Plasmon
პროტონი / Proton


რა არის პროტონი და რისთვის გამოიყენება?
პროტონი არის კაფსულები ორალური გამოყენებისთვის, შეიცავს 40მგ ომეპრაზოლს (აქტიურ ნივთიერება) გასტრო-რეზისტენტული გრანულებით. 
პროტონი ნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:
-რეფლუქს ეზოფაგიტის მკურნალობა.
-დუოდენური წყლულის მკურნალობა. 
-კუჭის კეთილთვისებიანი წყლულის მკურნალობა.
-ჰიპერქლორჰიდრიის სხვა პათოლოგიური მახასიათებლების მკურნალობა, როგორიცაა ზოლინგერ-ელისონის სინდრომი
-HHელიცობაცტერ პყლორი-სთან ასოცირებული პეპტიური წყლულის მკურნალობა. ომეპრაზპოლი, პროტონისაქტიური ნივთიერება არის ბოლო თაობის ანტი-სეკრეტორული აგენტი, რომელიც ბლოკავს კუჭში მჟავას სეკრეციას პარიეტული უჯრედების პროტონული ტუმბოს ინჰიბირებით. 
რადგან იგი მაღალსელექციურია, მოქმედების მექანიზმი უფრო ეფექტურია ვიდრე სხვა ანტისეკრეტორული აგენტებისა (უჯრედების ზედაპირზე მოქმედი), როგორიცაა H2რეცეპტორების ანტაგონისტები ე.წ კუჭის მჟავიანობასთან დაკავშირებული დაავადებების მკურნალობისას, რაც იწვევს გამოჯანმრთელების უფრო მაღალ სიხშირეს. 

სანამ თქვენ მიიღებთ პროტონს
არ მიიღოთ პროტონი
-თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) ომეპრაზოლის და მედიკამენტის სხვა კომპტონენტების მიმართ. 
-თუ გეწყებათ სახის, ტუჩების ან ყელის შეშუპება (ყლაპვის და სუნთქვის გაძნელება) მკურნალობის დროს პროტონი არ უნდა მიიღოთ რადგან ეს შეიძლება გულისხმობდეს, რომ ალერგიული ხართ ამ მედიკამენტის მიმართ. 

გამოიჩინეთ სპეციალური სიფრთხილე პროტონის მიღებისას
ექიმმა, რომელმაც დაგინიშნათ პროტონი იუნდა იცოდეს თქვენი ანამნეზი და არსებული კლინიკური მდგომარეობა, მკურნალობის დაწყებამდე უნდა გამოირიცხოს კუჭის ავთვისებიანი სიმსივნე. წყლულის სიმპტომების გაუმჯობესება არ გამორიცხავს ავთვისებიანი სიმსივნის არსებობის შანსს. 
პაციენტებში პეპტიური წყლულით, ექიმმა უნდა ჩაატაროს HHელიცობაცტერ პყლორი სტატუსის განსაზღვრის გამოკვლევა. პაციენტებში, რომლებშიც H. პყლორი  დადებითია, მიკროორგანიზმის გამოყოფა უნდა მოხდეს ერედიკაციული მკურნალობით. 
პაციენტებში რეფლუქსური ეზოფაგითით, დიაგნოზი უნდა დადასტურდეს ენდოსკოპიით. 
კუჭის მჟავიანობის შემცირება ნებისმიერი მიზეზით - პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების ჩათლვით, ზრდის ბაქტერიების რაოდენობას, რომელიც ნორმასი არსებობს საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. მჟავიანობის შემამცირებელი მედიკამენტების მIღება იწვევს გასტროინტესტინური ინფექციების მცირე ზრდას, რომლებიც გამოწვეულია მაგ., შალმონელლა-თი და  ჩამპილობაცტერ-ით. 
ომეპრაზოლი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ ხანდაზმულ პაციენტებში ან იმ პირებში, რომლებშიც აღინიშნება თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობა, განსაკუთრებით მაღალი დოზებით. პაციენტებში პაციენტებში ღვიძლის მწვავე უკმარისობით, საჭიროა ღვიძლის ფერმენტების პერიოდული შემოწმება. 

