უნდა აჭარბებდეს 20მგ-ს. ომეპრაზოლის 20მგ გამოყენებისას პაციენტებში ღვიძლის მწვაე უკმარისობით, საჭიროა ღვიძლის ფერმენტების პერიოდული შემოწმება.
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებთან დაკავშირებული წყლულების მკურნალობამდე უნდა გაითვალისწინონ გამომწვევი აგენტის მიღების შეწყვეტის შესაძლებლობა.
ასაპ საშუალებებთან დაკავშირებული წყლულის შემანარჩუნებელი მკურნალობა შეზღუდული უნდა იყოს მაღალი რისკის პაციენტებში.
ხანგრძლივი გამოყენებისას, განსაკუთრებით 1 წელზე დიდ პეიროდში, ექიმმა უჯნდა გადახედოს მკურნალობას რეგულარუალდ და შეაფასოს რისკის და სარგებლის შეფარდება.
ომეპრაზოლით მკურნალბის დროს, იმ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა კომბინირებული მკურნალობა (ასაპ ასოცირებული წყლულები ან ერადიკაცია), სიფრთხილეა საჭირო სხვა მედიკამეტენის მიღებისას რადგან შეიძლება აღინიშნოს ჭეშმარიტი ან პოტენციური ურთიერთქმედება (იხ. საინფორმაციაო ბროშურა სხვა მედიკამენტებისთვის). აგრეთვე სიფრთხილეა საჭირო თირკმლის და ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.
ომეპრაზოლი არ უნდა გამოიყენონ 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ეს მედიკამენტი შეიცავს ლაქტოზას დ ასუკროზას, აქედან გამომდინარე პაციენტებმა ზოგიერთი შაქრის აუტანლობის იშვიათი მემკვიდრული პრობლემებით (გალაქტოზა ან ფრუქტოზა), გლუკოზა-გალაქტოზას დაბალი აბსორბცია და ზოგიერთი ტიპის ენზიმის უკმარისობა (ლაპ ლაქტაზა ან საქაროზა-იზომალტაზა) ეს მედიკამენტი არ უნდა მიიღონ.
შემიძლია პროტონი 20მგ-ს ორსულობის ან ლაქტაციის დროს გამოყენება?
თუმცა ცხოველების კვლევები არ მიუთითებს რისკზე დედისთვის ან ნაყოფისთვის, ომერპაზოლი ორსულობის ან ლაქტაციის დროს უნდა მიიღონ მხოლოდ აუცილებლობისას და როდესაც სარგებელი აჭარბებს პოტენციურ რისკს.
შემიძლია პროტონი 20მგ-ს სხვა მედიკამენტებთან ერთად მიღება?
მნიშვნელოვანია აცნობოთ თქვენს ექიმს, რომ იღებთ ან ბოლო პერიოდში მიღებული გაქვთ რაიმე მედიკამენტი, რეცეპტის გარეშე გაცემული საშუალებების ჩათვლით.
ომეპრაზოლი შეიძლება აინჰიბირებდეს ღვიძლში დისულფირამის მეტაბოლიზმს. ზოგიერთი იზოლირებული შემთხვევა კუნთების რიგიდობისა აღწერილია.
არსებობს წინააღმდეგობის მონაცემები ომეპრაზოლის და ციკლოსპორინის ურთიერთქმედებისას. აქედან გამომდინარე საჭიროა პლაზმაში ციკლოსპორინის დონის მონიტორინგი პაციენტებში, რომლებსაც მკურნალობენ ომეპრაზოლით, შეიძლება ეს დონე გაიზარდოს.
ომეპრაზოლის და დიგოქსინის ერთად გამოყენება ჯანმრთელ ინდივიდებში იწვევს დიგოქსინის ბიოშეღწევადობის 10%-ით ზრდას კუჭის PH მომატების გამო.
აგრეთვე სიფრთხილეა საჭირო თუ იღებთ შემდეგ მედიკამენტებს ერთად, რადგან ომეპრაზოლი ახანგრძLივებს მათი გამოყოფის დროს და ზრდის კონცენტრაციას პლაზმაში:
-ეპილეფსიის საწინააღმდეგო მედიკამენტები (მაგ., ფენიტოინი, კარბამაზეპინი); რეკომენდებულაი ამ მედიკამენტების მონიტორინგი ამგვარ პაციენტებში, რადგან შეიძლება საჭირო გახდეს დოიზს შემცირება;
-ანტიკოაგულანტური საშUალებეიბ (მაგ. ვარფარინი) და თრომბოციტების ანტიაგრენანტები (მაგ.ცილოსტაზოლი, ტიკლოპიდინი); ვარფაირნის შემთხვევაში საჭიროა პროთრომბინის დროის კონტროლი.
