ერთი კაფსულა ერთხელ დღეში
• ფქოდ და ასთმის 24 საათიანი კონტროლი
• ფართო თერაპიული ფანჯარა: კარგად აიტანება
• სწრაფი და ეფექტური ბრონქოდილატაცია (4)
• უსაფრთხოა გულით ავადმყოფებისათვის (9)
• აუმჯობესებს პაციენტის მიერ რეჟიმის დაცვას
• ხანდაზმული პაციენტები არ საჭიროებენ დოზის შერჩევას
• შესაძლოა დაინიშნოს შემდეგ პრეპარატებთან ერთად
- ანტი-ლეიკოტრიენები
- კორტიკოსტეროიდები
- მუკოლიზური საშუალებები
საერთაშორისო არა-პატენტური დასახელება
დოქსოფილინი
შემადგენლობა:
ყოველი მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტი შეიცავს დოქსოფილინს 650 მგ.
ჩვენებები:
პურქსან-ტოპი ნაჩვენებია ქრონიკული რესპირაციული დაავადების სამკურნალოდ, როგორიცაა ბრონქული ასთმა და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ).
დოზირება და მიღება:
ერთი ტაბლეტი ერთხელ დღეში, სასურველია საღამოს წიქა წყალთან ერთად ან ექიმის მითითებისამებრ.
თერაპიული თვისებები
დოქსიფილინი (7- (1, 3-დიოქსალან-2-ილ მეთილი) თეოფილინი) არის ახალი ბრონქოდილატატორი ქსანტინი, რომელიც განსხვავდება თეოფილინისაგან დიოქსალანის ჯგუფის არსებობით მე-7 პოზიციაში. თეოფილინის მსგავსად, დოქსიფილინის მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ფოსფოდიესტერაზას აქტივობის ინჰიბირებასთან, მაგრამ თეოფილინისაგან განსხვავებით, დოქსიფილინს ნაკლები აფინურობა აქვს ადენოზინ A1 და A2 რეცეპტორების მიმართ, რაც შესაძლოა, უზრუნველყოფდეს მედიკამენტის უსაფრთხოების უკეთეს პროფილს.
დოქსიფილინის ბრონქოდილატაციური ეფექტურობა დემონსტრირებულ იქნა კლინიკურ კვლევებში, სადაც მონაწილეობდნენ პაციენტები ბრონქული ასთმითა და ქრონიკული ობსტრუქციული ფილტვის დაავადებით (ფქოდ). დოქსიფილინი განსაკუთრებით ეფექტური აღმოჩნდა ასთმის დღიური შეტევების სიხშირის კლებისა და ბეტა-2-აგონისტების მოხმარების თვალსაზრისით. უსაფრთხოების პროფილმა აჩვენა უკეთესი ასატანობა კარდიოვასკულური, საჭმლის მომნელებელი და ცნს სისტემის თვალსაზრისით. არ აღინიშნა ურთიერთკავშირი შრატში დოქსიფილინის დონესა და არასასურველი მოვლენების გამოვლენას შორის. კლინიკურ კვლევებში არ შეინიშნებოდა ძილის არქიტექტურის, გულის ქრონოტროპული მოქმედების, კუჭის სეკრეციის სტიმულირების მოშლა.
ფარმაკოკინეტიკა
დოქსიფილინის ნახევარდაშლის პერიოდი შვიდ საათზე მეტია. დოზირების ჩვეულებრივი ფორმის პერორალური მიღების შემდეგ, პლაზმის პიკური დონე მიიღწეოდა ერთი საათის შემდეგ. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 62.6%; PH 7.4 დონეზე პლაზმის ცილებთან შეკავშირება არის დაახლოებით 48%. პერორალურად მიღებული დოზის 4%-ზე ნაკლები უცვლელად გამოიყოფა შარდით.
დოქსიფილინი თითქმის მთლიანად მეტაბოლიზდება ღვიძლში (მთლიანი წამლის კლირენსის 90%). ჰიდროქსიეთილ თეოფილინი არის დოქსიფილინის ერთადერთი განსაზღვრადი ცირკულირებადი მეტაბოლიტი.