პროტონის გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად
მნიშვნელოვანია აცნობოთ თქვენს ექიმს, რომ იღებთ ან ბოლო პერიოდში მიღებული გაქვთ რაიმე მედიკამენტი, რეცეპტის გარეშე გაცემული საშუალებების ჩათვლით. ომეპრაზოლმა შეიძლება გაახანგრძლივოს იმ მედიკამენტების ნახევარგამოყოფის პერიოდი, რომლებიც მეტაბოლიზდება ღვიძლში დაჟანგვით, როგორიცაა დიაზეპამი, ფენიტოინი და ვარფარინი. ზოგადად რეკომენდებულია იმ პაციენტების მონიტორინგი, რომლებიც მკურნალობენ ფენიტოინით, რადგან შეიძლეაბა აუცილებელი იყოს დოზის შემცირება. 
პაციენტების პერიოდული მონიტორინგი აგრეთვე რეკომენდებულია ომეპრაზოლით და ვარფარინით მკურნალობისას რადგან შეიძლება საჭირო გახდეს ამ უკანასკნელის დოზის შემცირება. ინტრაგასტრალური მჟავიანობის მომატების გამო კეტოკონაზოლის ან იტრაკონაზოლის აბსორბცია შეიძლება შემცირდეს ომეპრაზოლით მკურნალობის დროს, როგორიცაა სეკრეციის სხვა ინჰიბიტორები. ურთიერთქმედება არ აღინიშნა თეოფილინის გამოყენებისას, მაგრამ ურთიერთქმედება შეიძლება არინიშნოს სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენებისას, რომლებიც მეტაბოლიზდება ციტოქრომ Pპ450 ენზიმების სისტემით, მაგ. ვარფარინი. მტკიცებულება არ აღინიშნა ომეპრაზოლის და ანტაციდების ერთად მიღებისას. 

ორსულობა და ლაქტაცია
თუმცა ცხოველების კვლევები არ მიუთითებს რისკზე დედისთვის ან ნაყოფისთვის, ომერპაზოლი ორსულობის ან ლაქტაციის დროს უნდა მიიღონ მხოლოდ აუცილებლობისას და როდესაც სარგებელი აჭარბებს პოტენციურ რისკს. 

გამოყენება ბავშვებში
ომეპრაზოლი ბავშვებში უნდა გამოიყენონ მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით.

ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება

ომეპრაზოლი არ მოქმედებს ამ ფუნქციებზე, ამიტომ შეგიძლიათ განაგრძოთ ჩვეული ცხოვრება. 

საინტერესო ინფორმაცია პროტონის ზოგიერთი კომპონენტის შესახებ
ეს მედიკამენტი შეიცავს ლაქტოზას და საქაროზას. პაციენტებმა იშვიათი მემკვიდრული პრობლემებით, როგორიცაა ფალაქტოზას ან ფრუქტოზას აუტანლობა, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია და ლაპ ლაქტაზას ან საქაროზა-იზომალტაზას დეფიციტი, ეს მედიკამენტი არ უნდა გამოიყენონ. 

როგორ მიიღება პროტონი
პროტონის კაფსულების მიღება შეიძლება ჭამამდე, ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ. არ შეცვალოთ დოზა და არ შეწყვიტოთ მკურნალობა ექიმის კონსულტაციის გარეშე. თუ გრძნობთ, რომ მედიკამენტი არ იძლევა სასურველ ეფექტს, მიმართეთ ექიმს. მიშვნელოვანია ექიმთან კონტაქტის შენარჩუნება რათა მან შეძლოს თქვენთვის ინდივიდუალური დოზის შერჩევა. 