-ანქსიოლიზური საშუალებები (მაგ., დიაზეპამი, ალპრაზოლამი, ქლორაზეპატი და შესაძლოა ბენზოდიაზეპინები);
-ანტიდეპრესანტები (მაგ.იმიპრამინი, კლომიპრამინი, ციტალოპრამი);
-ბარბიტურატები (მაგ., ჰექსობარბიტალი) და სხვა სედაციური საშუალებები (მაგ. მიდაზოლამი, ტრიაზოლამი);
-მედიკამენტები გამოყენებული ალკოჰოლური დამოკიდებულების დროს (მაგ., დისულფირამი).
რადგან ომეპრაზოლით მკურნალობა ამცირებს კუჭის მჟავიანობას, ზოგიერთი ნივთიერების შეწოვა შეიძლება შეიცვალოს. აქედან გამომდინარე ამპიცილინის (ანტიბიოტიკი), ციანოკობალამინის (ვიტამინი B12), ინდინავირის (ანტივირუსული), რკინის, კეტოკონაზოლის და იტრაკონაზოლის (ანტიფუნგური) შეწოვა შეიძლება შემცირდეს, რაც აღინიშნება კუჭის მჟავიანობის შემცირების სხვა შემთხვევებშიც.
ომეპრაზოლი შეიძლება ზრდიდეს მეტოტრექსატის ტოქსიურობას. ომეპრაზოლით მკურნალობა მეტოტრექსატის გამოყენებისას უნდა შეწყდეს. როდესაც ომეპრაზოლი გამოიყენება ერთდროულად კლარითრომიცინთან, როქსიტრომიცინთან ან ერითრომიცინთან ერთად (და შესაძლოა სხვა მაკროლიდური ანტიბიოტიკებთან ერთად), ორივე პრეაპრატის კონცენტრაცია სისხლში იზრდება, მათი ეფექტი შეიძლება გამწვავდეს. ამ შემთხვევვაში ორივე პრეპარატი უნდა გამოიყეონ სიფრთხილით. ომეპრაზოლმა შეიძლება გამოიწვიოს ცრუ ნეგატიური შედეგები Hელიცობაცტერ პყლორი-ს გამოკვლევებისას (დანიშნული შარდოვანას ამოსუნთქვის ტესტი). ეს ტესტები უნდა გამოიყენონ მხოლოდ უმეპრაზოლის შეწყვეტიდან მინიმუმ 4 კვირის შემდეგ.
ომეპრაზოლის შეწოვა გადადებულია საკვებით; აქედან გამომდინარე მისი მიღება უმჯობესია ცარიელ კუჭზე. მიღებას და კვებას შორის დრო მნიშვნელოვანი არ არის.
შემიძლია ავტომობილის მართვა ან მექანიზმების გამოყენება პროტონი 20მგ-ს გამოყენებისას?
ომეპრაზოლით მკურნალობის ეფექტი ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე შესწავლილი არ არის. თუმცა იშვიათ შემთხვევებში აღნიშნულია გვერდითი ეფექტები, რომლებმაც შეიძლება დააზიანოს ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარი, როგორიცაა თავბრუსხვევა, ძილიანობა ან მხედველობის დაბინდვა.
როგორ უნდა გამოვიყენო პროტონი 20მგ?
პროტონი 20მგ კაფსულები გამოიყენება ორალურად, უნდა გადაიყლაპოს მთლიანად საკმარისი რაოდენობით სითხით (1 ჭიქა წყალი) ჭამამდე, საუზმემდე ან სადილამდე. თუ გაქვთ კაფსულის ყლაპვის პრობლემა შეიძლება ის გახსნათ და გადაყლაპოთ შიგთავსი (გრანულები) მცირედ მჟავიანობის მქონე სითხით (მაგ. ფორთოხლის ან ლიმნის წვენი), სიფრთხილე გამოიჩინეთ რათა არ დაჭეღოთ და არ დაფხვნათ გრანულები. თქვენი ექიმი შეგირჩევთ დოზას. არ შეცვალოთ დოზა და არ შეწყვიტოთ მკურნალობა ექიმის კონსულტაციის გარეშე. თუ გრძნობთ, რომ მედიკამენტი არ იძლევა სასურველ ეფექტს, მიმართეთ ექიმს.