დოქსიფილინი განმეორებადი მიღების შემდეგ აღწევს მუდმივ დონეს დაახლოებით 4 დღის მერე; ელიმინაციის ნახევარდაშლის პერიოდი ხანგრძლივი მკურნალობის შემდგომ არის 8-10 საათი: ეს იძლევა დღეში ორჯერადი მიღების შესაძლებლობას. წამლის აკუმულირება არ შეინიშნებოდა ერთკვირიანი მკურნალობის შემდეგ. რანდომიზირებული, ღია, ბიოშეღწევადობის (BA) კვლევამ MERGEFIELD პროდუქტი _სახელწოდება _მცირე დოქსიფილინი 650მგ MR MERGEFIELD დოზა MERGEFIELD ტაბ_კაფ ტაბლეტი (პუროქსან-ტოპ) ერთხელ დღეში შედარებით MERGEFIELD პროდუქტი _სახელწოდება __მცირე დოქსიფილინი 400მგ დაუყოვნებელი გამოთავისუფლების (IR) ტაბლეტი ორჯერ დღეში ჩატარდა MERGEFIELD პირებში ოცდაოთხ ჯანმრთელ, მოზრდილ, მამრობითი სქესის ადამიანში უზმოზე. კვლევის შდეგებმა აჩვენა, რომ ორი ფორმულა არის ბიოექვივალენტური. MERGEFIELD RefCountry 90% სარწმუნოობის ინტერვალი AUC0→t და AUC(0-∞) იმყოფებოდა ბიოექვივალენტურ მისაღებ ფარგლებში (80–125%) ლოგ-ტრანსფორმირებული მონაცემებისათვის ICH სახელმძღვანელოების მიხედვით.
ამდენად, შესაძლებელია დაინიშნოს ერთი ტაბლეტი პუროქსან-ტოპი ერთხელ დღეში ნაცვლად ჩვეულებრივი დოქსიფილინის 400 მგ ტაბლეტისა ორჯერ დღეში.
ტექნოლოგიურად ოპტიმიზირებული წარმოების (TOP) მეშვეობით პუროქსან-ტოპი არის იდეალური ფორმულა დღეში ერთჯერადი დოზირებით ასთმისა და ფქოდ 24-საათიანი კონტროლისათვის, უზრუნველყოფს რა იმავე თერაპიულ ეფექტს ნაკლები რაოდენობის მედიკამენტით და აუმჯობესებს პაციენტის მიერ რეჟიმის დაცვას.
უკუჩვენებანი
ეს პროდუქტი უკუნაჩვენებია პირებისათვის, რომელთაც მომატებული მგრძნობელობა აღენიშნებათ მისი კომპონენტების მიმართ. ის ასევე უკუნაჩვენებია პაციენტებისათვის მწვავე მიოკარდის ინფარქტით, ჰიპოტენზიით და მეძუძური დედებისათვის.
უსაფრთხოება
ქსანტინის ნახევარდაშლის პერიოდზე ზეგავლენას ახდენს სხვადასხვა ცნობილი ცვლადი. ის შესაძლოა გახანგრძლივდეს პაციენტებში ღვიძლის მძიმე უკმარისობით, პაციენტებში ბოლო სტადიის გულის შეგუბებითი უკმარისობით, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების ან თანმხლები ინფექციების მქონე პაციენტებში და პაციენტებში, რომლებიც იღებენ ზოგიერთ სხვა მედიკამენტს (ერითრომიცინი, ტროლეანდომიცინი, ლინკომიცინი და სხვა ანტიბიოტიკები იმავე ჯგუფიდან, ალოპურინოლი, ციმეტიდინი, პროპრანოლოლი და გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა). ამ შემთხვევებში შესაძლოა საჭირო გახდეს დოქსიფილინის უფრო დაბალი დოზა.
ფენიტოინმა, სხვა ანტიკონვულსანტებმა და თამბაქოს მოწევამ შესაძლოა გამოიწვიოს კლირენსის მატება და უფრო ხანმოკლე ნახევარდაშლის საშუალო პერიოდი: ამ შემთხვევებში შესაძლოა საჭირო გახდეს დოქსიფილინის უფრო მაღალი დოზები.
დოქსიფილინის პლაზმური კონცენტრაციის ლაბორატორიული მონიტორინგი რეკომენდებულია ყველა ზემოხსენებულ სიტუაციაში.