დუოდენური წყლულის მკურნალობა:
რეკომენდებული დოზაა ერთი კაფსულა პროტონი 20მგ დღეში. პაციენტების უმრავლესობაში აღინიშნება მტკივნეული სიმპტომების სწრაფი გაუმჯობესება 24-48 საათის განმავლობაში, ხოლო შეხორცება აღინიშნება 2 კვირაში. სრულად განუკურნებელი წყლულების შემთხვევაში მკურნალობა შეიძლება გახანგრძლივდეს კიდევ 2 კვირით. პაციენტებში, რომლებშიც დუოდენური წყლული რეზისტენტულია სხვა Gტერაპიის მიმართ ომეპრაზოლის 20მგ მიღება (2 კაფსულა პროტონი 20 2-ჯერ დღეში) იწვევს შეხორცებას ძირითადად 4 კვირაში. 

კუჭის წყლულის მკურნალობა:
რეკომენდებული დოზაა ერთი კაფსულა პროტონი 20მგ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობა პაციენტების უმრავლესობაში 4 კვირაა. თუ წყლული სრულად შეხორცებული არ არის მკურნალობა უნდა გახანგრძLივდეს 6-8 კვირამდე. პაციენტებში, რომლებშიც კუჭი რეკომენდებული დოზაა 60მგ (3 კაფსულა პროტონი 20მგ) დღეში ერთხელ. დღიური დოზა და სიხშირე ადაპტირებული უნდა იყოს ინდივიდუალურად პაციენტის პასუხის მიხედვით, კუჭის მჟავას ნაკადის შესანარჩუნებლად 1-10მმოლ/სთ ფარგლებში.
80მგ-ზე მაღალი დოზირება უნდა გაიყოს 2 დოზად დღეში. 
 
რეფლუქს ეზოფაგიტის მკურნალობა:
რეკომენდებული დოზაა ერთი კაფსულა პროტონი 20მგ დღეში. უფრო მწვავე შემთხვევებში დოზა შეიძლება გაიზარდოს 2 კაფსულამდე, დღეში ერთხელ, 4-8 კვირის განმავლობაში. 
 
შემანარჩუნებელი თერაპია:
ომეპრაზოლი შეიძლება გამოიყენონ შემანარჩუნებელი თერაპიის სახით რეფლუქს-ეზოფაგიტის დროს, რეციდივის პრევენციისთვის, რეკომენდებულია დოზაა 20 ან 40მგ დღეში სიტუაციის სიმწვავეის მიხედვით.

კუჭის პეპტიური წყლულის მკურნალობა, რომელიც ასოცირებულია Hჰელიცობაცტერ პყლორი-თ ინფექციასთან. 
გასტროდუოდენული წყლულის მკურნალობისას, რომელიც დაკავშირებულია  Hჰელიცობაცტერ პყლორი -სთან, ომეპრაზოლი უნდა გამოიყენონ ანტიბიოტიკოთერაპიასთან ერთად, დოზირების შესაბამისი რეჟიმით. შესაბამისი რეჟიმის შერჩევა უნდა მოხდეს პაციენტის ტოლერანტობის და თერაპიული გაიდლაინის მიხედვით. შემდეგი კომბინაცია აგრეთვე აღინიშნა:
- ომეპრაზოლი 20მგ (პროტონი 20მგ)+ამოქსიცილინი 1000მგ+კლარიტრომიცინი 500მგ, 2 დღეში.
- ომეპრაზოლი 20მგ (პროტონი 20მგ)+კლარიტრომიცინი 250მგ+მეტრონიდაზოლი 400-500მგ 2-ჯერ დღეში. 