დუოდენური წყლულის მკურნალობა:
დუოდენური წყლულის ომეპრაზოლით მონოთერაპია უნდა გამოიყენონ პაციენტებში, რომლებშიც ერადიკაციიული მკურნალობა ნაჩვენები არ არის. რეკომენდებული დოზაა ერთი კაფსულა პროტონი 20მგ დღეში. პაციენტების უმრავლესობაში აღინიშნება მტკივნეული სიმპტომების სწრაფი გაუმჯობესება 24-48 საათის განმავლობაში, ხოლო შეხორცება აღინიშნება 2 კვირაში. სრულად განუკურნებელი წყლულების შემთხვევაში მკურნალობა შეიძლება გახანგრძლივდეს კიდევ 2 კვირით. პაციენტებში, რომლებშიც დუოდენური წყლული რეზისტენტულია სხვა Gთერაპიის მიმართ ომეპრაზოლის 20მგ მიღება (2 კაფსულა პროტონი 20 2-ჯერ დღეში) იწვევს შეხორცებას ძირითადად 4 კვირაში.
კუჭის კეთილთვისებიანი წყლულის მკურნალობა:
კუჭის წყლულის მონოთერაპია ომეპრაზოლით უნდა გამოიყენონ პაციენტებში, რომლებშიც ერადიკაციული მკურნალობა უკუნაჩვენებია. რეკომენდებული დოზაა ერთი კაფსულა პროტონი 20მგ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა პაციენტების უმრავლესობაში 4 კვირაა. თუ წყლული სრულად შეხორცებული არ არის მკურნალობა უნდა გახანგრძLივდეს 6-8 კვირამდე. პაციენტებში, რომლებშიც კუჭIს წყლული რეზისტენტულია სხვა თერაპიების მიმართ, 40მგ ომეპრაზოლის მიღება (2 კაფსულა პროტონი 20მგ) 1-ჯერ დღეში იწვევს შეხორცებას ძირითადად 8 კვირაში.
რეფლუქს ეზოფაგიტის მკურნალობა:
რეკომენდებული დოზაა ერთი კაფსულა პროტონი 20მგ დღეში. უფრო მწვავე შემთხვევებში დოზა შეიძლება გაიზარდოს 2 კაფსულამდე, დღეში ერთხელ, 4-8 კვირის განმავლობაში.
2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები მწვავე რეფლუქს-ეზოფაგიტით (რეზისტენტობა სხვა მკურნალობის მიმართ);
მკურნალობა უნდა დაიწყოს პედიატრულ საავადმყოფოში; რეკომენდებული დოზაა 10მგ დღეში 10-20კგ ბავშვებში და 20მგ დღეში 20კგ-ზე მეტი წონის ბავშვებში, მკურნალობის ხანგრძLივობა ძირითადად 4-8 კვირაა და არ უნდა გადააჭარბოს 12 კვირას.
შემანარჩუნებელი თერაპია:
ომეპრაზოლი შეიძლება გამოიყენონ შემანარჩუნებელი თერაპიის სახით რეფლუქს-ეზოფაგიტის დროს, რეციდივის პრევენციისთვის, რეკომენდებულია დოზა ერთი კაფსულა პროტონი 20მგ დღეში.
ზოლინგერ-ელისონის სინდრომი:
რეკომენდებული დოზაა 60მგ (3 კაფსულა პროტონი 20მგ) დღეში ერთხელ. დღიური დოზა და სიხშირე ადაპტირებული უნდა იყოს ინდივიდუალურად პაციენტის პასუხის მიხედვით, კუჭის მჟავას ნაკადის შესანარჩუნებლად 1-10მმოლ/სთ ფარგლებში.
80მგ-ზე მაღალი დოზირება უნდა გაიყოს 2 დოზად დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა შეზღუდული არ არის.
მჟავიანი დისპეფსია
რეკომენდებული დოზაა 1 კაფსულა პროტონი 20გ დღეში ერთხელ.
თუ სიმტომები არ კონტროლიდება 4 კვირის შემდეგ დღეში ეღი 20მგ კაფუსლის მიღებისას, სიტუაცია ხელახლა უნდა შეფასდეს.
გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსის სიმპტომური მკურნალობა:
რეკომენდებული დოზაა 1 კაფსულა პროტინი 20მგ დღეში 2-4 კვირის განმავლობაში.
თუ არ აღინიშნება სიმპტომების გაუმჯობესება 2 კვირის შემდეგ, საჭიროა დამატებითი ტესტები.