გამოიყენეთ სიფრთხილით პაციენტებში ჰიპერტენზიით, გულის დაავადებით, ჰიპოქსემიით, ჰიპერთიროიდიზმით, ქრონიკული მარჯვენა პარკუჭოვანი უკმარისობით, შეგუბებითი გულის უკმარისობით, ღვიძლის დაავადებით, თირკმლის დაავადებით, პეპტიური წყლულით ანამნეზში და ხანდაზმულ პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის მოშლით.
ხშირად, პაციენტებს, შეგუბებითი გულის უკმარისობით, აქვთ წამლის პლაზმური დონის გამოხატული გახანგრძლივება წამლის შეწყვეტის შემდეგ.
დოქსიფილინი არ ქმნის რაიმე რისკს ამტანობის ან მიჩვევის თვალსაზრისით.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
ცხოველებში რეპროდუქციული კვლევები მიუთითებს, რომ დოქსიფილინი არ აზიანებს ნაყოფს და არ ახდენს ზემოქმედებას რეპროდუქციულ უნარზე, როცა ის ინიშნება ორსულ ცხოველში.
მოხედავად ამისა, ვინაიდან არსებობს ადამიანებში ორსულობის დროს გამოყენების შეზღუდული გამოცდილება, ქსანტინები უნდა დაენიშნოს ორსულ ქალებს მხოლოდ აშკარა საჭიროების დროს.
დოქსიფილინი უკუნაჩვენებია მეძუძური დედებისათვის.
დოზის გადაჭარბება
თუმცა დოქსიფილინის გამოყენებისას მნიშვნელოვანი არითმია არ დაფიქსირებულა, არ გამოირიცხება გულის რითმის მნიშვნელოვანი მოშლა ქსანტინის ნაერთების დოზის გადაჭარბებისას. თუ პუროქსან-ტოპის პერორალური დოზის პოტენციური გადაჭარბება დადგენილია, შესაძლოა გამოვლინდეს კრუნჩხვები; ეს სიმპტომები შესაძლოა იყოს ინტოქსიკაციის პირველი ნიშანი.
არასასურველმა რეაქციამ შესაძლოა გამოიწვიოს მკურნალობის შეწყვეტა. დაბალი დოზით მკურნალობის განახლება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის რჩევის შემდეგ. არ არსებობს სპეციფიური ანტიდოტი; მართვის პრინციპები უნდა შეესაბამებოდეს კარდიოცირკულატორული შოკის სიმპტომურ გაუმჯობესებას.
გვერდითი ეფექტები
ქსანტინების დანიშნვის შემდეგ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს: გულისრევას, ღებინებას, ეპიგასტრულ ტკივილს, ცეფალგიას (თავის ტკივილი), გაღიზიანებადობას, ინსომნიას, ტაქიკარდიას, ექსტრასისტოლას, ტაქიპნოეს და იშვიათად ჰიპერგლიკემიას და ალბუმინურიას.თუ პოტენციური პერორალური დოზის გადაჭარბებაა დადგენილი, პაციენტს შესაძლოა აღენიშნებოდეს მძიმე არითმია და კრუნჩხვა;
ეს სიმპტომები შესაძლებელია იყოს ინტოქსიკაციის პირველი ნიშანი. არასასურველმა რეაქციებმა შესაძლოა გამოიწვიოს მკურნალობის შეწყვეტა. დაბალი დოზით მკურნალობის განახლება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის რჩევის შემდეგ.
გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად
დოქსიფილინი არ უნდა დაინიშნოს ქსანტინის სხვა დერივატებთან ერთად.
ქსანტინებისათვის დოკუმენტირებულია ტოქსიური სინერგიზმი ეფედრინთან. სხვა ქსანტინების მსგავსად,თანმხლებმა თერაპიამ ერითრომიცინთან, ტროლეანდომიცინთან, ლინკომიცინთან, კლინდამიცინთან, ალოპურინოლთან, ციმეტიდინთან, რანიტიდინთან, პროპრანოლოლთან და გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინასთან ერთად, შესაძლოა დააქვეითოს ქსანტინების ღვიძლის კლირენსი, რაც იწვევს სისხლში მისი დონის მატებას. არ არის მონაცემები დოქსიფილინის შრატის კონცენტრაციასა და ტოქსიკურ მოვლენებს შორის კავშირის შესახებ.
გამოშვების ფორმა
ალუმინის ფოლგის ბლისტერი, 10 ტაბლეტით.
კოლოფი, 10 და 20 ტაბლეტით.