ერადიკაციული მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 1 კვირას. რეზისტენტობის აცილებისთვის მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა შემცირდეს. პაციენტებში აქტიური წყლულით, შეიძლება ომეპრაზოლით მონოთერაპიის გახანგრძლივება. მეტრონიდაზოლთან კომბინაციაში მკურნალობა არ უნდა იყოს პირველი არჩევანი რადგან ცხოველების კვლევებიდან სავარაუდოა, რომ მეტრონიდაზოლი შეიძლება იყოს მუტაგენური ან კარცინოგენური. 
ხანდაზმული პაციენტები
დოზის კორექცია აუცილებელი არ არის.
თირკმლის უკმარისობა
დოზის კორექცია აუცილებელი არ არის.
ღვიძლის უკმარისობა
რადგან ომეპრაზოლის ბიოშეღწევადობა და ნახევარგამოყოფის პერიოდი შეიძლება გაიზარდოს პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით, დოზა უნდა იყოს მაქსიმუმ 20მგ დღეში.
 
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი პროტონი
მონაცემები არ არის ადამიანებში ჭარბი დოზირების შესახებ, ერთჯერადი ორალური დოზებ 160მგ-მდე, დღიური ინტრავენური დოზები 200მგ-მდე და 520მგ-მდე დოზები 3 დღის პერიოდში კარგად აიტანებოდა. 
 
თუ დაგავიწყდათ პროტონის მიღება
დარწმუნდით, რომ გაქვთ საკმარისი რაოდენობით კაფსულები ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის დასასრულებლად. შეგიძლიათ დამატებითი ინფორმაცია მიიღოთ ექიმისგან ან ფარმაცევტისგან, რომელიც ფლობს გამოყენების სრულ ინსტრუქციას. 
 
შესაძლო გვერდითი ეფექტები
სხვა მედიკამენტების მსგავსად, პროტონი შეიძლება იწვევდეს გვერდით ეფექტებს ზოგიერთ შემთხვევაში. 
გასტროინტესტინური დარღვევები:
ხშირი (10-1%): დიარეა, შეკრულობა, შებერილობა (შესაძლოა მუცლის ტკივილით), გულსირევა და ღებინება. ამ შემთხვევების უმრავლესობისას სიმპტომები უმჯობესდება და თერაპია გრძელდება. 
იშვიათი (0.1-0.01%): ენის მუქი ყავისფერი ან შავი შეფერილობა აღნიშნულია კლარიტრომიცინთან ერთად მიღებისას, აღწერილია კეთილთვისებიანი გლანდულარული ცისტები, ორივე მოვლენა შექცევადი იყო მკურნალობის დასრულებისას. 
ძალიან იშვაითი (<0.01%): Pპირის სიმშრალე, სტომატიტი, კანდიდოზი ან პანკრეატიტი. 
ჰეპატო-ბილიარული დარღვევები:
არახშირი (1%-0.1%): ღვიძლის ენზიმების დონის ცვლილება (რომელიც მოიხსნა მკურნალობსი შეწყვეტის შემდეგ). 
ძალიან იშვიათი (<0.01%): ჰეპატიტი სიყვითლით ან მის გარეშე, ღვიძლის უკმარისობა და ენცეფალოპათია პაციენტებში ადრე არსებული ჰეპატოპათიით. 
სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები:
იშვიათი (0.1-0.01%): ჰიპოქრომია, მიკროციტური ანემია ბავშვებში. 
ძალიან იშვიათი (0.01%): სისხლის რაოდენობის ცვლილება, შექცევადი თრომბოციტოპენია, მრავალფორმული ერითემა ან ფოტოსენსიტიურობა, ოფლიანობის მომატების ტენდენცია. 
ძალიან იშვაითი (<0.01%): სტივენს-ჯონსონის სინდრომი ან ტოქსიური ეპიდერმალური ნეკროლიზი. 
ძვალ-კუნთოვანი დარღვევები:
იშვიათი (0.1-0.01%): კუნთების სისუსტე, მიალგია და სახსრების ტკივილი. 
თირკმლის დარღვევები:
ძალიან იშვაითი (0.01%): ნეფრიტი (ინტერსტიციალური ნეფრიტი). 
ნერვული სისტემის დარღვეები:
ხშირი (1-10%): ძილიანობა, ძილის დარღვევები (უძილპობა), ვერტიგო ან ცეფალეა. ეს გართულებები ძირითადად უმჯობესდება მკურნალობის განმავლობაშI. 
იშვიათი (0.1-0.01%): პარესთეზია და მსუბუქი თავის ტკივილი, მენტალური კონფუზია დაჰალუცინაციები, ძირითადა მწვავედ დაავადებულ ან ხანდაზმულ ინდივიდებში.
ძალიან იშვიათი (<0.01%): აჟიტირება და დეპრესიული რეაქცია, განსაკუთრებით მწვავედ დაავადებულ ინდივიდებში ან ხანდაზმულ პაციენტებში. 
გრძნობათა ორგანოების დარღვეები:
არახშირი (1-0.1%): მხედველობის დარღვეები (მხედველობისდ აბინდვა, მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება ან მხედველობის ველის შემცირება) და სმენის დისფუნქცია (მაგ. ტინიტუსი). ეს მოვლენები ძირითადად ქრება თერაპიის მოხსნის შემთხვევაში. 
მომატებული მგრძნობელობის რეაქციები:
ძალიან იშვიათი (0.01%): ურტიკარია, სხეულის ტემპერატურის მომატება, ანგიოედემა, ბრონქოკონსრიქცია ან ანაფილაქსიური შოკი, ალერგიული ვასკულიტი ან ცხელება. 
სხვა გვერდითი მოვლენები:
არახშირი (1-0.1%): პერიფერიული შეშუპება (რომელიც მოიხსნა თერაპიის შეწყვეტის შემდეგ). 
ძალიან იშვაითი (<0.01%): ჰიპონატრიემია, გინეკომასტია. 
თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი მწვავდება, ან აღნიშნავთ ეფექტებს, რომლებიც ამ ბროშურაში აღნიშნული არ არის, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. 