ერადიკაციული თერაპია:
გასტროდუოდენური წყლულის მკურნალობისას, რომელიც დაკავშირებულია Hელიცობაცტერ პყლორი-სთან, ომეპრაზოლი უნდა გამოიყენონ ანტიბიოტიკოთერაპიასთან ერთად, დოზირების შესაბამისი რეჟიმით. შესაბამისი რეჟიმის შერჩევა უნდა მოხდეს პაციენტის ტოლერანტობის და თერაპიული გაიდლაინის მიხედვით. შემდეგი კომბინაცია აგრეთვე აღინიშნა:
-ერთი კაფსულა ომეპრაზოლი 20მგ (პროტონი 20მგ) + ამოქსიცილინი 1000მგ + კლარითრომიცინი 500მგ, 2 დღეში.
-ერთი კაფსულა ომეპრაზოლი 20მგ (პროტონი 20მგ) + კლარითრომიცინი 250მგ + მეტრონიდაზოლი 500მგ 2-ჯერ დღეში.
ერადიკაციული მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 1 კვირას. რეზისტენტობის აცილებისთვის მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა შემცირდეს.
მეტრონიდაზოლთან კომბინაციაში მკურნალობა არ უნდა იყოს პირველი არჩევანი რადგან ცხოველების კვლევებიდან სავარაუდოა, რომ მეტრონიდაზოლი შეიძლება იყოს მუტაგენური ან კარცინოგენური.
პაციენტებში აქტიური წყლულით, ამ ასოციაციების გატარების შემდეგ უნდა შენარჩუნდეს ომეპრაზოლით მკურნალობა სანამ პეპტიური პათოლოგია არ განიკურნება.
კუჭის და დუოდენური წყლულის ან ეროზიების მკურნალობა და პრევენცია, რომელიც ასოცირებულია აასს-სთან (არასტეროიუდლი ანთებისსაწინააღმდეგო საშუალებები):
დოზირება გასტროდუოდენური წყლულის მკურნალობის დროს, რომელიც ასოცირებულია ასაპ-თან, იგიგვეა რაც დუოდენური და კუჭის წყლულების მკურნალობისას (იხ. ზემოთ).
პროტონი 20მგ-ს რეკომენდებლი დოზა ეროზიის მკურნალობისთვის და კუჭის და დუოდენური წყლულის და ეროზიის პრევენციისთვსის და მკურნალობისთვის, რომელიც ასოცირებულია აასს-სთან, არის 1 კაფსულა დღეში.
აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა დოზის ცვლილება ხანდაზმულ პაციენტებში.
დოზის შეცვლის აუცილებლობა არ არსებობს პაციენტებში თირკმლის უკმარისობით.
დოზის ცვლილება უნდა მოხდეს პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით და მაქსიმალურმა დღიურმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 20მგ-ს, რადგან ომეპრაზოლის ბიომისაწვდომლობა და ნახევარგამოყოფის პერიოდი ამ დროს იზრდება.
გამოყენება ბავშვებში
ომეპრაზოლი ბავშვებში უნდა გამოიყენონ მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით.
რა უნდა გავაკეთო თუ დამავიწყდა კაფსულის მიღება ან მივიღე ზედმეტი რაოდენობა
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის კომპენსაციისთვის. მკურნალობა განაგრძეთ ჩვეულებრივ, შემდეგი კაფსულა მიიღეთ ჩვეულ დროს. თუმცა გახსოვდეთ, რომ მკურნალობის წარმატება დამოკიდებულია მედიკამენტის რეგულარულად მიღებაზე. მონაცემები ადამიანებში დოზის გადაჭარბების შესახებ არ არის. არ არსებობს სპეციფიკური ანტიდოტი ჭარბი დოზირების შემთხვევაში. აქედან გამომდინარე უნდა მიიღოთ ჩვეული თერაპიული ზომები ამ სიტუაციისთვის, როგორიცაა კუჭის ამორეცხვა, ზედამხედველობა და სიმპტომური დამხმარე მკუნრალობა.
რა არასასურველი ეფექტები შეიძლება გამოიწვიოს პროტონი 20მგ-მ?
ორალურად მიღებული ომეპრაზოლი ჩვეულებრივ კარგად აიტანება. არასასურველი ეფექტები ჩვეულებრივ მსუბუქი და შექცევადია.
