Plasmon
პურე / Pure


შემადგენლობა

გვირილის წყლიანი ექსტრაქტი -10%, ღიღილოს წყლიანი ექსტრაქტი-10%, კორდისკბილას წყლიანი ექსტრაქტი -10%, ჰამამელისის წყლიანი ექსტრაქტი - 10%, ნატრიუმის ფოსფატი, ორფუძიანი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ედეტატი, საინექციო წყალი.

ჩვენებები
სამკურნალო თვისებები
პურეს ეფექტი ემყარება ნატურალური კომპონენტების: გვირილის, ღიღილოს, კორდისკბილასა და ჰამამელისის კომბინირებულ მოქმედებას. პურე ხსნის თვალის სიწითლეს, ამშვიდებს ატენიანებს, რაც გამოწვეულია გარემო ფაქტორების მავნე ზემოქმედებით, როგორიცაა: ქარი, მზის გამოსხივება, მშრალი ჰავა, მარილიანი წყალი. ასევე გამონაბოლქვი, სიგარეტის კვამლი, მკვეთრი განათება, მხედველობითი გადაღლა, კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა.

მიღების წესები და დოზები
დამცავი პაკეტის გახსნის შემდეგ ამოიღეთ ერთი კონტეინერი და გახსენით თავსახურის შემობრუნებითა და ამოწევით. კონტეინერზე მსუბუქი დაჭერით წამლის ერთი წვეთი ჩაიწვეთეთ თვალში. დღის განმავლობაში ჩაიწვეთეთ რამოდენიმეჯერ საჭიროების მიხედვით.
პრეპარატი არ შეიცავს კონსერვანტს და უსაფრთხოა კონტაქტურ ლინზაზე დასაწვეთებლად.

განსაკუთრებული მითითებები
უსაფრთხოების ზომები
• ნუ გამოიყენებთ ხსნარს, თუ კონტეინერი დაზიანებულია
• ნუ გამოიყენებთ ხსნარს, თუ გაქვთ ზემგრძნობელობა მასში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ
• ნუ გამოიყენებთ ხსნარს კონტეინერზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ
• ნუ შეეხებით თვალს კონტეინერის წვერით
• სასურველია დაიცადოთ 10-15 წუთის ხვაპრეპარატის ჩაწვეთებამდე
• შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას
• ნუ გადაყლაპავთ

შენახვის პირობები და ვადები
შეინახეთ არაუმეტეს 25˚C-ისა
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას

სად შევიძინოთ?