როგორ ინახება პროტონი: არ შეინახოთ 25º-ზე მაღალ ტემპერატურაზე. 
ვარგისობის ვადა: 2 წელი
გაცემის პირობები: რეცეპტით

კაფსულები ყოველთვის შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში, რადგან პროტონი ძალიან მგრძნობიარეა ნესტის მიმართ. 
ინახება ბავშვებისთვის მუწვდომელ ადგილას. 
პროტონი არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება თვის ბოლო დღეს. 
არ გადააგდოთ მედიკამენტები ნარჩენ წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. კითხეთ ექიმს როგორ გადააგდოთ გამუყენებელი მედიკამენტები. ეს ზომები ხელს უწყობს გარემოს დაცვას. 

დამატებითი ინფორმაცია
როგორია პროტონის შემადგენლობა
-აქტიური ნივთიერებაა ომეპრაზოლი. 
-სხვა კომპონენტებია: ლაქტოზა, ჰიპრომელოზა, ჰიდროქსიპროპილ ცელულოზა, ნატრიუმის ლაურილსულფატი, დინატრიუმ ფოსფატის დოდეკაჰიდრატი, დიეთილ ფტალატი, ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზას ფტალატი და საქაროზა და სიმინდის სახამებლის მიკროგრანულები. გარე კაფსულა შეიცავს ჟელატინს, ინდიგოკარმინს (E132), ერითროზინს (E127), ტიტანის დიოქსიდს (E171) და გამოხდილ წყალს.

როგორ გამოიყურება პროტონი და შეფუთვის შემადგენლობა
კაფსულები არის ოპალესცირებული, თეთრი/თეთრი ფერის, დასახელების შავად ნაბეჭდით PღOთON უკანა მხარეს სიგრძეზე თავზე და კორპუსზე. შეიცავს მყარ, გასტრო-რეზისტენტულ, ძალიან ღია ბეჟი ფერის გრანულებს. 
პროტონი 40მგ გამოდის შეფუთვაში, რომელიც შეიცავს 14 ან 56 კაფსულას.
სად შევიძინოთ?