აღწერილი გვერდითი ეფექტები მოიცავს შემდეგს:
გასტროინტესტინური დარღვევები:
ხშირი (10-1%): დიარეა, ყაბზობა, შებერილობა (შესაძლოა მუცლის ტკივილით), გულსირევა და ღებინება. ამ შემთხვევების უმრავლესობისას სიმპტომები უმჯობესდება და თერაპია გრძელდება.
იშვიათი (0.1-0.01%): ენის მუქი ყავისფერი ან შავი შეფერილობა აღნიშნულია კლარიტრომიცინთან ერთად მიღებისას, აღწერილია კეთილთვისებიანი გლანდულარული ცისტები, ორივე მოვლენა შექცევადი იყო მკურნალობის დასრულებისას.
ძალიან იშვაითი (<0.01%): Pპირის სიმშრალე, სტომატიტი, კანდიდოზი ან პანკრეატიტი.
ჰეპატო-ბილიარული დარღვევები:
არახშირი (1%-0.1%): ღვიძლის ენზიმების დონის ცვლილება (რომელიც მოიხსნა მკურნალობსი შეწყვეტის შემდეგ).
ძალიან იშვიათი (<0.01%): ჰეპატიტი სიყვითლით ან მის გარეშე, ღვიძლის უკმარისობა და ენცეფალოპათია პაციენტებში ადრე არსებული ჰეპატოპათიით.
სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები:
იშვიათი (0.1-0.01%): ჰიპოქრომია, მიკროციტური ანემია ბავშვებში.
ძალიან იშვიათი (0.01%): სისხლის რაოდენობის ცვლილება, შექცევადი თრომბოციტოპენია, მულტიფორმული ერითემა ან ფოტოსენსიტიურობა, ოფლიანობის მომატების ტენდენცია.
ძალიან იშვაითი (<0.01%): სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი.
ძვალ-კუნთოვანი დარღვევები:
იშვიათი (0.1-0.01%): კუნთების სისუსტე, მიალგია და სახსრების ტკივილი.
თირკმლის დარღვევები:
ძალიან იშვაითი ((0.01%): ნეფრიტი (ინტერსტიციალური ნეფრიტი).
ნერვული სისტემის დარღვეები:
ხშირი (1-10%): ძილიანობა, ძილის დარღვევები (უძილპობა), ვერტიგო ან ცეფალეა. ეს გართულებები ძირითადად უმჯობესდება მკურნალობის განმავლობაში.
იშვიათი (0.1-0.01%): პარესთეზია და მსუბუქი თავის ტკივილი, მენტალური კონფუზია დაჰალუცინაციები, ძირითადა მწვავედ დაავადებულ ან ხანდაზმულ ინდივიდებში.
ძალიან იშვიათი (<0.01%): აჟიტირება და დეპრესიული რეაქცია, განსაკუთრებით მწვავედ დაავადებულ ინდივიდებში ან ხანდაზმულ პაციენტებში.
გრძნობათა ორგანოების დარღვეები:
არახშირი (1-0.1%): მხედველობის დარღვეები (მხედველობისდ აბინდვა, მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება ან მხედველობის ველის შემცირება) და სმენის დისფუნქცია (მაგ. ტინიტუსი). ეს მოვლენები ძირითადად ქრება თერაპიის მოხსნის შემთხვევაში.
მომატებული მგრძნობელობის რეაქციები:
ძალიან იშვიათი (0.01%): ურტიკარია, სხეულის ტემპერატურის მომატება, ანგიოედემა, ბრონქოკონსრიქცია ან ანაფილაქსიური შოკი, ალერგიული ვასკულიტი ან ცხელება.
სხვა გვერდითი მოვლენები:
არახშირი (1-0.1%): პერიფერიული შეშუპება (რომელიც მოიხსნა თერაპიის შეწყვეტის შემდეგ).
ძალიან იშვაითი (<0.01%): ჰიპონატრიემია, გინეკომასტია.
როგორ უნდა შევინახო პროტონი 20მგ კაფსულები?
კაფსულები ყოველთვის შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში, რადგან პროტონი 20მგ კაფსულები ძალიან მგრძნობიარეა ნესტის მიმართ. არ შეინახოთ 25ºC-ზე მაღალ ტემპერატურაზე.
ვარგისობის ვადა: 3 წელი
გაცემის პირობები: რეცეპტით
როგორც ყველა მედიკამენტი, ინახება ბავშვებისთვის მუწვდომელ ადგილას.
პროტონი 20მგ-ს მიღებამდე შეამოწმეთ მეორეულ შეფუთვაზე დაბეჭდილი ვარგისობის ვადა.